Quantcast
Channel: "მარანი" - ქართული ღვინო
Viewing all 2649 articles
Browse latest View live

Mundus Vini 2016-ის გამარჯვებულები გამოვლინდა

$
0
0

Mundus Vini-ს მე-18 გამოშვების გამარჯვებულები გამოვლინდა. მათ შორისაა 11 ქართული ღვინო, რომელთაგან 4-მა ოქროს, ხოლო 7-მა - ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

Mundus Vini გერმანიაში ღვინის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი კონკურსია, რომლის მთავარი ფოკუსია ღვინის ხარისხი და გაყიდვები. კონკურსი 2001 წლიდან ტარდება წელიწადში ორჯერ, გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონზე. მასში მონაწილეობას იღებს ათასობით ღვინო მსოფლიოს მეღვინეობის ყველა ძირითადი რეგიონიდან. კონკურსში სამი სახეობის ჯილდო გაიცემა - დიდი ოქროს, ოქროსა და ვერცხლის. 

მაღალკვალიფიციური ჟიური დაკომპლექტებულია ენოლოგებით, ღვინის მწარმოებლებით, ღვინით მოვაჭრეებით, სომეელიეებითა და ღვინის ჟურნალისტებით, რომლებიც საკონკურსო პროდუქციას ბრმა დეგუსტაციაზე აფასებენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე - პროდუქტის კატეგორია, წარმოშობა, ხარისხის დონე და გემო. ღვინოები ფასდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული 100 ქულიანი სქემის მიხედვით, რომელიც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV)  მიერაა აღიარებული. 

Mundus Vini 2016-ზე წარმოდგენილი იყო 5000-ზე მეტი ღვინო მსოფლიოს მეღვინეობის 149 რეგიონიდან. ჟიური ღვინის 160 ექსპერტს აერთიანებდა. სულ 2063 ჯილდო გაიცა, აქედან 39 - დიდი ოქროს, 960 - ოქროს და 1064 - ვერცხლის მედალი. 

ჯილდოების დიდი ნაწილი ევროპის რეგიონებზე გადანაწილდა. ქვეყნებს შორის ლიდერობს იტალია. აქაურმა ღვინოებმა, საერთო ჯამში, 500 მედალი მოიპოვა. ჯილდოების რაოდენობით მეორე ადგილზე მოხვდა ესპანეთი, რომელმაც 470 მედალი წაიღო შინ, პორტუგალიამ - 265 ჯილდო დაიმსახურა. 

ქართულ ღვინოებს შორის, როგორც წესი, მთავარი აქცენტი საფერავებზე გაკეთდა. გამარჯვებული 11 ღვინიდან 10 - სხვადასხვა ადგილწარმოშობისა და ტიპის საფერავია. 

ოქროს მედლები მოიპოვეს შემდეგმა ღვინოებმა: მუკუზანი 2014 და საფერავი 2014 („ბადაგონი“), მეტეხი მუკუზანი 2013 (კორპორაცია „ქართული ღვინო“), საფერავი ბიო 2008 (კომპანია „შუმი“). 

ვერცხლის მედლის მფლობელი გარდა კორპორაცია „ქინძმარაულის“ ორი ღვინო - ყვარელი 2013 (საფერავი), 16/16 (შემაგრებული საფერავი) 2012, GWS „თამადას“ საფერავი 2013 და ნაფარეული 2013, კომპანია „შუმის“ მუკუზანი 2014, Ilerco 2014 (საფერავი) და „შატო მუხრანის“ რქაწითელი - 2014. 

შეგახსენებთ, რომ Mundus Vini-ს ფარგლებში დაჯილდოებულ ღვინოებს ყოველწლიურად განსაკუთრებული პატივი ერგება - ისინი Prowein Dusseldorf-ზე მასშტაბურ პრემიუმ ზონაშია წარმოდგენილი. ეს ზონა, შეიძლება ითქვას, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების მთავარი „სამიზნეა“. წელს Prowein Dusseldorf 13-15 მარტს ჩატარდება. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


Дмитрий Табидзе – Районы виноградарства Кахетии

$
0
0

გადმოწერეთ

Дмитрий Табидзе, Районы виноградарства Кахетии, Материалы по сортовому районированию и специализации виноградарственных районов Кахетии. Тбилиси, 1940.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი გაიხსნა

$
0
0

ფოტო: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის ახლადგახსნილი ფაკულტეტის ღია კარის დღე გაიმართა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აუდიტორიას წარუდგინა მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა, გააცნო ფაკულტეტზე სწავლის პირობები, წარუდგინა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მარანი „კოლხი“, რომელიც 62 ქვევრს აერთიანებს, ფაკულტეტს აქვს ენოთეკა, საკოლექციო ვენახი, სადაც ვაზის 107 ენდემურ ჯიშია შეკრებილი. 

მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი მევენახეობა-მეღვინეობისა და აგროტექნოლოგიის ფაკულტეტს სულ ახლახანს გამოეყო. ამ ეტაპზე უნივერსიტეტი სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს, რომელიც უნივერსიტეტში 2015 წლიდან მოქმედებს. 

