Quantcast
Channel: "მარანი" - ქართული ღვინო
Viewing all 2646 articles
Browse latest View live

ილია ჭავჭავაძე - არყის ბაჟი

$
0
0

ტფილისი, 7 იანვარს. 1880 წ.

ამ 1880 წლის კავკასიის კალენდარში მოყვანილია ცნობა მასზედ, თუ რამოდენად იმატა არაყის ბაჟმა 1875 წლიდამ 1879 წლამდე და გამოდის, რომ 1875 წელს შემოსულა ნახევარ მილლიონზედ ცოტა ნაკლები და 1878 წელს კი გაზდილა თითქმის მილიონ ნახევრამდე, ერთის სიტყვით, ერთს სამათ უბღარტნია. “закавказское акцизное управление”, რომელსაც ამ საგანზედ ცნობა და შესაფერი წერილი გაუგზავნია კალენდარის გამომცემლისათვის და ამ უკანასკნელს დაუბეჭდავს ხელუხლებლად, მეტად მხიარულობს, რომ მისგან, „უპრავლენიისაგან“, მოგონილს წესს ბაჟისას ასეთი სასიხარულო შედეგი მოჰყვა.

 ჩვენ მაგ მხიარულებაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ ეგ მხიარულება, ჩვენის ფიქრით, მეტად ადრეულია და არ მომდინარეობს ჯეროვანი საბუთიდამ. გადამეტებით, ანუ წინდაუხედავად შეწერილი გარდასახადი საზოგადოდ შესაძლოა, რომ ორისა თუ სამის წლის განმავლობაში უნაკლოდ შემოვიდეს ხალხისაგან; შეიძლება ორისა თუ სამის წლის განმავლობაში ხალხი გაუძღვეს გადასახადს წინა წლების მონაგარიდამ, და ამიტომაც გადამეტებით შეწერილის გადასახადის უნაკლოდ შემოსვლა ჯერ კიდევ საბუთი არ არის სიხარულისა. გარდასახადის გაძღოლის თავდებათ და წყაროთ წინა წლების მონაგარი კი არ უნდა იყოს, არამედ ყოველდღიური წარმატება ხალხისა ეკონომიურს გზაზედა. რასაკვირველია, ყოველ სახელმწიფოსათვის სანატრელია, რომ ხალხმა ბევრი გამოიღოს ათასნარის სახელმწიფო ხარჯის დასაფარავად, მაგრამ მაგ ნატვრას ფრთას უნდა უკვეცდეს ერთი კანონი, სახელდობრ ის, რომ ხალხის გარდასახადი, უნდა შეეწონოს ხალხის ეკონომიურ კეთილდღეობასა; ზრდა გადასახადისა ხალხის კეთილდღეობის ზრდაზედ უნდა იყოს დამყარებული. ამ მხრით მეტი არ იქნება თუნდა თვალდათვალ დავაკვირდეთ იმ წესს, რომელსაც ეგრე მადიანად შეჰხარის акцизное управление და რომელიც მისის მეოხებით მოქმედობს ჩვენში 1875 წლიდამ.

 ეს ზემოთქმული ბაჟი თავისის სიმძიმით აწვება ერთს ეკონომიურს წარმოებას ჩვენის ხალხისას, რომელსაც არაყის დხას ეძახიან. არაყის ხდა ჩვენში ამ ახალის წესის შემოღებამდე  იმრიგად იყო მოხერხებული, რომ ვენახის პატრონი, ჭაჭა-თხლის მექონეს, თუ სურდა, თვითონ იყო არყის მხდელიცა. ამ სახით პირდაპირს მშრომელს ეძლევოდა სრული ღონისძიება თავის ნაჭირნახულევიდან სრული გამორჩომა მარტო თვითონ ჰქონოდა და გამორჩომაში წილი არავისთვის დაედო. სამართლიანობაც ამას ითხოვდა. ეს ერთი, მეორე ისა, რომ არაყის ხდა მეტად გავრცელებული წარმოება იყო ჩვენს ხალხში და ჩვენი ხალხი კარგა მოზრდილ ლუკმას თავის საზრდოებისას და სახელმწიფო გარდასახადების გაძღოლისას მაგ წარმოებით შოულობდა. მაშასაადმე, თუ გვინდა სწორე აზრი ვიქონიოთ ამ ახალის წესის ავ-კარგიანობაზედ, საჭიროა იგი წესი გავსინჯოთ იმ მხრით, თუ რარიგად იმოქმედა მან ხსენებულს ეკონომიურს წარმოებაზედ, დაუტოვა ღონისძიება უფრო მეტის წარმატებისა და მით ხელი მოუმართა ხალხს თუ არა, რომ ეგ წყარო ხალხის სიმდიდრისა არამც თუ დამშრალიყო, არამედ განძლიერებულიყო.

 ჯერ მინამდე ეგ ახალი წესი შემოვიდოდა, არაყის ბაჟი იმნაირად იყო განსაზღვრული და მოაზრებული-მეთქი, რომ ყოველს ვენახის პატრონს, დიდსა თუ პატარას, შეეძლო ეხადნა არაყი თვითონ და სრულს მოგებას თვითონვე მშრომელი დაჰპატრონებოდა. ამისათვის ორი სიკეთე ჰსჭირდა წინა წესსა: ერთი ისა, რომ შესაძლო იყო არაყის ხდა უბრალო ჩვენებურს ქვაბში, რომლის სასყიდნად დიდი ჯიბე არ უნდოდა და მაშასადამე მრავალთათვის ადვილად საშოვნი იყო და მეორე ისა, რომ არაყის მხდელი, რაკი დაწესებულს ბაჟს გადაიხდიდა, არაყის ხდას თვითონ შეურჩევდა ხოლმე შესაფერს დროს, ესე იგი, შეეძლო მაშინ ეხადნა არაყი, როცა სხვა საქმისაგან მოცლილი იყო. ჩვენის უმრავლესის ვენახის პატრონებისათვის, ესე იგი, გლეხკაცობისათვის ეს ორი სიკეთე წინა წესისა მეტად დიდი საქმე იყო. პირველი, რომ ან ერთ შვიდ-რვა თუმნიანს ქვაბს იყიდდა, ან მეზობლისაგან იქირავებდა და თავის ვენახის ჭაჭასა და თხლეს გამოხდიდა, მეორე ისა, რომ ამ საქმეს მაშინ დაადგებოდა, როცა ამინდი უშლიდა მინდორში და ვენახში მუშაობას, უქმად აღარ დარჩებოდა და თუ სხვას არას გამორჩებოდა შრომის ფასს მაინც აიღებდა. ახალმა წესმა ყოველს ამას არ ათხოვა ყური და არაყის ბაჟს ეგ ორივე სიკეთე ჩამოათალა.

 ეხლანდელის წესით არაყის ხდა ჩვენებურს ქვაბში ისე საზარალოა, რომ გლეხკაცობა რჩეობს თხლე-ჭაჭის გადაყრას უფასოდ, ვიდრე არყის ხდასა და თვითონ გამოხდის დროც გამომხდელის ნებაზედ აღარ არის მიგდებული. ეხლანდელის წესით არყის ხდა ხელს მიჰცემს სახელდობრ მათ, ვინც მარტო მაგ საქმეს მიზდევს და ორას-სამას თუმნიან ქარხანას გაიმართავს, იმიტომ, რომ მხოლოდ ამისთანა ქარხანას და კაცს შეუძლიან აიტანოს  ეხლანდელის ბაჟის სიმძიმე, რადგანაც ახალის ბაჟის გამო მოგება და გამორჩომა გამოხდის სისწრაფეზეა დამყარებული. აბა ვენახების პატრონებს საერთოდ და გლეხკაცობას საკუთრივ სად შეუძლიან ან მაგოდონა ხარჯი გასწიონ ქარხნის გასამართავად, ან მთელი დრო მარტო მაგ წარმოებას შეაკლან.

 ამ სახით ვენახის პატრონები, რომელთ უმრავლესს ნაწილს გლეხკაცობა შეადგენს, ფულიან კაცების თოკში გაებნენ და უნადთ თუ არა, მარტო იმათღა უნდა შეჰყურონ, რომ თავის თხლე და ჭაჭას გამორჩნენ რასმე და თუ ისინი არ იყიდიან, სხვა გზა არა აქვთ, უნდა აიღონ და გადაყარონ. ბევრგან ამასაცა შვებიან. მაგ ახალმა წესმა ესე დაუკრიფა გულ-ხელი ვენახების პატრონებს და გლეხკაცობას, მოუწყვიტა კარგა მოზრდილი წყარო ცხოვრებისა და თავისუფალი პატრონი ქონებისა უკან აუთრივა ფულიან კაცსა.

 ერთის სიტყვით, ამ წესმა ხალხს გაუუქმა ერთი ეკონომიური წარმოება, ხალხს გამოაცალა ხელიდამ ცხოვრების სახსარი და ორიოდეს დაულოცა. მაგ ორიოდეს შეუძლიან იმდენი არაყი ხადონ, რომ სამი მილლიონი ბაჟიც გადაიხადონ, მაგრამ ხალხი კი საერთოდ იმოდენად გაღარიბდება, რამოდენადაც ის ორიოდენი გამდიდრდებიან. და რომელი უფროა სამჯობინარი სახელმწიფოსათვის – ეგ თვითონ  „акцизное управление“-მ გამოიცნოს.

{1180 წ.}

წყარო: ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტომი XV. პუბლიცისტური წერილები (სავარაუდონი). 1879–1904. „ილიას ფონდი“, 2007.


ვაზის გასხვლა და მწვანე ოპერაციები

$
0
0

გადმოწერეთ

ვალერიან ქანთარია, ვაზის გასხვლა და მწვანე ოპერაციები.თბ. 1936.

