Quantcast
Channel: "მარანი" - ქართული ღვინო
Viewing all 2651 articles
Browse latest View live

ქართული ღვინის წარდგენა საფრანგეთის 5 ქალაქში


ყურძნის დაწურვა, საქაჯავში გატარება ყურძნისა, თავ. ლევან ჯორჯაძე, 1876

$
0
0

ფოტო: რთველი კეროვანის მარანში. არჩილ ნაცვლიშვილის ფოტო

მევენახობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება. ხელთმძღვანელობისათვის კახური ღვინის მაყენებლებისა. შედგენილი თ. ლ. ე. ჯორჯაძისაგან. თბილისი, ექვთიმე ხელაძის სტამბა 1876

ტკბილის დაწურვა

ნავში რომ ყურძენი ჩაყაროთ, თუ მშრალი იქმნება ისა, მეორე ანუ მესამე დღესაც რომ დაიწუროს არ წახდება და უფრო გაკეთდება, ამისათვის რომ ყურძენი უფრო გაშრება და დატკბება; თუ ნამიანი ყურძენი იქმნება ის იმავე დღეს უნდა დაიწუროს, თორემ ჩახურდება და წახდება, თუ დარჩა  ნავშია. კარგათ მოწეულ ტკბილ ყურძენს არ უნდა გაშრობა ნავში და ის მაშინვე უნდა დაიწუროს.

დაწურვის დროს კარგათ მოწეული ყურძნის მარცვალი მაშინვე გაიჭყლიტება და მისი წვენი გავა წინ. ამას უწოდებენ წინა წვენსა, მაშასადამე სიტკბო. ამ წინა წვენში უფრო უნდა იყოს და სამზღვარ გარეთ კარგ ღვინოს ეს წვენი აყენებს. შემდეგ ამისა იწურება მაგარი მარცვალი, რომელიც უფრო კარგათ არალის მოწეული და იმის გამო გვიან გამოიწურება, – ამის წვენს ჰქვიან – შუა წვენი; შემდეგ ამისა რაც ჭაჭა დარჩება – ამას ჰქვიან ბოლოს წვენი. შემდეგ ამისა დანარჩენ ჭაჭას სრულებით გაატარებენ საქაჯავში და სრულებით გამოიწურება ჭაჭიდამ და ისვრიმიდამ დანაშთენი წვენი – ამასა ჰქვიან ნაქაჯი წვენი. აქედამ სჩანს, რომ წინ გასული წვენი სჯობია მეორე და მესამე გასავალის წვენსა; მარამა კახეთში ჩვეულებათა აქვსთ მიღებული და მოსწონთ შუა წვენი ანუ ბოლოსი, რომლებიც ანგარიშით უფრო მჟავე უნდა იყოს, ამისათის რომ კარგათ მოწეული ყურძენი არის ჩვილი და მაშინვე გაისრისება დაწურვაში და მოუწევარი მარცვალი სიმაგრისა გამო ბოლოს გაისრისება. რასაკვირველია რომ თუ ყურძენი სრულებით კარგათ იქმნება მოწეული, მაშინ ბოლოს წვენი უფრო კარგი გამოვა, რადგან ჭაჭის ძალა, მუხის სიმჟავე, არამატი და სიტკბო სულ გამოჰყვება ბოლოს წვენსა, რომლისა გამო მოსწონთ ხოლმე ბოლოსა წვენი თუნდა მჟავე ყურძნისა იყოს.

ეგრეთვე სხვა და სხვა ჯიშის ყურძენი: უკეთუ იმდენი იქმნება, რომ ცალ-ცალკე დაიწუროს, მაშინ იმის წვენი ცალ-ცალკე უნდა დააყენოთ ღვინოთა, ამისთვის რომ კარგი ჯიშის ყურძნის წვენი ცალკე კარგს ღვინოს დააყენებს და უკეთუ იმაში მდარე წვენი გაერევა, მაშინ მდარე ღვინო დადგება. ყოველგვარ შემთხვევაში სხვა და სხვა ჯიშის ყურძნის წვენი რომ ცალ-ცალკე დააყენოთ უფრო კარგს ღვინოს დააყენებენ და უფრო კარგათაც და მალეც ჩაიწმინდება; ამასთან არეულმა წვენის ღვინომ ავათმყოფობა და მალე წახდენაც იცის.