როგორც უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილე, ქეთი ჯურხაძე ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნავს, უახლოეს მომავალში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს საბაკალავრო და პროფესიული განათლების პროგრამებისაც შესთავაზებს. ქეთი ჯურხაძის თქმით, ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტში იქმნება კვლევითი ლაბორატორიები და სადეგუსტაციო დარბაზი. ასევე, ღვინის ბიბლიოთეკა, რომელიც არამხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, არამედ - ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

მევენახეობა-მეღვინეობის მოქმედი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მევენახეობა-მეღვინეობის ქართული გამოცდილების შესახებ სტუდენტებისთვის სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემა. პროგრამა სტუდენტს შეასწავლის  როგორც საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ტექნოლოგიურ და სამეურნეო საკითხებს, რეგიონულ აგროკლიმატურ თავისებურებებს, ასევე მსოფლიოს დარგობრივი გამოცდილების ისტორიას, ყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების ფიზიკო-ქიმიურ შემადგენლობასა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ანალიზის დარგობრივ მეთოდებს.
სამაგისტრო პროგრამის მიხედვით, მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ ვენახში მიმდინარე ყველა აგროტექნოლოგიური პროცესის მართვას, ნედლეულის, მასალისა და მზა პროდუქციის  ხარისხის ანალიზსა და ღვინის სენსორულ შეფასებას, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების წარმოების პროცესის დაგეგმვას, განხორციელებას, რისკების შეფასებასა და სხვ. საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს, აგრეთვე, უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ კვლევით ცენტრში ქვევრსა და ქვევრის ღვინოზე სხვადასხვა სახის კვლევების განხორციელებას.

პროგრამა მოიცავს შემდეგ კურსებს - მევენახეობის აგროტექნოლოგია, ქვევრის ღვინის ტექნოლოგია, ენოქიმია, ამპელოგრაფია და სხვ. პროგრამა ECTS 120 კრედიტს მოიცავს და მისი ხანგრძლივობაა 2 წელი. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

ქართული ღვინო ევროკავშირის ბაზარზე

ლიტვასა და ლატვიაში ქართული წითელი ღვინოების პრეზენტაცია გაიმართება

$
0
0

აპრილის დასაწყისში ლიტვასა და ლატვიაში (ვილნიუსი, კაუნასი, რიგა) ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის სამ დეგუსტაციას ჩაატარებს. წარმოდგენილი იქნება როგორც ქვევრის, ისე ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული წითელი ღვინოები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ღონისძიების მთავარი აქცენტი იქნება ჯიშური მრავალფეროვნება. 

პრეზენტაცია-დეგუსტაცია ეწყობა ადგილობრივი სომელიეების, იმპორტიორების, ჟურნალისტებისა და პროფესიული საზოგადოებისთვის. ღონისძიებას გაუძღვება ლიტვის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ადგილობრივი ღვინის კლუბის დირექტორი - არუნას სტარკუსი. სტუმრებს ქართულ ღვინოს წარუდგენენ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი ჩოლობარგია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი - გიორგი თევზაძე. 

ქართულ ღვინოს ლიტვასა და ლატვიაში საკმაოდ მაღალი ცნობადობა აქვს. 2015 წლის მონაცემებით,  ეს ქვეყნები ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების ათეულში გვხვდება, ლიტვა, როგორც მზარდი ბაზარი და ლატვია, როგორც სახელმწიფო, სადაც გასულ წელს ქართული ღვინო საკმაოდ დიდი რაოდენობით (1 059 498 ბოთლი) გაიყიდა. უახლოესი ორი თვის გაყიდვების სტატისტიკური მონაცემებითაც, ლიტვაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 26 %-ით გაიზარდა. 

დაინტერესებულ მარნებს, რომლებიც აწარმოებენ წითელ ღვინოებს ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და საქართველოს სხვა კუთხეში (გარდა კახეთისა) შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ღვინის ეროვნულ სააგენტოს 11 მარტის 18 საათამდე და მიაწოდონ ღვინოები (თითო დეგუსტაციისთვის თითო ყუთი (6 ბოთლი). 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნიკა ქერქაძე - 599252423

გიორგი სიხარულიძე - 557000613

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

საქართველო Foodex Japan 2016-ზე

$
0
0

იაპონიაში კვებისა და სასმელების გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვა - Foodex Japan 2016  გუშინ, 8 მარტს გაიხსნა. საქართველოდან გამოფენაში ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია იღებს მონაწილეობას. დღეს კი Foodex Japan-ის სემინარების პროგრამის ფარგლებში ღვინის პროფესიონალებისა და დაინტერესებულ პირთათვის ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - გიორგი სამანიშვილი და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჩოლობარგია ჩაატარებენ სემინარს, სახელწოდებით - „საქართველო - 8000 რთველი“. 

Foodex Japan აზიის კვებისა და სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, რომლის ორგანიზებაშიც ჩართულნი არიან როგორც იაპონიის სამთავრობო ორგანიზაციები, ასევე - კერძო სექტორის ყველაზე მსხვილი მოთამაშეები - სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციები და სხვადასხვა გავლენიანი სუბიექტები. 