ქართული ღვინო ViniVeri-ზე

$
0
0

ვერონას მახლობლად, ჩერეაში წელს უკვე მეცამეტეჯერ ჩატარდა ნატურალური მეღვინეობის საერთაშორისო გამოფენა ViniVeri. ღონისძიება 8-10 აპრილს მიმდინარეობდა და მასში ათამდე ქართულმა ღვინის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა: ოქროს ღვინო, ხოხბის ცრემლები, ართანული ღვინო, ალაფიანი, ნათენაძეს მარანი, გოცას ღვინო, დორემი, კორტავების მარანი.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად ასეთი ტიპის ღონისძიებებზე ახალი მარნები ჩნდებიან. შარშანდელისგან სრულიად განსხვავებული იყო ViniVeri-ზე წარმოდგნილი წლევანდელი ქართული შემადგენლობა, რაც საშუალებას იძლევა რაც შეიძლება მეტმა დამწყებმა მევენახე-მეღვინემ დაიმკვიდროს ბაზარზე თავისი ადგილი.

ძალზე საინტერესოა უცხოელი მომხმარებლის დამოკიდებულებაც ქართული ღვინის მიმართ. მაგალითად, თუკი რამდენიმე წლის წინ ქართული ჯიშები და ქვევრის მეთოდი გაკვირვებას იწვევდა სტუმართა შორის, წელს უკვე ყველა კარგადაა ინფორმირებული, არც ქვევრი უკვირთ ისე და რაც მთავარია, ეს ღვინის მოყვარულები შესანიშნავად იცნობენ, უყვართ და აფასებენ ქართულ ღვინოს, ეძებენ ახალ გემოებს.

ViniVeri-ზე ქართველების გარდა ათეულობით სხვა ქვეყნის მეღვინეებიც იღებდნენ მონაწილეობას. ყველაზე მრავალრიცხოვანი რა თქმა უნდა იტალიური ჯგუფი იყო, აქვე იყვნენ სლოვნიელი, ავსტრიელი, ფრანგი, ესპანელი ნატურალისტი მეღვინეები.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი  

ქვევრის ტიპები საქართველოში - Georgian Wine Infographics (58)

VINITALY 2016 და ქართველი ნატურალისტი მეღვინეები

$
0
0

რამდენიმე დღის წინ იტალიაში დასრულდა ღვინის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა VINITALY 2016.

იტალიის ქალაქ ვერონაში, VINITALY 2016 ღვინისა და სპირტიანი სასმელების 50-ე საერთაშორისო გამოფენაზე, 10-13 აპრილს, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ავსტრალიის, არგენტინის, უნგრეთის, უკრაინის, რუმინეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, სერბეთის, სლოვენიის, ხორვატიის და ჩინეთის საუკეთესო ღვინოები იყო წარმოდგენილი.

Vinitaly-ის საგამოფენო პავილიონებში, ექსკლუზიურ დეგუსტაციებთან ერთად იმართებოდა საინფორმაციო სესიები და კონფერენციები, სადაც გამოფენის მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სიახლეებს ღვინის ბიზნესის სამყაროში. საქართველოდან გამოფენაზე წარდგენილი იყვნენ ნატურალური ღვინის მწარმოებლები: "იაგოს ღვინო", "ხოხბის ცრემლები", "ოქროღვინო", "რამაზ ნიკოლაძის მარანი".

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გამოფენაზე იყო  Wine Without Walls, ღონისძიება,  რომელიც მიეძღვნა მთლიანად გოგირდის გარეშე ან ზედმეტი გოგირდის გარეშე დაყენებულ ღვინოებს.

Wine Without Walls კონკურსზე, მსოფლიოში ცნობილი ავტორიტეტული ღვინის მწერლის, ჟურნალისტის, ნატურალისტი მეღვინეების ნამდვილი ქომაგის ელის ფეირინგის ხელმძღვანელობით, ექსპერტი დეგუსტატორების, ჟურნალისტების და ღვინის მწერლებისგან შემდგარმა დიდმა ჯგუფმა შეაფასა ღვინოები და გამოავლინა გამარჯვებულები. 11 აპრილს კი VINITALY-ს დეგუსტაციაზე წარადგინეს Wine Without Walls კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული ღვინოები, მათ შორის ქართველი მეღვინეების მიერ ქვევრში დაყენებული ღვინოები:

"მწვანე - ხოხბის ცრემლები" 2014,  გაუფილტრავი, მშრალი, კახეთი;

"ცოლიკოური" 2013, თეთრი მშრალი, რამაზ ნიკოლაძის მარანი, იმერეთი;

"რქაწითელი" 2013, გაუფილტრავი, მშრალი, "ხოხბის ცრემლები", კახეთი;

"ჩინური" 2014, თეთრი, იაგოს ღვინო, ქართლი.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

17-18 აპრილი, ლონდონი - ქართული ღვინო Real Wine Fair-ზე

$
0
0

ხვალ და ზეგ ლონდონში, Tobacco Dock-ში წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღვინის დღესასწაული გაიმართება, რომელიც მსოფლიოს გამორჩეულ ნატურალურ, ბიო და ბიოდინამიკური მევენახეობის და მეღვინეობის წარმომადგენლებს მოუყრის თავს. Real Wine Fair წელს უკვე მეხუთედ იმართება Les Caves de Pyrène-ს ორგანიზებით და მასში, ტრადიციულად, ქართველი მეღვინეებიც მიიღებენ მონაწილეობას: იაგოს მარანი, იბერიელი, მანდილი, გიორგი რევაზაშვილის მარანი, ნიკოლაძეების მარანი, ოქროს ღვინო და ხოხბის ცრემლები.

ღონისძიების ფარგლებში არაერთი შეხვედრა, დეგუსტაცია და სემინარია დაგეგმილი, მათ შორის, ასევე ტრადიციად ქცეული The Georgian Supra, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნატურალურ ღვინის ბარში, Terroirs-ში გაიმართება 17 აპრილს, 18:30-ზე.

შეგახსენებთ, ქართველი ნატურალური ღვინის მწარმოებლები დაარსებიდანვე იღებენ მონაწილეობას Real Wine Fair-ში. წელს ფესტივალს ორი ქართველი დებიუდანტი ჰყავს - მანდილი და გიორგი რევაზაშვილის მარანი.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

14 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალი 2016-ში მონაწილე კომპანიები ცნობილია

$
0
0

2016 წელს საქართველოსღვინისკლუბი  უკვე მეშვიდედ უმასპინძლებს ახალი ღვინის ფესტივალს, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას.

ფესტივალის პირველ დღეს, 13 მაისს,საქართველოს ღვინის კლუბი მოაწყობს დახურულ დეგუსტაციას, რომლის თემა იქნება ქვევრის ღვინოები საქართველოს ფარგლებს გარეთ.დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური ქვევრის ღვინოები საფრანგეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან.

14 მაისსახალი ღვინის ფესტივალი ტრადიციული ფორმატით ჩატარდება მთაწმინდისპარკში. 11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მარნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2015 წლის მოსავლის ღვინოებს. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნებათ დააგემოვნონ საუკეთესო ღვინოები. ფესტივალზედასწრებათავისუფალია.

ახალი ღვინის ფესტივალი 2016-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ. თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს რადიო უცნობი, რადიო JAKO FM, რადიო თბილისი, "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

წინასაფესტივალო სამზადისში წელს ძალიან დიდი ინტერესი იყო ღვინის კომპანიებისა და საოჯახო  მარნების მხრიდან. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალი მცირე და საშუალო ღვინის კომპანიები, რომლებიც პირველად გამოდიან ფესტივალზე კომპანიის სტატუსით. თუმცა კომპანიების უმეტესობას არაერთხელ მიუღია ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობა, როგორც საოჯახო მარნებს.

2016 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 76 ღვინის კომპანიის მიერ 2015 წლის მოსავლის საუკეთესო ღვინოები:

  1. ავთანდილ ბედენაშვილის ღვინის მანუფაქტურა კარდენახი
  2. ალაფიანი
  3. ალექსანდრე დისტილერი
  4. ალექსი ციხელიშვილის მარანი
  5. ამირან ვეფხვაძის მარანი
  6. არჩილ გუნიავას მარანი
  7. ასკანელი ძმები
  8. ასოციაცია ქვევრის ღვინო
  9. ბაგრატიონი 1882
  10. ბექა გოცაძის მარანი
  11. გაიოზ სოფრომაძის მარანი
  12. გიორგი რევაზაშვილის მარანი
  13. გიუაანი
  14. გოგიტა მაკარიძის მარანი
  15. გოჩას ღვინო
  16. დემი
  17. დო რე მი
  18. დუგლაძეების ღვინის კომპანია
  19. ვაზიანი
  20. ვაზი +
  21. ვარციხის მარანი
  22. ვახო ფაღავას მარანი
  23. ზურაბ თოფურიძის მარანი
  24. თბილღვინო
  25. თელავის ძველი მარანი
  26. თელიანი ველი
  27. იკა ვაინ
  28. იმერული ღვინის კომპანია
  29. კახა ბერიშვილის მარანი
  30. კახური
  31. კახური ღვინის მარანი
  32. კეროვანი
  33. კონჭო და კო
  34. კორტავების მარანი
  35. კორპორაცია ქინძმარაული
  36. ლექსოს მარანი
  37. ლოლაძის ღვინო
  38. ლუკასი
  39. მადამ ვაინი
  40. მილდიანი
  41. მარანი სანავარდო
  42. ნაოტარი
  43. ნაოტრები
  44. ნიკა ბახიას მარანი
  45. ნიკალას მარანი
  46. ნიკოლოზ ანთაძის მარანი
  47. ნოდარ ბაღაშვილის მარანი
  48. ოქროღვინო
  49. რამაზ ნიკოლაძის მარანი
  50. საგვარეულო მარანი
  51. საოჯახო მარნების გაერთიანება
  52. საქართველოს სული
  53. საწნახელი
  54. სიმონ ჩხეიძის მარანი
  55. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია
  56. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
  57. სტორი
  58. ტოგონიძის ღვინო
  59. ტყუპების მარანი
  60. ფაფრის ველი
  61. ქართული ღვინოები
  62. ღვარძელაშვილის მარანი
  63. ღვინის აკვანი
  64. ღვინის კომპანია თითა
  65. ღვინის ტურიზმის ასოციაცია
  66. შალაურის მარანი
  67. შალვინო
  68. შუმი
  69. ჩვენი ღვინო
  70. ჩვენი ოჯახის ღვინო
  71. ძმების მარანი
  72. ხოხბის ცრემლები
  73. ჯაყელების ღვინო
  74. VD Usakhelauri
  75. Vita Vinea
  76. Georgian Brothers Winery

ღვინის კომპანიებთან ერთად ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან სხვა კომპანიები და მეწარმეები:

  1. შვიდი
  2. პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები
  3. კოლორპაკი
  4. ბადაგი
  5. სათემო კავშირი ნუკრიანი
  6. თანამედროვე და ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, ნათია ცერცვაძე
  7. ხის ხელნაკეთი ღვინის ყუთები, დიმიტრი ჯუჯუშვილი
  8. ქართული ხორბლის პური
  9. სასწავლო შემოქმედებითი სახელოსნო ტრადიციული მოდის სახლი.