საქაჯავში გატარება ყურძნისა

საქაჯავში გამოწურვა ყურძნისა არის კარგი ხოლოთ იმ ყურძნისა, რომელიც კარგათ და სრულებით მოწეული იქმნება და ეგრეთვე ცხელი გოლვიან ზაფხულისა. ავდრიან ნოტიო ზაფხულის ყურძნისა ანუ მჟავისა არ იქმნება კარგი, რომ გამოიწუროს საქაჯავში, ამისათვის რომ ნოტიო ზაფხულის ყურძენსა, ავდრისა გამო, მტევნის ღეროებსა ბევრი წყალი უდგას, რომელიც ეგრეთვე გამოიწურება საქაჯავშია და გაჰყვება ყურძნის წვენსა და მჟავე ისვრიმი ყურძენი კიდევა, რომელიც სიმაგრისაგან ნავში არ გაიწურება და ისე რჩება, ისვრიმსა საქაჯავი გასწურამს და გამოჰყვება ყურძნის წვენსა იმისი მჟავე წვენი. ამ მიზეზებისა გამო, საქაჯავში გატარებული ნოტიო წლის ყურძენი და ეგრეთვე მჟავე ყურძენი კარგს ღვინოს ვერ დააყენებს და ბევრჯერ სხვა კარგს წვენსაც წაახდენს ღვინისათვის; ამისათვის საქაჯავში უნდა გაატაროთ ხოლოთ გადარჩეული და კარგათ მოწეული ყურძენი, სხვა ყურძენი ცალკე უნდა გასწუროთ და ისე დააყენოთ იმისი ღვინო საქაჯავში გაუტარებლათ. საქაჯავში გატარებული საფერავის ჭაჭა ღვინოს ვეღარ შეღებამს კარგათა.

რეალური სივრცე - ჭიათურაში‬ თიხის გამოწვის გამო 11 ოჯახი დააჯარიმეს

ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი ტურისტებს საქართველოს ღვინის კულტურას გააცნობს

$
0
0

2016 წლის ივნისში, Vinexpo-ს მიმდინარეობისას, ქალაქ ბორდოში მსოფლიოს ღვინის ცივილიზაციის გრანდიოზული ცენტრი იხსნება. ახალი მასშტაბური ენოტურისტული პროექტი ბორდოს მერიის ინიციატივით, საფრანგეთის მთავრობისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მიმართულია ბორდოს, როგორც მეღვინეობის დედაქალაქის - პოპულარიზაციასა და ადგილობრივი ენოტურიზმის განვითარებაზე. 

შენობა 14 000 კვ.მ-ზე იქნება განლაგებული. ცენტრი ყოველწლიურად, საშუალოდ, 425 000 ვიზიტორს მიიღებს და 50 მლნ €-ს გამოიმუშავებს. 

„შეხვედრის ადგილი - ისტორიაზე, გეოგრაფიაზე, წარმოებაზე საუბრებისთვის, დეგუსტაციებისთვის. ფაქტობრივად, აქ იქნება ყველაფერი, რაც ქმნის მევენახეობისა და მეღვინეობის კულტურას“ - ამბობს ქალაქ ბორდოს მერი, ალან ჟუპე. 

ცენტრს ექნება უმნიშვნელოვანესი კულტურული, საგანმანათლებლო, ტურისტული, ეკონომიკური დატვირთვა. ეს იქნება ინტერდისციპლინური სივრცე, რომელიც სტუმრებს წარუდგენს მსოფლიოს მევენახეობა-მეღვინეობის სხვადასხვა ცივილიზაციების ისტორიულ, გეოგრაფიულ, ეთნოგრაფიულ, ლიტერატურულ, ფილოსოფიურ მასალებს, ხელოვნების ნიმუშებს. მასალები წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფორმით. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მოისმინონ, შეეხონ, შეიგრძნონ სურნელი და დააგემოვნონ სხვადასხვა სივრცეებში - სადეგუსტაციო ოთახებში, აუდიტორიებში, მულტისენსორულ გამოფენებზე, თემატური ინსტალაციებისა და სხვადასხვა დიგიტალური მოწყობილობების საშუალებით. 