გამოფენა 30 000 კვ.მ-ზე ვრცელდება და მასში ყოველწლიურად საშუალოდ, 3 000 კომპანია იღებს მონაწილეობას, მსოფლიოს 80-მდე რეგიონიდან და ქვეყნიდან. წარმოდგენილია საკვები და სასმელი პროდუქციის, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალებების, საგანმანათლებლო და საინფორმაციო რესურსების 3700 სტენდი.  

ღონისძიება წელიწადში ერთხელ ტარდება და მისი მიზანია ბიზნეს-ურთიერთობების ხელშემწყობი გარემოს შექმნა აზიის ბაზრებისათვის. შესაბამისად, გამოფენის სლოგანია - „იაპონია - აზიური ბაზრების კარიბჭე“. 

წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებს 80 ქვეყანა და რეგიონი. ღონისძიებას 77 000 პროფესიონალი ვიზიტორი დაესწრება. ქართულ ღვინოებს გამოფენაზე წარმოადგენს ღვინის მწარმოებელი შემდეგი კომპანიები: თელავის ღვინის მარანი, კახური, შუმი, მეღვინეობა ხარება, ვაზიანი, კომპანია კახური ღვინის მარანი, KTW, ქიმერიონი. 

გამოფენა 4 დღეს გასტანს და 11 მარტს დაიხურება. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

საქართველოდან Prowein Dusseldorf-ზე 11 კომპანია მიიღებს მონაწილებას

$
0
0

Prowein Dusseldorf 2016 13 მარტს დუსელდორფის ცენტრში მიმდინარე საკარნავალო აღლუმის ფონზე საზეიმოდ გაიხსნება. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა 3 დღეს გასტანს და მასში მონაწილეობას მიიღებს  6 000 კომპანია 50 ქვეყნიდან. 

Prowein Dusseldorfღვინის პროფესიონალთა კომუნიკაციის საუკეთესო გარემოს შექმნაზე ორიენტირებული გამოფენაა, ამაზე მიგვანიშნებს, თვით, ღონისძიების სახელწოდება. გამოფენა პირველად 1994 წელს ჩატარდა. დაარსებიდან დღემდე მასში მონაწილეთა და ვიზიტორთა, წარმოდგენილი პროდუქციისა და სტენდების, ასევე, ვიზიტორებისა და  აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობის ზრდა ღონისძიების მასშტაბების, გავლენისა და პოპულარობის ზრდის საუკეთესო ინდიკატორია.  

2016 წელს გამოფენა 67 138 კვ. მ-ზე გავრცელდება, სადაც სხვადასხვა ფორმატის სადეგუსტაციო სივრცეები იქნება მოწყობილი, ცალკე იქნება წარმოდგენილი კლასიკური, შამპანის ცქრიალა ღვინოების ლაუნჯი, ცალკეული საუკეთესო გამოცდილებების შოურუმები და პრეზენტაციები, დიზაინისა და ეტიკეტირების ჩვენებები, მაღალი კლასის დისკუსიები, კონფერენციები, პროფესიული და პოპულარული ხასიათის სემინარები კულინარიული ღონისძიებები და სხვ. 

საქართველო Prowein Dusseldorf-ზე ერთიანი ეროვნული სტენდით 2000 წლიდან არის წარმოდგენილი, ამდენად, წელს ის მეთექვსმეტედ მიიღებს გამოფენაში მონაწილეობას. ღონისძიებაში ღვინის მწარმოებელი კომპანიების ჩართვას საქართველოდან უზრუნველყოფს ასოციაცია ქართული ღვინოსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. 

ასოციაცია ქართული ღვინო 2010 წელს დაარსდა და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო, პროფესიულ საზოგადოებებში. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ყოველწლიურად  მუშაობს ქართული ღვინოების ინტეგრაციაზე ღვინის სამყაროს ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებთან, როგორებიცაა Prowein Dusseldorf, Vinexpo Bordeaux და სხვ. 

Prowein-ის 22-ე გამოშვებაზე საქართველოდან წარმოდგენილი იქნება ღვინის მწარმოებელი 11 კომპანია:  ბაგრატიონი 1882, ვაზიანი კომპანი, ვაინმენი, თბილღვინო, კორპორაცია ქართული ღვინო, კორპორაცია ქინძმარაული, GWS, მეღვინეობა ხარება, შატო მუხრანი, შუმი და კახური ტრადიციული მეღვინეობა. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

საქართველოდან Prowein Dusseldorf-ზე 15 კომპანია მიიღებს მონაწილებას

$
0
0

Prowein Dusseldorf 2016 13 მარტს დუსელდორფის ცენტრში მიმდინარე საკარნავალო აღლუმის ფონზე საზეიმოდ გაიხსნება. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა 3 დღეს გასტანს და მასში მონაწილეობას მიიღებს  6 000 კომპანია 50 ქვეყნიდან. 