რაც შეეხება ფესტივალში მონაწილე საოჯახო მარნებს, წელს უპრეცედენტო რაოდენობის ღვინის ნიმუში შემოვიდა, დაახლოებით 342 ღვინის სახეობა. ღვინის კლუბი  დეგუსტაციის შედეგად გამოავლენს საუკეთესო ღვინოებს, რომლებიც ფესტივალზე იქნებიან წარმოდგენილი. დეგუსტაციის შედეგები ცნობილი იქნება ფესტივალამდე 2 კვირით ადრე.

ახალი ღვინის ფესტივალი 2016 ტრადიციულად დაიწყება ქვევრის საზეიმო გახსნით. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს რეზო კიკნაძის ჯაზბენდი, „ბენდი ნალი“ და ფოლკლორული ანსამბლი "დიდგორი"; გათამაშდება საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები.

თუკი ღონისძიების მასშტაბებს თვალს გადავავლებთ, პირველ ფესტივალზე, რომელიც 2010 წელს ჩატარდა, ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია იღებდა მონაწილეობას, ხოლო გასულ 2015 წელს ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები - სულ 105 სუბიექტი. ახალი საფესტივალო სივრცის თაობაზე საქართველოს ღვინის კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო მონაწილეობის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობიდან გამომდინარე. 

2015 წელს ახალი ღვინის ფესტივალმა უმასპინძლა 20 000-ზე მეტ სტუმარს, რომელთა შორის მრავლად იყვნენ უცხოელი ტურისტები. ვიზიტორებს შორის შეინიშნებოდა ახალგაზრდების სიმრავლე. გასულ წელს ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, თითქმის ყველა დიდი მწარმოებელი კომპანია, ასევე, მცირე მარნები და მევენახე გლეხები, რომელთა ღვინოები „საქართველოს ღვინის კლუბმა“ საგანგებო შერჩევის შედეგად რეგიონებში გამოავლინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ, მათმა დიდმა ნაწილმა, ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ საკუთარი წარმოება განავითარა და თანდათან მკვიდრდება ქართულ ბაზარზე.

გასულ წელს „ახალი ღვინის ფესტივალი“ უცხოურ მედიაში 20-მდე პუბლიკაციაში - ბლოგპოსტებში, სტატიებსა და რადიოგადაცემებში გაშუქდა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ნიადაგი და ვაზი

$
0
0

გადმოწერეთ

ტალახაძე, გ. ანჯაფარიძე, ი. ცომაია, ი., ნიადაგი და ვაზი. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1980. 


იასონ ხუციშვილი – მევენახეობა საინგილოში

$
0
0

გადმოწერეთ

იასონ ხუციშვილი, მევენახეობა საინგილოში, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1980.

ბონდო კალანდაძე – "საქართველო - ღვინის აკვანი"

$
0
0

საგამომცემლო სახლმა "კრეპოსტნოვმა" ბონდო კალანდაძის ახალი წიგნი გამოსცა. ცნობილი ქართველი მეღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტის ავტორობით არა ერთი მონოგრაფიაა გამოცემული: "მსოფლიოს მაგარი ალკოჰოლური სასმელები", "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე", "სამტრესტი და სამტრესტელები".

წიგნი " საქართველო - ღვინის აკვანი" ოთხი ნაწილისგან შედგება: "ფესვები", "XIX საუკუნე" , "XX საუკუნე" და "XXI საუკუნე". ქართული ღვინის ისტორია მოთხრობილია უძველესი დროიდან დღემდე. ავტორი გვაცნობს არა მარტო ქართველ სახელოვან მევენახეებს და მეღვინეებს, არამედ უცხოელ სპეციალისტებსაც, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობდნენ.  წიგნში ცალკე თავები ეთმობა სახელობით ღვინოებს. ავტორი პირველად აქვეყნებს რამდენიმე ისტორიას ცნობილი ქართველ თამადების შესახებ და გვიზიარებს თავის მოსაზრებებს თამადობის ინსტიტუტის შესახებ საქართველოში.

ღვინის თემატიკით დაინტერესებულ კოლექციონერებს დიდი სიამოვნება ელით, რადგან წიგნი მდიდარი საილუსტრაციო მასალით გამოირჩევა, ფოტოებით, ნახატებით, უამრავი თემატური საფოსტო ბარათით, ღვინის ეტიკეტით, ფლაერით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რამდენიმე ფოტო და გრაფიკული ციკლი, რომელიც პირველადაა თავმოყრილი ამ წიგნში.

წიგნი ორენოვანია, ქართული და რუსული. წიგნის პრეზენტაციას, რომელიც 25 აპრილს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში გაიმართა, ვეტერანი მეღვინეები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, ღვინის კომპანიებისა და მეღვინეობის დარგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

©საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

ჩვენი ღვინოების საბაზროდ ქცევის საკითხი

$
0
0

ილია ჭავჭავაძე, 1892წ.

ტფილისი, 11 ნოემბერი

ჩვენში მეტად გაძლიერდა ის აზრი, რომ ცალკე მეცადინეობით, თვითოეულად, ცალკე უღლის წევით კაცი ვერაფერს გახდება. საქმე თავს ვერ მოდის და დაწყებისავე უმალ უღონობა მარტოობისა, ცალკე გამრჯელობისა, პირველ შემთხვევაშივე აუწყებს ხოლმე საქმის დამწყებსა, რომ მის განზრახულს საგანს დიდი მანძილი ცხოვრებისა არა აქვს. 

დიდი საქმეა, რომ ამ მართალმა აზრმა ფეხი აიდგა ჩვენში, და თუმცა ჯერ-აქამომდე ამ ფეხად ადგომილს აზრს ბევრი არ უმოქმედნია, მაგრამ საცა-კი საქმეს ბურჯად მისცემია, საფუძვლად დასდებია, ყველგან გამარჯვებულა და იმედი გაუმართლებია. აიღეთ, მაგალითად, თუნდა ჩვენი ბანკები, საცა მარტო შეერთებულმა ღონემ გაატანინა ქართველობას მოედნიდამ მძიმე ბურთი საქმისა და დღეს უფულო ქართველობა ამოქმედებს ჩვენში მათის მეოხებით ცამეტს-თოთხმეტს მილიონს ფულსა. მეორე მაგალითია ჩვენი „ქართველთა წიგნების გამომცემი ამხანაგობა”. აქ გროშებით დაწყებულმა საქმემ იმდენი ღონე გამოიჩინა, იმდენი ბარაქიანი მალიათი, რომ დღეს ათას თუმნობით ატრიალებს ფულს თავის საქმეში. ამისთანავე ბედნიერი დღე მოელის „ამხანაგობას სახლების აშენებისას”. არ გავა ორი-სამი წელიწადი, რომ ამ ამხანაგობის მართლა-და ყველასათვის საყვარელი და სასარგებლო აზრი განხორციელდება და მისნი წევრნი საკუთარის თვალით დაინახავენ – რის შემძლებელია ძალ-ღონე ერთობისა. 

დიდი ხანია და კარგა დიდი ხანიც მას აქეთ, რაც ჩვენში გაიღვიძა ნაყოფიერმა სურვილმა, რომ ეგ შეერთებული შეძლება და ძალ-ღონე საფუძვლად დაედოს სხვათა შორის ღვინის საქმესაც ჩვენში, კისრად იდვას იგი საზოგადოებამ და საზოგადოებურის ძალით დადგეს ჯეროვანს ფეხად და გაიმართოს სამოქმედოდ. ამ აზრმა იარა, იარა და დღეს ისე მომწიფდა, რომ ლამის განხორციელდეს, მაგრამ როგორ და რა გზით? აი, ამის გამო ჩვენ გვწადიან ორიოდე ჩვენი აზრი ვაუწყოთ ამ ნაყოფიერის სურვილის მეთაურებს და მომხრეებს. 

ღვინის საქმეს ჩვენში ერთი დიდი საჭიროება აქვს, სახელდობრ ისა, რომ საბაზრო საქონლის თვისება მიეცეს, რომ საქართველოს გარეთაც მუშტარი აიჩინოს, ბაზარი გაიმართოს. ვიდრე ამ საჭიროებას არ მოევლება, კეთილი სურვილი ღვინის საქმის მეთაურებისა და მოხმარებისა ერთს ბიჯსაც წინ ვერ წარსდგამს. მაშასადამე ჯერ ყოვლთ უწინარეს უნდა ვიღონოთ, როგორ და რა გზით მოვაწყოთ, რომ ღვინოს თვისება მივცეთ საბაზრო საქონლისა. სხვა ყოველი, ჩვენის ფიქრით, ადვილია, ოღონდ ამ მხრით შესაძლებელი გახდეს საქმის მოწყობა. 

ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ჩვენებური ღვინო საბაზრო საქონელი არ არის. ის საბაზრო საქონელი არ არის, რომლისაც არ ვიცით, ბაზრამდე, მუშტრამდე იმ სახითვე მივა, რა სახითაც პატრონს გაუსტუმრებია ბინიდამ, თუ არა. ჩვენს ღვინოზედ სწორედ ამისთანა არვიცობა ითქმის. მინამ დარწმუნებული არ ვიქნებით, რომ ჩვენი ღვინო ჩვენის მარნიდამ ბაზრამდე თავის გემოთი, ფერით და სუნით მივა და თავს დაიჭერს, იმ დრომდე ნურავის ჰგონია, რომ ღვინის აღებ-მიცემობამ ჩვენში ჩვენი სასურველი გზა გაიკაფოს. დღესაქამომდე ჩვენებური ღვინო ასე თუ ისე შინვე საღდებოდა, აქავ ჩვენში ჰშოულობდა მუშტარსა და მსმელსა, და რაც მოდიოდა ერთს წელიწადს, აქავ ისმოდა ერთისავე წელის განმავლობაში. ამ მოკლე ხანში ჩვენებური ღვინო თავს იჭერდა, თუმცა ესეც ვაითა და ვაგლახითა. ამიტომაც ჩვენში არავინა ჰფიქრობდა ღვინისათვის გამძლეობა მიეცა, რომ შორი გზა და ხანგრძლიობა აეტანა. 

ეხლა ჩვენებური შინაური ბაზარი ვეღარ იტევს მთელს ჩვენის ქვეყნის ღვინის მოსავალს, და ეს ორის მიზეზის გამო მოხდა. ერთი მიზეზი ის არის, რომ მსმელი მოაკლდა, მეორე ისა, რომ ვენახების მოედანი გადიდდა და მოსავალმაც ამ ორ-სამ წელიწადში იმატა. მუშტარის დაკლება გამოიწვია იმან, რომ ამ ხუთმეტს-ოცს წელიწადში, მოუსავლობის გამო, ღვინო ჩვენს უმთავრესს ბაზარში, ესე იგი ტფილისში, გაძვირდა იმოდენად, რომ დაბალი ხალხი, რომელსაც ღვინის სმა პირველ საჭიროებად მიაჩნდა და რომელიც შეძლებისდაგვარად ჰხარჯავდა, გაუფრთხა ღვინოს და მიეტანა უფრო იეფს პივას და იმას შეეჩვია. უნდა ესეც ვიქონიოთ სახეში, რომ ორთა-შუა და დაბალი ღვინოები თითქმის სულ ამ ჯურა ხალხში საღდებოდა სირაჯებისაგან. იმას აღარ ვამბობთ, რომ ღვინის სიძვირემ ყველგან შეამოკლა ღვინის ხარჯვა და სმა. 

ამ სახით, ერთის მხრით მუშტრის დაკლებამ, და მეორეს მხრით ვენახების გამრავლებამ და ამ ორს-სამ წელიწადში მოსავლის მატებამ, ისა ჰქმნა, რომ დღეს ღვინო ბევრია და მყიდველი-კი ცოტა. აქედამ ცხადია საჭიროება იმის, რომ ჩვენმა ღვინომ ბაზარი იშოვოს რუსეთში და სხვა ქვეყნებში. ხოლო თუ ჩვენ ღვინოს გამძლეობა გემოსი, ფერისა და სუნისა არ მიეცა, თუ რაც სიკეთე ბუნებრივი აქვს, ის არ მიჰყვა ბაზრამდე, მსმელამდე, მხარჯავამდე, ბაზარი რუსეთისა და სხვა ქვეყნებისა ჩვენთვის უქმი ნატვრა იქმნება, რადგანაც უამისოდ ღვინის აღებ-მიცემობის წარმართვა იმოდენად, რომ ღვინის თავდაპირველმა პატრონმა რაიმე ხეირი ჰნახოს, შეუძლებელია. 

აკი ვამბობთ, ჯერ მთელი ჩვენი ზრუნვა, ჩვენი მეცადინეობა იმას უნდა მიემართოს, რომ ეს გამძლეობა მიეცეს ჩვენს ღვინოსა, და სხვა ყოველი ადვილია. ამბობენ, ყველაზედ უწინარეს ფული არის საჭიროო საქმის დაწყებისათვის. ჩვენ ეს აზრი შეცდომად მიგვაჩნია. ფული, როგორც ყოველივე ეკონომიური ძალ-ღონე, ისეთი თვისებისაა, რომ თითონ ეძებს საქმეს, თითონ მიეზიდება საქმისაკენ, რადგანაც უქმად დება ეწინააღმდეგება ეკონომიურს ბუნებას ყოველი ეკონომიურის საგნისას და მაშასადამე ფულისაც. 

ოღონდ ეს არის, რომ ფული ფრთხილია,  წინდახედული და მარტო კარგად და საიმედოდ აგებულს საქმეს ენდობა. კარგად და საიმედოდ ააგეთ ეს საქმე ღვინის გამძლეობისა, საბუთი მიეცით ქვეყანას, რომ თუ ფული გექნებათ, ღვინოს საბაზრო საქონლად გაჰხდით, რომ ყველასაგან ცნობილი სიკეთე აქაურის ღვინისა ღვინოს ხანგრძლივად რჩება, შორს გზას აიტანს, და მაშინ ფული თითონ დაგიწყებთ ძებნას, თითონ შემოგხვეწებათ, საქმეში წილი დამიდეთო. იმიტომ რომ მაშინ ბაზარიც დიდი ექნება ღვინოს და მოგებასაც აღებ-მიცემობისას წინ ბევრი არა დაუდგება-რა. საცა მოგებაა, ფული დაკეტილ ზანდუკიდამაც თავისთავად ამოძვრება და თქვენ დაგიწყებთ ხვეწნას. ესეთია ბუნება ფულისა, როგორც ყოველ საეკონომიო ნივთისა, – იქით მიიზიდება, საცა გამორჩენა და ხეირია. 

ამის მაგალითიც იგივე ბანკებია. ბანკების გამართვის დროსაც იძახოდნენ, მაგ ორიოდ გროშით, რაცა გაქვთ, ვის რას გაუძღვებითო, სულ ორის სამის დღის საგზალითო, და მერე ხომ გულ-ხელი უნდა დაიკრიბოთო, ვინ მოგცემთ საჭირო ფულსაო. ოღონდ საქმე კარგად აეგოსო, ამბობდნენ მეორენი, ოღონდ საიმედოდ დაეწყოს, და ფული თითონ მოგვნახავსო, და აი დღეს, ოცდაოთხი ათასის თუმნით დაწყებულმა საქმემ ცამეტი, თოთხმეტი მილიონი ფული მოიპოვა სამოქმედოდ. 

კიდევ ვიტყვით: ფულზედ ნუ ჰფიქრობთ, ოღონდ თითონ საქმეს საიმედო საფუძველი დაუდეთ და ფული თითონ მოგნახავთ. 

მასალა მოგვაწოდა გიორგი ბარისაშვილმა

13 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალის პირველი დღე, დეგუსტაცია - ქვევრის ღვინოები საქართველოს ფარგლებს გარეთ

$
0
0


2016 წელს საქართველოსღვინისკლუბი  უკვე მეშვიდედ უმასპინძლებს ახალი ღვინის ფესტივალს, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას.

უკვე მეორე წელია, რაც ღვინის კლუბი ახალი ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ფესტივალის პირველ დღეს დახურულ დეგუსტაციას მართავს. გასული, 2015 წლის დეგუსტაციის თემა „სხვა ჯიშები“იყო, სადაც წარმოდგენილი იყო იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებიდან დაყენებული ღვინოები.

წლევანდელი დეგუსტაციის თემა იქნება „ქვევრის ღვინოები საქართველოს ფარგლებს გარეთ“, რომელზეც ფრანგი, იტალიელი, გერმანელი, ავსტრიელი, სლოვენიელი და იაპონელი მეღვინეები წარმოადგენენ ქვევრში დაყენებულ ღვინოებს. დეგუსტაციის მონაწილეები გასინჯავენ ტიერი პუზელას, იოშკო გრავნერის, ლორენ ბანვართის, პაოლო ვოდოპივეცის, Vino di Ana–სა და ტომოფუმი ფუჯიმაროს ქვევრის ღვინოებს. დეგუსტაციას გაუძღვებიან ნატურალისტი მეღვინე იაგო ბიტარიშვილი და ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია.

დეგუსტაციის თემის შერჩევა ღვინის კლუბმა საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვევრის მზარდი პოპულარობის გამო გადაწყვიტა. უკანასკნელ წლებში, ამას განსაკუთრებით შეუწყო ხელი იუნესკოს მიერ, ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებამ. წლევანდელი დეგუსტაციის მიზანი ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის ხელშეწყობა და მისი მზარდი საერთაშორისო ცნობადობის ხაზგასმაა.

დეგუსტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან ფესტივალში მონაწილე კომპანიების, თბილისის მერიისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე უცხოელი ნატურალისტი მეღვინეები, ცნობილი სომელიეები და ღვინის მწერლები და ბლოგერები საზღვარგარეთიდან, მათ შორის ელის ფეირინგი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ახალი წიგნი გამოსცა ქართულ ტრადიციულ მევენახეობა–მეღვინეობაზე. დეგუსტაციას გააშუქებს ქართული და უცხოური მედია.

წელსაც, ახალი ღვინის ფესტივალის ფარგლებში გამართულ დეგუსტაციას ფუნიკულიორის რესტორანი უმასპინძლებს. ღონისძიება 19:00 საათზე, ფესტივალის გახსნით დაიწყება და დასრულდება საზეიმო მიღებით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

კახეთის იშვიათი ვაზის ჯიშები – Georgian Wine Infographics (59)

”ახალი ღვინის ფესტივალი” | ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება - შუადღე GDS

ახალი ღვინის ფესტივალი 2016-ში მონაწილე საოჯახო მარნები

$
0
0

ახალი ღვინის ფესტივალი 2016-ში მონაწილე საოჯახო მარნები დეგუსტაციის შედეგების მიხედვით შეირჩა.

ბოლო 7 წლის მანძილზე ახალი ღვინის ფესტივალმა საერთო ზეიმის და დღესასწაულის სახე მიიღო, სადაც პირველ ნაბიჯებს დგამენ დამწყები მევენახე–მეღვინეები და რომლის მეშვეობითაც უკვე ძალიან ბევრმა ახალმა მარანმა გაითქვა სახელი. ამას მოწმობს სადეგუსტაციოდ საოჯახო მარნებიდან შემოსული ღვინოების რეკორდული რაოდენობაც.