ცენტრის ძირითადი კომპონენტები იქნება - ვენახების მსოფლიო ტური, ცივილიზაციების გრანდიოზული საგამოფენო სივრცე, ტერუარების სტენდი, სადაც მსოფლიოს მეღვინეობის მთავარი რეგიონები იქნება წარმოდგენილი. ამ სივრცეში ბორდოს, ბურგუნდიის, მოზელის, მენდოზას, ლა-რიოხას, კალიფორნიის, მარლბოროს, ჩიანტის ცნობილი რეგიონების გვერდით ადგილს დაიკავებს საქართველო. 

2017 წელს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება. მეღვინეობის პირველი რეგიონი, რომელიც გამოფენათა ციკლს გახსნის, საქართველოა. საქართველოში უკვე შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელიც მუშაობს გამოფენაში მონაწილეობის საორგანიზაციო და კონცეპტუალურ საკითხებზე. კომისიაში შედიან: სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ასოციაცია ,,ქართული ღვინის“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი, საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ასევე ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები. 

ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრის ფოტომასალა იხილეთ პირველწყაროზე 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ღვინის 21 მაგისტრი საქართველოს ადგილობრივი ღვინოების გასაცნობად ეწვევა

$
0
0

მარტში საქართველოს ეწვევა მსოფლიოს ღვინის 334 მაგისტრიდან 21. მაგისტრები მსოფლიოს 9 ქვეყანას წარმოადგენენ და ისინი სხვადასხვა ასპექტით არიან ჩართულნი ღვინის წარმოებაში, შეფასებაში, ან გაყიდვებში. ახალი გამოცდილებების მიღებისა და კონტაქტების დამყარების მიზნით ღვინის მაგისტრები ხშირად მოგზაურობენ მსოფლიოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონებში.

საქართველოში მათი სტუმრობა ინიცირებული და ორგანიზებულია ასოციაცია „ქართული ღვინის“ მიერ, რომელსაც მსოფლიოს ღვინის მაგისტრებთან კომუნიკაციის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ამ ინიციატივის მიზანია მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარიზაცია.

ღვინის მაგისტრები საქართველოში დააგემოვნებენ ადგილობრივი მცირე, საშუალო და დიდი მარნების ღვინოებს. ეს უნიკალური შესაძლებლობა იქნება მწარმოებლებისთვის, საკუთარი პროდუქცია გააცნონ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ ასოციაცია „ქართულ ღვინოს“. ნიმუშების მიწოდება შესაძლებელია ყოველ სამუშაო დღეს, 12:00-დან 17:00 საათამდე. ნიმუშების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 25 თებერვალი. ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ღვინოები გაივლის წინასწარ დეგუსტაციას სპეციალური კომისიის მიერ.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

ღვინის მაგისტრების შესახებ ინფორმაციები იხილეთ ბმულზე

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი, ღვინის ეროვნული სააგენტო

ქართულმა ღვინოებმა Sakura-ზე 9 ჯილდო მოიპოვა

$
0
0

იაპონიაში ყოველწლიურად ტარდება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი Sakura, რომლის თავისებურება ისაა, რომ ჟიური მხოლოდ ქალბატონებისგან შედგება. ეს ქალბატონები არიან ღვინის მწერლები, კრიტიკოსები, სომელიეები, ჟურნალისტები. ყოველწლიურად კონკურსი რამდენიმე ეტაპად ტარდება და რამდენიმე კატეგორიის ჯილდოს გასცემს - ბრილიანტის, ორმაგი ოქროს, ოქროს, ვერცხლისა და სპეციალური ნომინაციების მიხედვით. 