Prowein Dusseldorfღვინის პროფესიონალთა კომუნიკაციის საუკეთესო გარემოს შექმნაზე ორიენტირებული გამოფენაა, ამაზე მიგვანიშნებს, თვით, ღონისძიების სახელწოდება. გამოფენა პირველად 1994 წელს ჩატარდა. დაარსებიდან დღემდე მასში მონაწილეთა და ვიზიტორთა, წარმოდგენილი პროდუქციისა და სტენდების, ასევე, ვიზიტორებისა და  აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობის ზრდა ღონისძიების მასშტაბების, გავლენისა და პოპულარობის ზრდის საუკეთესო ინდიკატორია.  

2016 წელს გამოფენა 67 138 კვ. მ-ზე გავრცელდება, სადაც სხვადასხვა ფორმატის სადეგუსტაციო სივრცეები იქნება მოწყობილი, ცალკე იქნება წარმოდგენილი კლასიკური, შამპანის ცქრიალა ღვინოების ლაუნჯი, ცალკეული საუკეთესო გამოცდილებების შოურუმები და პრეზენტაციები, დიზაინისა და ეტიკეტირების ჩვენებები, მაღალი კლასის დისკუსიები, კონფერენციები, პროფესიული და პოპულარული ხასიათის სემინარები კულინარიული ღონისძიებები და სხვ. 

საქართველო Prowein Dusseldorf-ზე ერთიანი ეროვნული სტენდით 2000 წლიდან არის წარმოდგენილი, ამდენად, წელს ის მეთექვსმეტედ მიიღებს გამოფენაში მონაწილეობას. ღონისძიებაში ღვინის მწარმოებელი კომპანიების ჩართვას საქართველოდან უზრუნველყოფს ასოციაცია ქართული ღვინო და კახეთის მეღვინეთა გილდია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. 

ასოციაცია ქართული ღვინო 2010 წელს დაარსდა და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო, პროფესიულ საზოგადოებებში. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ყოველწლიურად  მუშაობს ქართული ღვინოების ინტეგრაციაზე ღვინის სამყაროს ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებთან, როგორებიცაა Prowein Dusseldorf, Vinexpo Bordeaux და სხვ. 

კახეთის მეღვინეთა გილდია 2014 წელს დაარსდა. ორგანიზაცია ორიენტირებულია კახეთის რეგიონში ღვინის ტურიზმის განვითარებაზე; ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს შორის საქართველოს ღვინის კულტურისა და საუკეთესო ტრადიციების პოპულარიზაციაზე. 

Prowein-ის 22-ე გამოშვებაზე საქართველოს ერთიანი სტენდი წარმოადგენს ღვინის მწარმოებელ 15 კომპანიას. ასოციაცია ქართული ღვინო უზრუნველყოფს გამოფენაში შემდეგი მეღვინეობების მონაწილეობას -  ბაგრატიონი 1882, ვაზიანი კომპანი, ვაინმენი, თბილღვინო, კორპორაცია ქართული ღვინო, კორპორაცია ქინძმარაული, GWS, მეღვინეობა ხარება, შატო მუხრანი, შუმი და კახური ტრადიციული მეღვინეობა, ხოლო კახეთის მეღვინეთა გილდიის ხელშეწყობით Prowein-ზე წარმოდგენილნი იქნებიან თელავის ღვინის მარანი, ბესინი, კახური და თელიანი ველი

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


მწვანე კახური – Georgian Wine Infographics (52)

„გურმანების გზამკვლევი“ - „თელიანი ველის“ საჩუქარი ღვინისა და გასტრონომიის მოყვარულებს

$
0
0

გასტრონომიისა და ღვინის მოყვარულებს კომპანია „თელიანი ველი“ და კულინარიის ბლოგერი - თამარ ბაბუაძე საინტერესო სიახლეს სთავაზობს - ორენოვან, ქართულ-ინგლისურ გამოცემას - „გურმანების გზამკვლევი“. წიგნი აერთიანებს თბილისის სხვადასხვა რესტორნების საფირმო კერძების რეცეპტებსა და რჩევებს მათი ღვინოებთან შეწყვილების თაობაზე. 

ეს არ არის პროფესიული გზამკვლევი. წიგნი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აფასებს ღვინოს, გასტრონომიას და მათ შესახებ თხრობის ხელოვნებას, ვინც მოსაბეზრებელ ნადიმებზე გადათრობას ჭიქა ღვინის სიამოვნებას ამჯობინებს და ცდილობს, ჰარმონიული ან კონტრასტული გემოების გადაკვეთის მომენტები შეიგრძნოს. 

ავტორი, თამარ ბაბუაძე სტუმრობს თბილისის კაფეებისა და რესტორნების სამზარეულოებს და საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს მკითხველს რჩეული კერძებისა და სხვადასხვა დასახელების ღვინოებთან მათი გემოების შეწყვილების გარშემო.