2016 წელს სულ შემოვიდა 362 ღვინის ნიმუში: კახეთის, ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის მხარეებიდან. წელს განსაკუთრებით იგრძნობოდა საოჯახო მარნების დიდი ინტერესი და აქტიურობა. ფესტივალში მონაწილეობის მსურველი ძალიან ბევრი იყო. ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილეობის პირობების თანახმად, საოჯახო მარნებმა სადეგუსტაციო ნიმუშები (2 ბოთლი ღვინო, მინაში ჩამოსხმული), თანდართული ანკეტით, წარმოადგინეს ღვინის კლუბში, (2016 წლის 18 მარტი - 18 აპრილი). ანკეტაში მითითებული იყო მეღვინის სახელი, გვარი, ვენახის ადგილმდებარეობა, ვაზის ჯიში, ღვინის დაყენების მეთოდის მოკლე აღწერა, რატომ სურს მეღვინეს ფესტივალში მონაწილეობა და ა.შ.

დეგუსტაცია  ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო დარბაზში რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ღვინოები დაჯგუფდა რეგიონების მიხედვით, თეთრი, ქარვისფერი, ვარდისფერი, წითლები. სადეგუსტაციო კომისია 5-5 კაციან ჯგუფებად შედგა.  2016 წლის ახალი ღვინის ფესტივალის სადეგუსტაციო კომისია 25 წევრისგან შედგებოდა: ქართველი და უცხოელი ღვინის ექსპერტები, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელები, მოყვარულები და მეღვინეები.

ღვინის კლუბი შარშანდელის მსგავსად აპირებდა 50–60 ოჯახური მარნის დაშვებას წლევანდელ ფესტივალზე. მაგრამ რადგან წელს ძალიან დიდი ინტერესი იყო საოჯახო მარნების მხრიდან და რადგანაც ახალი ღვინის ფესტივალი ღვინის შემქმნელებისა და ღვინის მოყვარულთა ნამდვილი ზეიმია და არა კონკურსი,  ღვინის კლუბმა გადაწყვიტა მაქსიმალურად მეტ ოჯახურ მეღვინეს მიეღო მონაწილეობა  და წარმოეჩინა თავისი ღვინო.

დეგუსტაციის კომისიის შედეგების გათვალისწინებით, ღვინის კლუბის გადაწყვეტილებით  მონაწილეთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა - 101-მდე.

დეგუსტაციის შედეგად 360 ღვინიდან, ფესტივალზე წარსდგება კახეთის, ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, აჭარის 101მეღვინის მიერ დაწურული 127 ღვინო: მართალია კახეთიდან რქაწითელი და საფერავი ჭარბობდა, მაგრამ სხვა ჯიშებიც ფართოდ იყო წარმოდგენილი – მწვანე კახური, ქისი, ხიხვი... საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაყენებული თავკვერი, ჩინური, ალექსანდროული, მუჯურეთული, ცოლიკოური, ციცქა, ოჯალეში, ოცხანური საფერე, უსახელოური, ჩხავერი, კრახუნა და სხვა 14 მაისს ახალი ღვინის ფესტივალზე გელოდებათ:

კახეთი            

1.სანდრო მილორავა

ახმეტა, სოფ. ზემო ხოდაშენი

ღვინო: ქისი

             საფერავი                  

2.იური ჩიხრაძე (შპს "შატო")       

კახეთი, მუკუზნის ზონა

ღვინო: საფერავი

             საფერავი (ხაშმი)

             მწვანე, რქაწითელი      

3.ამბროსი ბაკაშვილი         

სიღნაღი, სოფ. საქობო (ქიზიყი)

ღვინო: რქაწითელი   

4.გიორგი გაჩეჩილაძე

თელავი, სოფ. კონდოლი      

ღვინო: ქისი    

            საფერავი              

5.ელგუჯა გოდერძიშვილი (გოდერძიშვილის საგვარეულო ღვინის მარანი)

გურჯაანის რაიონი, სოფ. ბაკურციხე (წარაფები)  

ღვინო: საფერავი

            რქაწითელი                       

6.ერეკლე ჩიგოგიძე              

საგარეჯო, სოფ. კაკაბეთი

ღვინო: იტალიური მუსკატი

            კახური მწვანე  

                საფერავი          

7.ზურაბ კვირიაშვილი

კურდღელაური, თელავის რაიონი

ღვინო: რქაწითელი   

8.ნუგზარ ნათელაური  (გიორგი ნათელაურის მარანი)

ახმეტა

ღვინო: რქაწითელი

9.დავით აბესაძე

გურჯაანი, სოფ. ჭანდარი      

ღვინო: რქაწითელი   

            საფერავი              

10.ამბროსი აბესალაშვილი            

თელავი, სოფელი ართანა      

ღვინო: საფერავი         

11.ლევან ღვედაშვილი       

სიღნაღი,სოფ. ძველი ანაგა

ღვინო: საფერავი

             მწვანე                   

12.ნოდარ ჭიჭაშვილი

სოფელი არიანი           

ღვინო: საფერავი                                         

13.ზურაბ ნატროშვილი  ( "ბინა #37)        

არგოხი მაღრაანი

ღვინო: ქისი    

             რქაწითელი მწვანე                       

14.თენგიზ ცეცხლაძე

გურჯაანი, ნაყორულალი      

ღვინო: რქაწითელი                  

15.გიორგი მუჩაიძე

მანავი 

ღვინო: კახური მწვანე                             

            საფერავი- კაბერნე ფრანი                          

16.ქეთევან დუშუაშვილი

ხაშმი  

ღვინო: საფერავი         

17.იოსებ ოქრომჭედლიშვილი   

საგარეჯო, კაკაბეთი

ღვინო: საფერავი         

18.ზაურ შაქარაშვილი        

თელავი, სოფ. კონდოლი

ღვინო: ქისი    

19.ვახტანგ ბერუაშვილი

სოფელი მანავი, სოფელი არკოხი     

ღვინო: მწვანე კახური, ქისი 

20.ზვიად ზაუტაშვილი     

ყვარელი

ღვინო: რქაწითელი

              საფერავი            

21.ბიჭიკო ქოქიაშვილი     

გურჯაანი, სოფ. ბაკურციხე

ღვინო: საფერავი         

22.ლევან ბირთველიშვილი           

გურჯაანის რაიონი, სოფ. ჯარდანახი, მიკრო ზონა "წარაფები"

ღვინო: რქაწითელი                                  

23.ირაკლი გვარამია             

ხაშმი "ყარაბულახი"

ღვინო: საფერავი         

24.გიგა ლოლაძე

საგარეჯო, სოფ. დიდი ჩაილური     

ღვინო: მუსკატური რქაწითელი       

25.ლევან შაბურიშვილი

ნუკრიანი

ღვინო: რქაწითელი                   

26.თორნიკე ჯანაშვილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძველი ანაგა

ღვინო: რქაწითელი   

27.გიორგი მერკვილაძე     

ხაშმის ველებიდან

ღვინო: საფერავი         

28.გიორგი ბაზიერაშვილი

გურჯაანი, კარდენახი, წარაფი          

ღვინო: რქაწითელი მწვანე   

29.ბესიკ ქოჩიშვილი            

თელავი, კონდოლი

ღვინო: რქაწითელი                  

30.მიხეილ მაძღარაშვილი               

"ქუმბათი" ტიბაანის მიმდებარე ტერიტორია

ღვინო: მწვანე კახური             

31.მიხეილ დარბაისელი

საგარეჯო        

ღვინო: საფერავი         

             რქაწითელი                                      

32.ირაკლი როსტომაშვილი ("როსტომაანთ მარანი")              

თელავი, სოფ. კურდღელაური

ღვინო: რქაწითელი                   

33.ბექა ჯიმშელაძე

საგარეჯო, სოფ. კაკაბეთი     

ღვინო: რქაწითელი   

34.ოთარ ბერძენიშვილი

წინანდალი, ბულბულები    

ღვინო: რქაწითელი                   

35.დავით მიხელიძე

ყვარელი, სოფ. ბალღოჯიანი              

ღვინო: საფერავი         

36.მამუკა ჯაყელი

კაჭრეთი           

ღვინო: რქაწითელი   

37.ნოდარ (გოგი) ოტიაშვილი " გოგი ოტიაშვილის მარანი"             

ახმეტა, სოფ. ოჟიო ალავერდი

ღვინო: საფერავი         

             რქაწითელი მწვანე       

38. პიოტრ აპოსტოლიდის

ღვინო: რქაწითელი

39.შოთა ლაგაზიძე

ახმეტა, ობოლძიანი

ღვინო: რქაწითელი   

40.ვახტანგ მაჭარაშვილი

ახაშენი. (დამზადებულია თბილისში)

ღვინო: რქაწითელი                  

41.იოსებ ყარაულაშვილი

თელავი, შალაური

ღვინო: რქაწითელი                  

 

ქართლი

42.ლევან გოგნაძე

კასპი, ლამისყანა         

ღვინო: ჩინური

             თავკვერი            

43.მერაბ ნემსაძე

ბოლნისი, სოფ. სამტრელო

ღვინო: რქაწითელი   

                ალიგოტე

44.ავთანდილ გაბრიჭიძე

ბოლნისი , მაშავერის მარჯვენა სანაპირო    

ღვინო: რქაწითელი                  

45.გოგი დვალიშვილი       

გორი, ხიდისთავი

ღვინო: ჩინური, გორული მწვანე      

             ჩინური და გორული მწვანე (ხიდისთაური)                

46.გოგიტა მანაგაძე

ბოლნისი         

ღვინო: რქაწითელი                                                 

47.ვასო რამაზაშვილი

კასპი, ლამისყანა         

ღვინო: თავკვერი                                        

48.ელდარ გობეჯიშვილი

ბოლნისი (ორთაშენი-ხატისოფელი)             