სულ 25 ასეთი ობიექტი და შესაბამისად, კერძია თავმოყრილი - კაფე ლეილა, კალა, პიანო, დაინინგ რუმი, ლე მარე, ბერდი, ფილინი, რაჭისუბანი, ლინვილი, ტერასა, 11/11, ძველი უბანი, მეტეხის ჩრდილი, ფუნიკულიორი, ზღპარი, შავი ლომი, პურის სახლი, ნარიყალა ციტადელი, დაუნთაუნი, შარდენის12, ჰოლიდეი ინ, კიოტო, საკურა, პარნასი, ოტიუმი. ღვინოების საკმაოდ დიდი არჩევანია - ეს არის„თელიანი ველის“ სხვადასხვა დასახელების, ტექნოლოგიის, სტილისა და გემოვნური თვისებების ღვინოები. 

წიგნიდან შეიტყობთ, თუ რომელ რესტორანში რომელი კერძისა და ღვინის შეკვეთა ღირს, როგორ ამზადებენ პროფესიონალი მზარეულები თქვენთვის საინტერესო კერძებს. გამოცემამ მკითხველებსაც დაუთმო ადგილი, სადაც თავისუფალ გვერდებზე მათ შეეძლებათ საკუთარი ჩანაწერების მონიშნვა და ექსპერიმენტების აღწერა.

„წიგნი „თელიანი ველის“ ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია, მომხმარებელი გახადოს უფრო თამამი და ექპერიმენტატორი ღვინოსთან და  კერძთან მიმართებაში. შეუხამოს სხვადასხვა გემოები ერთმანეთს, განიცადოს გამარჯვება, ან მარცხი ამ პროცესის დროს. მისი წარმოსახვით შექმნას წყვილები. გემოები დაუპირისპიროს ერთმანეთს და ამისგან მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება. ამ წიგნის გადაკითხვის შემდეგ უფრო თავისუფლად შეუკვეთავთ ღვინოს თქვენი საყვარელი კერძისთვის, არ მოგერიდებათ თქვენი აზრის გაზიარება მეგობრისთვის და ამაზე საუბარი. წიგნში სრული თავისუფლებაა, აქ ინგრევა ყველანაირი ჩარჩო და აქტიურდება ფანტაზია“ - ამბობს ნუცა ავალიშვილი, კომპანია „თელიანი ველის“ ბრენდის განვითარების მენეჯერი, რომელიც წიგნის ავტორს უწევდა კონსულტაციებს ღვინის თემატიკაზე. 

ვიზუალისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება Rooms Digital-ის ფოტომასალა, რომლებიც გარეგნულად გაგვაცნობს წიგნში აღწერილ ღვინოებს და წარმოგვიდგენს კერძების ესთეტიკურ და საინტერესო პრეზენტაციებს. წიგნი საუკეთესო მეგობარი იქნება ტურისტებისთვის, ვინც პირველად სტუმრობენ საქართველოს, ან ხშირად მოგზაურობენ, მაგრამ ახალი ადგილებისა და კერძენის აღმოჩენის ძიებით არიან შეპყრობილნი. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ანონსი - 15 მარტს ლექცია ღვინის კლუბში: ვენახში აგროტექნიკური ღინისძიებების გავლენა ღვინის ხარისხზე

$
0
0

15 მარტს, საქართველოს ღვინის კლუბი გიწვევთ მნიშვნელოვან ლექციაზე. ენოლოგი ნიკოლოზ ნატროშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე "ვენახში აგროტექნიკური ღინისძიებების გავლენა ღვინის ხარისხზე".

ლექცია ყველასთვის საინტერესო იქნება, ვისთვისაც ვენახი და ღვინო განუყოფელი ცნებებია.

შეხვედრა გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის 3 კორპუსის მთავარ აუდიტორიაში.

დასაწყისი 19:00 სთ-ზე.

დასწრება სავალდებულოა და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვისაც :)

ახალი ღვინის ფესტივალი 2016 – მონაწილეობის პირობები საოჯახო მარნებისთვის

$
0
0

2016 წელს საქართველოს ღვინის კლუბი უკვე მეშვიდედ უმასპინძლებს ახალი ღვინის ფესტივალს, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას. ახალი ღვინის ფესტივალის ტრადიციული, საჯარო ნაწილი წელს 14 მაისს, მთაწმინდის პარკში ჩატარდება და მასში წარმოდგენილი იქნება 2015 წლის მოსავლის ახალი ღვინოები.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და მცირე მარანი. უხვად იქნება წარმოდგენილი ოჯახური ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ახალი ღვინის ფესტივალი ერთადერთი ღონისძიებაა, რომელშიც ყველას მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა – ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიებიდან – საოჯახო მარნებამდე. ფესტივალის მონაწილეების პოპულარიზაციას ითვალისწინებს ორენოვანი კატალოგი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილე ღვინის მწარმოებლების შესახებ. მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები „საქართველოს ღვინის კლუბისგან“.
2015 წელს ახალი ღვინის ფესტივალმა უმასპინძლა 20 000-ზე მეტ სტუმარს, რომელთა შორის მრავლად იყვნენ უცხოელი ტურისტები. ვიზიტორებს შორის შეინიშნებოდა ახალგაზრდების სიმრავლე. გასულ წელს ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა დიდი მწარმოებელი კომპანია, ასევე, მცირე მარნები და მევენახე გლეხები, რომელთა ღვინოები „საქართველოს ღვინის კლუბმა“ საგანგებო შერჩევის შედეგად რეგიონებში გამოავლინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ, მათმა დიდმა ნაწილმა, ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ საკუთარი წარმოება განავითარა და თანდათან მკვიდრდება ქართულ ბაზარზე.

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობა, გარდა, დიდი კომპანიებისა, შეუძლია ოჯახური ღვინის ყველა მწარმოებელს.
ფესტივალში მონაწილეობის პირობები საოჯახო მარნებისთვის:

  •     ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.
  •     ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს 19 აპრილისა.
  •     მონაწილე გაივლის შესარჩევ ტურს, “ღვინის კლუბის” სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან შეარჩევს საუკეთესო ღვინოებს, რომლებიც დაიშვება ფესტივალზე.
  •     შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2015 წლის მოსავლის ახალი ღვინო.
  •     ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის უფასოა.
  •     მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 მინის ბოთლის ოდენობით) და შევსებული ანკეტა.
  •     მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 2 კვირით ადრე.
  •     ფესტივალზე წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 20 ლიტრს.

სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტით, წარმოადგინეთ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას 45, სართული 14, ღვინის კლუბი. ტელ: 2180171 მობ: +995 577 413010
ნიმუშები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს, 11:00 –დან 18:00 სთ-მდე
E-mail: info@wineclub.ge
ანკეტა გადმოწერეთ აქედან.

„საქართველოს ღვინის კლუბი“ სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi–ში დეგუსტაციაზე გიწვევთ

$
0
0

კვირას, 20 მარტს, დღის 12:00–ზე სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi–ში, Event Room–ის დარბაზში საქართველოს ღვინის კლუბი გიწვევთ ისტორიულ დეგუსტაციაზე:
"ძველი ღვინოები – ახალი ქართული ღვინის სათავეებთან"
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნება 2000–იანი წლების დასაწყისის 7 წამყვანი კომპანიის ძველი, უნიკალური ღვინოები. ეს ღვინოები უკვე დიდი ხანია გაქრა დახლებიდან და მათ მხოლოდ კერძო კოლექციებში თუ შეხვდებით. საქართველოს ღვინის კლუბი გთავაზობთ უნიკალურ შანსს გასინჯოთ კარგად დავარგებული 10–15 წლისწინანდელი ქართული ღვინოები, ღვინოები, რომლებმაც თავის დროზე მნიშვნელოვნად შეცვალეს ქართულ ღვინოზე წარმოდგენა.
გვეწვიეთ, ერთად განვსაზღვროთ ქართული ტრადიციული და კლასიკური ღვინოების დავარგების პოტენციალი, ვისიამოვნოთ წარსულთან შეხებით და ხელახლა გავიაზროთ ახალი ქართული მეღვინეობის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
სადეგუსტაციო 15 ღვინო:
წინანდალი, GWS, 2005
წინანდალი, ვინოტერა, 2005
წინანდალი, თელავის მარანი, 2003
წინანდალი, თბილღვინო (სპეციალური მარაგი), 2004
ქისი, აკვანი, 2003
ალექსანდროული, კორპორაცია ქინძმარაული, 2005
საფერავი, ვინოტერა, 2005
საფერავი კონდოლი, თელავის მარანი, 2005
საფერავი, ძველი კახური მარანი, 2003
საფერავი, თბილღვინო (სპეციალური მარაგი), 2004
ალექსანდროული, კორპორაცია ქინძმარაული, 2001
ნაფარეული, GWS, 2001
ყვარელი, თელავის მარანი, 2000
მუკუზანი, თელიანი ველი, 2005
მუკუზანი, GWS, 2005
ადგილები შეზღუდულია. დასწრების საფასურია 90 ლარი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია საბანკო ანგარიშსწორებით. გადმორიცხეთ საფასური "თიბისი" ბანკის ანგარიშზე:
GE66 TB11 4453 6080 1000 02 და დანიშნულებაში მიუთითეთ - "დეგუსტაციის საფასური, [თქვენი სახელი გვარი], [ტელეფონის ნომერი]". მიმღები "ააიპ ღვინის კლუბი".

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

გიორგი ბერიძე – კახური ღვინის დაყენება

ქათული ღვინო ჩინეთში, CIADE 2016–ზე

$
0
0

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ლუჭოუში 19-21 მარტს გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Tenth China International Wine Fair (CIADE 2016)“ საქართველო საპატიო სტუმრის სახელით მონაწილეობდა.  

გამოფენა გახსნა და შემდგომ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ქართულ სტენდთან უმასპინძლა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია, რომელსაც უძღვებოდნენ სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი სიხარულიძე და ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი სომელიე ქსიუ რენქინგი (Xu renqing).

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიების ღვინოები: „მეღვინეობა ხარება“, „ბაგრატიონი 1882“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „თელიანი ველი“, „შატო მუხრანი“, „თელედა“, GWS და „ბოლერო“.