ღვინო: რქაწითელი   

49.დავით ავქოფაშვილი

ბოლნისი         

ღვინო: ხიხვი 

50.ოთარ შახნაზაროვი       

გორი, სოფ. მეჯვრისხევი

ღვინო: მეჯვრისხევის საფერავი        

51.დავით ჩხეტიანი

ბოლნისი         

ღვინო: საფერავი                         

             რქაწითელი      

52.გიორგი ბარნოვი

ოკმის ვენახებიდან    

ღვინო: თავკვერი                        

53.ატენი-ნიკა ვაჩეიშვილის მარანი

სკრის ხეობა- კოშკები, დიდი ატენი              

ღვინო: ჩინური                            

              ჩინური გორული მწვანე          

              ჩინური, თავკვერის ჭაჭა                          

54.თორნიკე ბერძენაძე

ბოლნისი         

ღვინო: საფერავი                         

55.რობერტ ბერიაშვილი

მუხრანის ველი            

ღვინო: ჩინებული(ჩინური)                                                

56.თამაზ ალავიძე

ბოლნისი         

ღვინო: რქაწითელი   

57.ტარიელ ფოცხვერაშვილი        

ბოლნისი

ღვინო: რქაწითელი   

58.მურთაზ გიორბელიძე

ბოლნისი         

ღვინო: საფერავი                                        

59.დავით გაფრინდაშვილი

ბოლნისი, სოფ. ხატი

ღვინო: თავკვერი        

60.ვალერი სტეფანია            

ბოლნისი

ღვინო: რქაწითელი                                  

61.ლევან კიკოლიაშვილი

ღვინო: ასურეთული, ძელშავი                                          

62.ვახტანგ ჩაგელიშვილი               

ბოლნისი

ღვინო: თავკვერი                        

63.მანანა ჯაჯანიძე

ბოლნისი, სოფ. ტალავერი

ღვინო: რქაწითელი                                  

64.არჩილ უგრეხელიძე      

ბოლნისი

ღვინო: რქაწითელი                  

65.დავით შერაზადიშვილი

ბოლნისი         

ღვინო: რქაწითელი   

66.დავით შატაკიშვილი    

გორი, სოფ. ატენი

ღვინო: ჩინებული ატენური და გორული მწვანე    

67.კახაბერ ასპანიძე

ასპინძისის რაიონი, სოფ. ნიჯგორი

ღვინო: კაპნის წითელი, კლერტმაგარა, ჩიტისკვერცხა       

68.ბესიკ ბენიძე

ბოლნისი

ღვინო: ალექსანდროული     

69.ბექა ასლანიშვილი

სოფ. ჩარდახი

ღვინო: ჩინებული

იმერეთი

70.გიორგი შალამბერიძე

ზესტაფონი, სოფ. ცხრაწყარო

ღვინო: ციცქა-ცოლიკოური 

             ოცხანური საფერე         

             კრახუნა               

71.გიორგი გიორგაძე           

თერჯოლა, ზედა საზანო

ღვინო: ოცხანური საფერე     

                 ციცქა                

            ცოლიკაური      

72.ჯუმბერ იოსებაშვილი

ბაღდათი, სოფ. ფერსათი

ღვინო: კრახუნა           

73.ზვიად მამარდაშვილი

ცაგერის რაიონი, სოფ. ოყურეში       

ღვინო: უსახელოური              

74.კოტე ქავთარაძე

ზესტაფონი, სოფ. ფუთი

ღვინო: ცოლიკოური

             ოცხანური საფერე

75.ლაშა გურული

თერჯოლა, სოფ. ახალთერჯოლა     

ღვინო: ციცქა- ცოლიკაური 

76.გიორგი ქემერტელიძე

საჩხერე, სოფ. მერჯევი           

ღვინო: ძელშავი (მარადიული)                                         

77.ზურაბ ღვალაძე 

ბაღდათი, სოფ. მეორე ობჩა

ღვინო: ცოლიკოური, ციცქა

78.პავლე ფანჩულიძე           

თერჯოლის რაიონი სოფელი ძევრი

ღვინო: ოცხანური საფერე     

79.დავით კაპანაძე  

ზესტაფონი, სოფ. ქვედა საზანო; ტყლაპივაკე

ღვინო: ციცქა-ცოლიკოური

80.მალხაზ მშვილდაძე       

ბაღდათი

ღვინო: ცოლიკოური

ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა            

81.ზაზა ავალიანი

ბაღდათი, სოფ. დიმი

ღვინო: ჩხავერი                           

82.გიორგი მელიქიძე           

ღვინო: ციცქა-ცოლიკოური 

83.კახა მანჯავიძე (შ.პ.ს. ზეკარი)

ზესტაფონი    

ღვინო: ოცხანური საფერე                     

84.სევერიანე ღამბაშიძე    

ბაღდათი, სოფ. დიმი

ღვინო: ცოლიკოური

85.აკაკი კვირიკაშვილი     

ბაღდათის რაიონი, სოფელი როხი

ღვინო: ალადასტური              

86.ირაკლი დათუაშვილი 

ბაღდათი, სოფ. მეორე ობჩა

ღვინო: ცოლიკოური (ქვევრში)         

87.რატი არშილავა  

ბაღდათის რაიონი, სოფელი ობჩა

ღვინო: ალექსანდრეული, ოცხანური                            

88.ოთარ რამაზაშვილი

სოფ: ხიდისთავი         

ღვინო: თავკვერი        

89.გოჩა ღიბრაძე

ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი დიმი

ღვინო: კრახუნა-ცოლიკოური           

90.ბაია აბულაძე

ბაღდათი, სოფ. მეორე ობჩა

ღვინო: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა

                              

რაჭა-ლეჩხუმი

91.მამუკა კაკუშაძე

ტყიბული, სოფ. გურნა

ღვინო: ცოლიკაური 

92.ბაკურ სარდანაშვილი

ჩორჯო, სადმელი      

ღვინო: ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი        

93.გიორგი მელიქაძე           

ლეჩხუმი

ღვინო: უსახელოური                                                             

94.ლევან ხმელიძე  

ცაგერი, სოფ. ქორენიში

ღვინო: ცოლიკაური                 

95.სოფიო სამთელაძე-ლომთაძე

სოფ, ხვანჭკარა             

ღვინო: ალექსანდროული მუჯურეთული                                                

96.მურად ვაწაძე

ჩორჯო

ღვინო: ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი

97.ამირან მეგრელი

ცაგერისრაიონი, სოფ.ორბელი

ღვინო: ოჯალეში                       

გურია

98.თეიმურაზ შარაშიძე     

ჩოხატაური, სოფ. ბუკისციხე             

ღვინო: ჩხავერი ვარდისფერი             

              ჩხავერი                              

99.გია ჯამბერიძე

ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული

ღვინო: ციცქა ცოლიკოური

აჭარა

100.ვაჟა დავითაძე  

შუახევი, სოფ. ნენია

ღვინო: ცოლიკაური ციცქა   

              ჩხავერი              

101.ლუკა ბიბინეიშვილი 

ხელვაჩაური, სოფ. ერგე

ღვინო: ჩხავერი            

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო                  


"ცი მანანაჲ სუ ვაზი აიღებს და თამამი გაიზდება..."

$
0
0

ვენაჴი ჩვენში ძალან [ასეა] მიღებულია. ჩვენმა კაცმა რო თავი ვენაჴი ღვინო არ დალიოჲ, ეგრე ჲგონია, რომა იმ ქვეყანაჲ ჯოჯოხეთში მოვხვდებიო. მართლაც, ძალან კარგია ვენაჴი. მართალია, ბევრ მუშაობაჲ მაითხოვს, მაგრამ ი დალოცვილი ბოლოჲ რო თავისაჲ გაამართლებს ხოლმე, იმაჲ რა ჲჯობია.

კარგია მოსავალი, თუ ზევიდან არა დეემართა რა. შაშინებული ვართ, შვილო. ჩვენმა ბოლშეიკებმა ყველაფერი გააკეთეჲ, მიუხწეველ მიახწიეჲ და ემ სეტყვაჲ კი ჯერჯერობით არ ეშველა. აი გიდი, რო სეტყვა არა გვღუპამდეჲ ხანდახან!

ვენაჴი მოყვანა, შვილო, არც იგრე ადვილი საქმეა. მოგეხსენება, რო სავენაჴეჲ ჯერ დაბრუნება უნდა ორ ბარი პირზე. დაბრუნები მემრე ჯერ ლერწზე უნდა იზრუნო, მემრე კიდე კვირტი უნა აჲჭრა. გაზაფხულზე, თესვი დრო რო მოა, მაშინ უნდა დაიმყნოჲ. თუ გინდა, რო გოდრები აამსო ხოლმე, ნამყენი ვაზი უნდა ჩაჲყარო. იგეთ მტევნებ მიილაგებს, რო გულ გაახარებს. რქი ჩაყრა კი ტყუილ-უბრალოა.

კარგა აკეთებს კოლექტივი. ცივათ დამყნობილ არც როდის არ ჩაჲყრის და ეგრეც უნდა. როცა ცივათ დამყნობილი ჯერ შკოლკათ არის გაკეთებული და მემრე სავენაჴე ადგილში ჩაიყრება, მაშინ გაცდენაც ნაკლებია. ახალ ჩაყრილ ნამყენ ძალან დიდი მოვლა უნა. იმაჲ არ უნდა მააკლო წამალი, თოჴი, ერთი ორჯერ ან სამჯერ ძირკვი უნდა შეჭრაჲ, ის ძირკვი, რომელიც კვირტიდან არი ჩატანილი. სამყნობი დანა შენ დანახული გექნება: წვერდაბოკოებულია და ძალან მჭრე. ნაკელი თუ გეეშალა, ხო სუ უკეთესია, აი როგორც ჩვენი კოლექტივი აკეთებს ხოლმე.

მეორე წელიწად ადრე გაზაფხულზე საჭიროა აზდილი ტოტების დატოკვა. ყველა ვაზი უნდა დაიტოკოჲ ორ კვირტზე და მეტზე არა. შაიძლება და ჲჯობია კიდეც, რო ბოძები, ტოლბები, და ამოსაყენებლები ჩაიყაროჲ, რო მართული გეებაჲ. მარტო მართულიც არა ჲშველის საქმეჲ, წვრილი ჭიგოც საჭიროა, რო შეედგაჲ. ეს იმიტომ, რო ახლად ამოხეთქილი ყლორტი ჭიგოზე აკვრით მართულებზაც ავიდეჲ. თუ ყოტი ძალან გაიზარდა, წვერი უნდა წეემტვრაჲ, რო უფრო დასქელდეჲ რქა. ამ წელიწადსაც კაი მაგარი ბეჯითობა უნდა ახალშენ ვენაჴსა. ძალან კარგი არი და აგრანომებიც ამაჲ ამობენ, რო შიგ ახალნაშენში არაფერი დაითესოჲ. ცი მანანაჲ სუ ვაზი აიღებს და თამამი გაიზდება.