ამავე კვირაში ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება ჩინეთის კიდევ ერთ გამოფენაზე - სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში, სადაც 21-26 მარტს ღვინისა და კვების  საერთაშორისო გამოფენა „The 94th China Food & Drinks Fair“ იმართება.

ჩინეთის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით ერთ-ერთი სტარტეგიული ბაზარია. 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით - ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, სულ ექსპორტირებული იყო 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ).

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


საქართველოს მექვევრეები - I - Georgian Wine Infographics (57)

ახალი ღვინის ფესტივალი 2016 – მონაწილეობის პირობები ღვინის კომპანიებისთვის

$
0
0

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს,მთაწმინდის პარკში ჩატარდება – 11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მეღვინეობები ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2015 წლის მოსავლის ღვინოებს.

თუკი ღონისძიების მასშტაბებს თვალს გადავავლებთ, ახალი ღვინის პირველ ფესტივალზე, რომელიც 2010 წელს ჩატარდა, ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია იღებდა მონაწილეობას, ხოლო გასულ 2015 წელს ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები – სულ 105 სუბიექტი. ახალი ლოკაციის თაობაზე საქართველოს ღვინის კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო მონაწილეობის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობიდან გამომდინარე.
გასულ წელს „ახალი ღვინის ფესტივალი“ უცხოურ მედიაში 20-მდე პუბლიკაციაში – ბლოგპოსტებში, სტატიებსა და რადიო გადაცემებში გაშუქდა.
ახალი ღვინის ფესტივალი 2016-ის უცვლელი მხარდამჭერები იქნებიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ. თბილისის მერია.

ფესტივალის პირველ დღეს, 13 მაისს, საქართველოს ღვინის კლუბი მოაწყობს დახურულ დეგუსტაციას, რომლის თემა იქნებაქვევრის ღვინოები საქართველოს ფარგლებსგარეთ. შესაბამისად, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური ქვევრის ღვინოები საფრანგეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან.

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა ღვინის კომპანიამ რეგისტრაცია უნდა გაიაროს არა უგვიანეს 2016 წლის 19 აპრილისა.რეგისტრაციისთვის საჭიროა, ღვინის კლუბის ელ ფოსტაზე (info@wineclub.ge) გამოაგზავნოთ შევსებული ანკეტა.

ანკეტა გადმოიწერეთ აქედან.

ღვინის მაგისტრების ვიზიტი საქართველოში

$
0
0

ღვინის ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისა და პროფესიონალების შრომის შედეგად საქართველოთი და ქართული ღვინით დაინტერესება მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება. სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში ჩართულობა, უცხოურ გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობა, ტრადიციად ქცეული ახალი ღვინის ფესტივალი და სხვა მრავალი ღონისძიება აქტიურად უწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და მის დამკვიდრებას მსოფლიო ბაზარზე. ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ღვინის დიდოსტატთა, ღვინის მაგისტრთა (Masters of Wine) დელეგაცია სტუმრობდა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლავთ. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული მეღვინეობის, და, ზოგადად, ქართული სახელმწიფოს განვითარების საქმეში.

ღვინის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული წოდება გახლავთ ღვინის მაგისტრის Master of Wine (MW) ტიტული, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ღვინის მაგისტრთა ინსტიტუტი ანიჭებს ადამიანს, რომელიც ღვინის ინდუსტრიის სფეროში უმაღლეს პროფესიულ ცოდნასა და კვალიფიკაციას ფლობს. ღვინის მაგისტრთა ინსტიტუტი 1955 წელს დაარსდა, თუმცა მაგისტრის ხარისხის მისაღებად ჩასაბარებელი გამოცდების ტრადიციას საფუძველი უფრო ადრე, 1953 წლიდან ჩაეყარა. ამ მეტად პრესტიჟული ტიტულის მოპოვება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან მსურველს უამრავი და ურთულესი გამოცდის ჩაბარება უწევს. დღესდღეობით სულ 24 ქვეყანას ჰყავს  ღვინის მაგისტრი, რომელთა საერთო რაოდენობაც 338-ია. ღვინის მაგისტრები უძღვებიან სხვადასხვა დეგუსტაციებს, აფასებენ ამა თუ იმ ქვეყნის ღვინოებს, ატარებენ ლექციებს, კონსულტაციას უწევენ მეღვინეებს, ხელმძღვანელობენ სასწავლო კურსებს და სხვ.

 აი, ასეთი საინტერესო პროფესიის 21 სტუმარი ეწვია ამ რამდენიმე დღის წინ  საქართველოს. ღვინის მაგისტრთა დელეგაციას, რომლის წევრებიც 9 ქვეყანას წარმოადგენდნენ, ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ხელმძღვანელობდა, დელეგაციაში კი შედიოდნენ: პედრო ბალესტეროს ტორესი (Pedro Ballesteros Torres MW) ბელგია, ბევერლი ბლენინგი (Beverley Blanning MW) დიდი ბრიტანეთი, სტივ ჩარტერსი (Steve Charters MW) საფრანგეთი, კრისტოფერ დონალდსონი (Christopher Donaldson MW) დიდი ბრიტანეთი, ელისონ აიზერმან ქტერქტეკო (Alison Eisermann Ctercteko MW) ავსტრალია, ლენს ფოისტერი (Lance Foyster MW) დიდი ბრიტანეთი, როზმარი ჯორჯი (Rosemary George MW) დიდი ბრიტანეთი, ლიზა გრანიკი (Lisa Granik MW) აშშ, ჯასტინ ჰოვარდ-სნეიდი (Justin Howard-Sneyd MW) დიდი ბრიტანეთი, ინგ ტანი (Ying Tan MW) სინგაპური, ოლივიე უმბრეხტი (Olivier Humbrecht MW) საფრანგეთი, ენჯელა მუირი (Angela Muir MW)  დიდი ბრიტანეთი, ფრენკ როედერი (Frank Roeder MW) გერმანია, ჯენეკ შუმანი (Janek Schumann MW)  გერმანია, ულფ სიოდინი (Ulf Sjodin MW) შვედეთი, როდ სმიტი (Rod Smith MW) საფრანგეთი, მედელინ სტენვრეთი (Madeleine Stenwreth MW) შვედეთი, ლიზ თეჩი (Liz Thach MW) აშშ, ნილ ტალი (Neil Tully MW) დიდი ბრიტანეთი, ჟან-მიშელ ვალეტი (Jean-Michel Valette MW) აშშ და ტაინა ვილკუნა (Taina Vilkuna MW) ფინეთი.

ღვინის მაგისტრთა დელეგაციის ვიზიტი 16 მარტს დაიწყო, ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდა  და ძალზე საინტერესო პროგრამით წარიმართა. პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ღვინისა და ვაზის კულტურასთან დაკაშირებულ უძველეს ნიმუშებს. მუზეუმში სტუმრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი მიესალმა.

„ღვინის მაგისტრების ასეთი ფართო შემადგენლობით ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართული ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. მაგისტრების სტუმრობის მიზანია, რომ ქართული ღვინო კიდევ უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიო ბაზარზე. ღვინის მაგისტრების ჩამოყვანა არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურა, ამ შემთხვევაში კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და კერძო სექტორი - ასოციაცია „ქართული ღვინო“. სწორედ ასოციაციის დამსახურებით გახდა შესაძლებელი ამდენი სტუმრის ვიზიტის საქართველოში ორგანიზება“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ასოციაცია ,,ქართული ღვინო“ უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს ღვინის მაგისტრთა ინსტიტუტთან. სწორედ ამ აქტიურმა თანამშრომლობამ განაპირობა ღვინის მაგისტრთა სერიოზული დაინტერესება საქართველოთი და ქართული ღვინით. მათი ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისა და მისი სავიზიტო ბარათის - ღვინის - პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას, რაც მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ადგილის დამკვიდრებისა და ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდის საწინდარია.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ეწვივნენ ქართლისა და კახეთის რეგიონის ღვინის საწარმოებსა თუ საოჯახო და მცირე მარნებს, დააგემოვნეს 160-ზე მეტი სახეობის ღვინო, გაეცნენ ქართული ღვინის წარმოების სხვადასხვა ტექნოლოგიას და ქვევრის მოვლის მეთოდოლოგიას.

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თინა კეზელმა აღნიშნა, რომ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქვევრის ღვინოებმა მოახდინა.

„ასეთი მნიშვნელოვანი ჯგუფი საქართველოს ჯერ არ წვევია. რასაკვირველია, საქართველოში ვიზიტის დროს მათ უკვე ჩამოუყალიბდათ შთაბეჭდილებები - განსაკუთრებით აღნიშნავენ ქვევრის ღვინოს. სტუმრებზე განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა ჯიღაურას სანერგე მეურნეობამ, სადაც გასინჯეს მიკროვინიფიკაციები, რაც ქართველებისთვისაც კი სიახლეა. ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ასეთი მაღალი რანგის ჯგუფი დავაინტერესეთ საქართველოთი. ლონდონში არსებული ღვინის მაგისტრების სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი ჯგუფი საქართველოს 2 წლის შემდეგ ეწვევა“, - აღნიშნა თინა კეზელმა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ძველი ღვინოები – ახალი ქართული ღვინის სათავეებთან

ანონსი - 29 მარტი, საინფორმაციო–სამუშაო შეხვედრა – ახალი ღვინის ფესტივალი 2016

$
0
0

სამშაბათს, 29 მარტს, საქართველოს ღვინის კლუბი გიწვევთსაინფორმაციო–სამუშაო შეხვედრაზე – ახალი ღვინის ფესტივალი 2016. ღვინის კომპანიების, დიდი და მცირე მარნების, ოჯახური მარნების წარმომადგენლებს, მედიას, კლუბის წევრებს, სტუმრებს, დაინტერესებულ პირებს შეხვდებიან ახალი ღვინის ფესტივალის ორგანიზატორები.

შეხვედრა გაიმართება საჯარო ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში, 19:00 საათზე. მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7/10

დასწრება თავისუფალია.

Viewing all 2649 articles
Browse latest View live