მესამე წელიწად ეს გაზდილი რქა უნდა დეეჭრაჲ ექვს-შვიდ კვირტზე. პატა-პატა ყურძენსაც გამაიტანს და ამ წელიწადში ვენაჴ დეემგვანება მთლათ.

მეოთხე წელიწად კი ქვევრები გაამზადე. ამდენი წლები შრომაჲ აგინაზღაურებს.

სრულ ვენაჴ ძალან დიდი მოვლა უნდა. დავიწყოთ გაზაფხულიდან. შამადგომაზე საჭიროა დაკრეფილი ვენაჴი მოჴვნა, ხოლო გაზაფხულზე ჲჯობია, რო გადაიჴნაჲ. ხეჲ რო წყალი ჩაუდგება, მანამ ვენაჴი უნდა გაისხლაჲ სასხლავი მაკრატლით. გასხვლი დროჲ უნა მეეჭრაჲ ყველა ტოტი და უნა შაჲრჩეჲ ერთი რქა და ერთი ნეკი. შაიძლება, რო ნეკი სუ არა ჲქონდეჲ. კოლექტივში ეხლა იგეთი ვაზი მაჲყავთ, რო სამ-ოთხ რქაჲ აძლევენ ხოლმე, მაგრამ ჯერჯერობით ძველებური წესი ჲჯაბნის: ერთ რქაჲ ვაძლევთ ხოლმე, როცა კვირტი ჯერ ბუზებივით არ დაჲსხდომია, ვაზი უნა შაიყელოჲ. შასაყელათ ან მხრალია საჭირო ლაფნისა, ან კიდე სიმინდი ფოჩოჩი. იყელება სუ დაბლითა მართულზე.

როცა ყოტი საკმარისათ ამოა და გამაგრდება, მაისი თვეში საჭირო არი პირველი წამლობი ჩატარება. ეს იგეთი დრო არი, როცა ერთმანეთზეა მოწოლილი თოხა, წამლა, ამაჲ მაჲდევს მემრე ფურჩქვნა. ჯერ ყოტებზე ძირი ორი ფოთოლი უნდა გამაჲცალდეჲ, ერთი მოწამლი მემრე კი ქირქა ამოუა და ქირქი გამოცლაა საჭირო. გაფურჩქნა ორჯერ მაინც უნდა. მესამეთ კი წვერი უნა წეემტვრაჲ. წამალი ხუთჯერ-ექვსჯერ უნა დეესხაჲ.

შენ გაინტერესებს, რათა ჲწამლიან ვენაჴებ, წინათ რო ხალხი არა ჲწამლიდა, იგრე არი, როგორც აი ჩვენი აგრანომი ამოფს, რო ავანტყოფობასა ჲშველოსო. თუ არ მაჲწამლე, მოსავალსაც ნუ დეელოდები.

თიბათვი ბოლოჲ, შაიძლება ითქვაჲ, რო საქმეები ვენაჴებში მთავრდება.

პირველი წამალი უნა დეესხაჲ, ყოტი რო პატა წამაიზდება, მემრე მეორე წამალიც უნა მეესწროჲ, სანამ ყვავილში შავა, შაიძლება ყვავილობაშიც შაიწამლოჲ. ხოლოთ ხრიალში რო შავა ვაზი, მაშინ ადამიანი ფეჴი არ უნდა გეეკაროჲ ვაზებთან, თორო კუმში მტევნი მაგივრათ თხელ მტევან გამაიტანს. ხრიალი მემრე ყურძენი იწყებს გამოხვარბლებაჲ. თუ გვალვებია, კარგია, თუ ამ დროჲ ვენაჴი მაირწყვება. მემრე და მემრე ყურძენი დაისვრიმდება და მარიანობითვეში უკვე თვალი შავა. თვალშასვლამდინ ვენაჴი ოთხჯერ მაინც უნდა გაითოჴოჲ. ერთი გათოხა ერთ მორწყვაჲ უდრის.

ვენაჴში თვალი რო შავა, დაიწყებენ ხოლმე ძველი გოდრები ახლით შეცვლაჲ. მაიტანენ შვინდი წნელ და დაიწყებენ გოდრები დაწვნაჲ. საშუალო გოდრათ ითვლება, თუ იმაში თორმეტ-ცამეტი ფუთი ყურძენი ჩავა. დაჲწნავენ აგრეთვე საკრეფელა გოგროხებ და პატრა კალათებ.

დაწვნითვინ ჯერ მანები უნდა ჩეერჭვაჲ ყალიბი გარშემო. მემრე ყალიბი მაღლა აიწევა და დაიწყება წვნა. როცა სამყოფისი სიმაღლე დაიწვნება, მემრე უნდა გადაიქნაჲ წნელები თაღივით ძირი გამოსაწნავათ.

ათასი საქმე ჩნდება, როცა რთველი ახლოვდება. იქ გოდრებია დასაწნავი, იქ გუდებია გასაჟენთი, ეს კრაზანა მაიტა და შაკარი, ქვევრი რეცხვა, ყველაფერი ერთმანეთ მიჲდევს.

ჩვენში, ხო იცი, მოსავალი გოდრებით იზომება, ზოგ-ზოგ ჩვენთან ოზდაათი გოდორი უდგება ხოლმე, ზოგ კიდე ხუთ-ექვსს[5-6] ძლივ მიახწევს ხოლმე.

რთველში თხაჲ დაჲკლამენ ხოლმე. არ ვიცი, რათ არი წესათ მიღებული ეს, დავკრეფამთ ყურძენ და კრეფი დროჲ ჟრიამული შენც ნახული გექნება, როცა დიდ-პატარა სუ მხიარულობს.

პატარა თვალ მოსავალი და ყურძენი იტაცებს და ის ახარებს, დიდი თვალ კიდე ის ახარებს, რომა მთელი გაზაფხულ-ზაფხული შრომი ნაფასურსა ჲხედამს. თავი ჯაფაჲ რო ამ მონაგრებაში ჲხედამს, გულში უხარიან და ყველაფერ ივიწყებს.

ყურძნი კრეფაჲ რო მორჩებიან, წესათ არი, რო ერთი ან ორი ვაზი უნდა გაისხლაჲ. სწორეთ ვერ გეტყვი, ეგ ჩვეულება რატოა ჩვენში. მე მგონია, იგრე უნა იყოჲ, რო გაზაფხულზე პირცელ რიგში სხვლით იწყება ვენაჴი სამუშაო, ამიტომ ჩვენი გლეხი ამით ცდილობს ახალი მოსავალიც ეგეთი კარგი იყოჲ. სხვანაირად მე არ ვიცი მაგი ასხნა.

ეხლა ჯერი ჯანიან ბიჭებზე მიდგება. გოდრები აწევა იმათი საქმეა. ურემზე ხო დადება უნდა და შინ კიდე ჩამოღება. მემრე დაწურვაც უნდა. ეხლა მაშინით ვწურამთ, ცოტა წინათ კი ნავებში ან საწნეხლებში ვწურამდით. ჩაუფენამდით ჩადს, ჩავყრიდით ექვს-რვა გოდორ და შარვლი ტოტებაკეცილი ბიჭები გადი-გამოდიოდნენ ხოლმე. ეხლა ერთი დაატრიალებს და დანარჩენები დააყრიან ყურძენ. სადუღზე რო მოა ქვევრი, მაშინ იმაში აღარ დაჲწურამენ, საჭირო არი სხვა ქვევრი. თუ პირამდინ აავსე, სუ დეგეღვრება დუღილი დროჲ. ძალან იცის დუღილი, რადგან ჭაჭა და წვენი ერთად არი ჩვენში. გამიგია, რო იმერლებში კიდე წვენ უდედოთ ადუღებენ და ღვინო ტკბილი გამოდის. მაგრამ არა მჯერა, უდედო ღვინო რა უნა იყოჲ. ჩვენ ღვინოჲ ვერა ღვინო ვერ აჯობებს.

დუღილი დროჲ ქვევრ ხშირათ უნა დეერიოჲ ხოლმე, რო არ გადმოიდეჲ. ცხრა ან თორმეტი დღი მემრე დუღილი ნელდება და ბოლოჲ, როცა მთლად შაჲწყდება, ჭაჭაჲ ჩაინაძირებს, ღვინო კი მაღლა დარჩება. დაწურვი დრო, ხო იცი, საბადაქეთ რო ტკბილ აიღებენ ხოლმე, იმაჲ მემრე მაადუღებენ და გამოა ნადუღი ბადაქი, რისგანაც მემრე თათარაჲ გააკეთებენ და ნიგვზი ან ჩამიჩი ჩურჩხელაჲ ამაავლებენ, ჩურჩხლი ასხმა ხო ქალები საქმეა.

ღვინი გადაღება რო დაიწყება და ქვაბებიც ამუშავდება, ღვინო ცალკე ქვევრში ჩეესხმება, თუ ბევრია, და, თუ ცოტაა, ქოცოებში ჩაასხავენ. ჭაჭაჲ კიდე წაიღებენ ქვაბზე და არაყ გამაჲჴდიან. კაი არყი გამოჴდა ქვაბზეც არი დამოკიდებული და გამამჴდელზეც. ამელილი არ უნა იყოჲ არაყი და ღილებ უნა იჭერდეჲ. გამოჴდილი არაყი მაიტა და ჩაასხი ჭურჭელში და შაინახე, რამდენიც გინდა, არ გაფუჭდება. ღვინო კი ფაქიზი შასანახია. ღვინოჲ უთქვამ: მამიარე და მეც მოგივლიო. ჯერ ხო პირველი ლექე უნა გემეეცალოჲ, მემრე მეორეთაც. ლექეჲ არ დაილევს დიდხან, სუ წმინდა ღვინოსაც კი თავი ნახვინაკი აქ. გაზაფხულამდი შანახული ღვინო უნა გადაიღოჲ, ვაზ რო კვირტი გამოუა და ჭყიმი რო ამოა. მეორეთ უეჭველათ უნა გადაიღოჲ, ყურძენი რო ყვავილში შავა, თუ არ გადაიღე, მთლად გადაბრუნდება ღვინო, ეგრე რო სუ ეგემდღვრევა და ვეღარ დააწმინდეებ. მე მინახამ გადაბრუნებული ღვინო, მთელი დურდო და ლექე შიგა აქ არეული და მდღვრიოა. ეგეთ ღვინოზე არავის თვალი არ მიუა.

საფერავი ღვინოჲ უფრო ფაქიზი შანახვა უნდა. ის უფრო მალალია და კარგი მოვლა უნდა. გადაღება მალ-მალა ჲჭირდება.

არი ღვინო გადასაღები მაშინებიც, ვედრებით გადასხმაჲ ეს მაშინა ჲჯობია.

ქვევრში რო ღვინოჲ გადაიღებენ, პირზე სარქველი ქვეშ ან ლაფი უნა დაუგლისო ან კომში ფოთოლი უნა დაუფინო ან კიდე ხავსი, ხოლო დუღილი დროჲ კაკლი ფოთლები უნა დეეფინოჲ.

წინაჲწარ ქვევრ კიდე გოგირდი უნა ჩეებოლოჲ. ღვინო ცივათ უნა ინახებოდეჲ, რო სიცხემ არ დაუკრაჲ. როცა გლეხ დიდხან უნდა, რო შაინახოჲ ღვინო და ერთბაშათ გაყიდოჲ, მაშინ ჩვენში იტყვიან ხოლმე, რო ქვევრზე ქინძი დათესაო, ესე იგი ჯერ ქვევრ არა ჲხარჯამსო.

ღვინი საზიდათ იხმარება ბიჭკები, ტიკები კი შორ საზიდათ. ახლო გადასატანათ, გადაღები დროჲ, ვედრებსა ჴმარობენ.

კარგი ვენაჴი მუშა ზოგჯერ კარგი ღვინი მსმელიც იყო, მაგრამ მუქთახორა ხალხიც ძალან ბევრსა ჲსვამდა, იმიტომ რო ვენაჴები სუ იმათ ეჭირათ წინათ.

ენა / დიალექტი: ქიზიყური (ქართული / კახური)

ჩაწერისადგილი: ანაგა (საქართველო / კახეთი / სიღნაღი)

გამოცემა:ივანეგიგინეიშვილი, ვარლამთოფურია, ივანექავთარაძე

ქართულიდიალექტოლოგია

ჩაწერისწელი: 1953

მთქმელები:ნიკამჭედლიშვილი

ტექსტისჩამწერი:ივანემჭედლიშვილი

კორპუსულიგამოცემისავტორ(ები):ლიაბაკურაძე

corpora.co

აღმოსავლეთ საქართველოს თეთრი ღვინოები – Georgian Wine Infographics (60)

ახალი ღვინის ფესტივალი 2016 - საოჯახო მარნების შერჩევა

14 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალი 2016 - პროგრამა

$
0
0

ჩატარების ადგილი:  მთაწმინდის პარკი

დრო: 11:00 – 18:00 საათი

კარი ყველასთვის ღიაა

11:00 - ფესტივალის დაწყება

11:30 - მუსიკა: ნალი ბენდი

12:00 - ფესტივალის საზეიმო გახსნა

12:30 - ქვევრის გახსნა

12:30 - მუსიკა: ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“

13:00 - ღვინით სავსე კასრის გათამაშება

13:00 - ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“

13:30 - ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ოჯახური მარნების დაჯილდოვება სიგელებით.

13:30 - მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი

14:00 - ღვინით სავსე კასრის გათამაშება

14:00 - მუსიკა: „ნალი ბენდი“

14:30  - ღვინის კლუბის ჯილდო „ელიბო“-ს საზეიმო გადაცემა ღვინის კომპანიებისთვის.

14:30 - მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ ბედნი

15:00 - ღვინით სავსე კასრის გათამაშება

15:30 - ბენდი "Tango Vagabundo' (მოხეტიალე ტანგო)

15:30 - მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი

16:00 - მუსიკა: ნალი ბენდი

16:30 - ბენდი "Tango Vagabundo' (მოხეტიალე ტანგო)

17:30 - მუსიკა: „ნალი ბენდი“

17:30 - მუსიკა: დიდგორი

18:00 - ფესტივალის დახურვა

ახალი ღვინის ფესტივალი 2016ტრადიციულად დაიწყება ქვევრისსაზეიმო გახსნით.

78 ღვინის კომპანია, 102 მცირე / ოჯახური, საშუალოდადიდიმარანისაქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2015 წლის მოსავლის ღვინოებს. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნებათ დააგემოვნონ საუკეთესო ღვინოები.

ფესტივალისმუსიკა:რეზოკიკნაძისჯაზბენდი, „ბენდინალიდა ფოლკლორული ანსამბლი "დიდგორი"; ბენდი "Tango Vagabundo' (მოხეტიალე ტანგო).

ფესტივალში მონაწილე ღვინის კომპანიებს საზეიმოდ გადაეცემათ ღვინის კლუბის სიმბოლო "ელიბო".

ფესტივალზე გათამაშდება საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრეკასრები.

ფესტივალზე სადეგუსტაციო ჭიქის შეძენისას გადმოგეცემათ გათამაშების ბილეთი, რომელსაც მოათავსებთ ქვევრში. ქვევრიდან შემთხვევითობის პრინციპით ამოღებული ბილეთის მფლობელი დაჯილდოვდება კასრით.

ღვინის კომპანიებთან ერთად ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან სხვა კომპანიები და მეწარმეები:

ღვინის ატრიბუტები, მასალები, საწარმოო ინვენტარი და დანადგარები, აქსესუარები, ღვინის ეტიკეტები და სხვა -  წარმოადგენენ კომპანიები:

შვიდი ვაინ

პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები

კოლორპაკი

"სათემო კავშირი ნუკრიანი" -  წარმოგვიდგენს ნუკრიანის სახელოსნოების მიერ  ღვინის თემაზე შესრულებულ სუვენირებს;

თანამედროვე და ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, ნათია ცერცვაძე;

ხის ხელნაკეთი ღვინის ყუთები,დიმიტრი ჯუჯუშვილი;

ქართულ/კახურ ჩურჩხელებსა და ჩურჩხელების სასაჩუქრე შეფუთვებს კომპანია "ბადაგი" წარმოადგენს;

ქართული ხორბლის პური;

სასწავლო შემოქმედებითი სახელოსნო ტრადიციული მოდის სახლი;

DHL - ჯორჯიენ ექსპრესი, სპეციალური შეთავაზებით დახვდება მოსულ სტუმრებს.

ღვინის კომპანია "სავინო" -  ღვინის ჩამოსასხმელი ქართული წარმოების დანადგარით გაასინჯებს ღვინოს სტუმრებს. 

ახალიღვინისფესტივალი 2016-ისმხარდამჭერებიარიანღვინისეროვნულისააგენტოდა. თბილისისმერია. საინფორმაციომხარდაჭერასუზრუნველყოფსრადიოუცნობი, რადიოJAKO FM, რადიო თბილისი, "მარანი" (vinoge.com), ღვინისსაინფორმაციოცენტრი. ღონისძიებისპარტნიორიამთაწმინდისპარკი, საქართველოსპარლამენტისეროვნულიბიბლიოთეკა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

გამოფენა „მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა“

$
0
0

ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ იმ ევროპელ მკვლევართა შორის, რომლებიც საქართველოში XIX საუკუნის მანძილზე მოგზაურობდნენ, ყველაზე მეტად სწორედ ფრანგები დაინტერესდნენ  ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შესწავლით. ამას მოწმობს საფრანგეთის მუზეუმებსა და არქივებში დაცული მასალები: ფოტოები, ეთნოგრაფიული ჩანაწერები და ექსპედიციების ანგარიშები. ამ მასალების მიხედვით 1850-იან წლებში საქართველოდან საფრანგეთში ადგილობრივი ვაზის ნიმუშებიც კი გაიგზავნა მათი შესწავლის, და ვინ იცის, იქნებ მათი მომავალი გაშენების მიზნითაც.

რას მოგვითხრობენ საფრანგეთში დაცული არქივები და ფოტოები ქართული ღვინის კულტურის შესახებ და რა იზიდავდა ფრანგებს ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებში - ეს იყო ძირითადი ხაზი იმ ფოტოგამოფენისა, რომელიც  მიმდინარე წლის 28 აპრილს, პარიზში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაიმართა Images de la viniculture géorgienne au XIXe siècle (მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა). გამოფენა ჩატარდა ქართული ღვინოების დეგუსტაციის პარალელურად, რომელიც უკვე მესამე წელია პარიზში ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ეწყობა.

წარმოდგენილი იყო ორი ფრანგი მკვლევრის, ჟოზეფ ბერტელო ბარონ დე ბაის (1853-1931) და ჰუგო კრაფტის (1853-1935) მიერ საქართველოში 1896-1903 წლებში გადაღებული ფოტოები, რომლებსაც თან ერთვოდა ავტორების ეთნოგრაფიული ჩანაწერები. ფოტოებზე ასახულია ვაზისა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტები. აქ არის რთველი, ღვინის დაწურვა, ღვინის მნიშვნელობა სადღესასაწაულო სუფრაზე, ასევე ბაზრის სცენები, სადაც ჩანს გასაყიდად გამოტანილი ღვინით გაბერილი ტიკები, თიხის სხვადასხვა საღვინე ჭურჭელი, ქვევრები და ა.შ. ფოტოებს შორის ალბათ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დავით სარაჯიშვილის ფოტო–პორტრეტი, რომელიც მისსავე დიღმის ვენახშია გადაღებული 1897-1903 წლებს შორის.

ქართველ დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა თბილისში ივნისის თვეში შეეძლება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო.

Viewing all 2646 articles
Browse latest View live