საკურა არსებობის დიდ ისტორიას არ ითვლის, მაგრამ მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ კონკურსში გამარჯვებული ღვინოები მონაწილეობას იღებს და დიდი ინტერესით სარგებლობს აღმოსავლეთ აზიაში კვებისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბაზრობაზე - Foodex Japan, რომელიც იაპონიაში ტარდება და ყოველწლიურად, საშუალოდ, 76 000 ვიზიტორს მასპინძლობს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ Sakura-ში გამარჯვება ქართული ღვინოებისთვის, ერთგვარი, გასაღებია იაპონელ და აზიელ იმპორტიორებთან საკუთარი პროდუქციის წარსადგენად.

გასულ წელს Sakura-ზე კომპანია „ლუკასის“ ჩხავერი (2012) კონკურსის პირველ ეტაპზე, რომელიც თებერვალში ჩატარდა, ორმაგი ოქროს მედალოსანი გახდა, ხოლო მეორე ეტაპზე, გაზაფხულზე - ბრილიანტის ჯილდოს მფლობელთა მსოფლიო ოცდაათეულში მოხვდა. თელავის ღვინის მარნის 2013 წლის მწვანე-ქისს კი - ვერცხლის მედალი ერგო. 

Sakura-ს 2016 წლის მესამე გამოშვებაში ქართული ღვინოები მეტად წარმომადგენლობითი იყო, კონკურსში საქართველოდან მონაწილეობას იღებდა ღვინის მწარმოებელი 5 კომპანია,  შესაბამისად, ქართულ ღვინოებზე მეტი ჯილდოც გაიცა - 1 ორმაგი ოქრო , 4 ოქრო, 4 ვერცხლი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკონკურსოდ, ძირითადად, საფერავები იყო წარმოდგენილი. 

ორმაგი ოქროს მედალი კომპანია „კახურის“ ღვინოს ერგო - საფერავი რეზერვი (2005), ოქროს მედლები კი იმავე „კახურის“ 2008 წლის საფერავს, „ლუკასის“ ღვინოს - საფერავი. საოჯახო რეზერვი (2013), „თელავის ღვინის მარანის“ ღვინოებს - მარანი. კონდოლის ვენახები 2013, მარანი. რეზერვი 2007. ვერცხლის მედლები მოიპოვა კომპანია „შუმის“ ადგილწარმოშობის ღვინოებმა -  მუკუზანი. იბერიული (2013), ნაფარეული (2013), ასევე, კორპორაცია „ქინძმარაულის“ 2011 წლის ქვევრის საფერავმა და „თელავის ღვინის მარნის“ სატრაპეზოს ხაზის საფერავმა (2012). 

© ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

სვირი – Georgian Wine Infographics (53)

ღვინის გზა ღვინის სამშობლოში

$
0
0

არჩილ ნაცვლიშვილის ფოტო

ქეთო ნინიძე

უცხოელი ტურისტებისთვის „საქართველოსთან“ დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი მოლოდინი, როგორც წესი, ქართული ღვინოა.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გაცნობიერებულია ტურისტი ღვინოში, კრიტიკოსია, თუ სტუდენტი, საფერავს ამჯობინებს თუ ქინძმარაულს, ჩრდილოეთიდანაა, დასავლეთიდან, თუ - აღმოსავლეთიდან, მან იცის, რომ ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათია, რადგან მსოფლიო ამ ქვეყანას უკვე თამამად მოიხსენიებს „ღვინის სამშობლოს“ სტატუსით.  

აქედან გამომდინარე, უცხოელი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ის გამოცდილებები, რასაც საქართველო მათ ღვინის თემაზე სთავაზობს - მრავალფეროვანი, ან თუნდაც, ცალკეული დასახელებების („საფერავი“, „რქაწითელი“) ღვინოების დაჭაშნიკება, ტრადიციული, ან თანამედროვე მარნების დათვალიერება, სტუმართმოყვარე მევენახესთან ურთიერთობა, მასთან ადგილობრივი მეღვინეობის ისტორიასა და კონკრეტული ღვინოების დაყენების წესზე გასაუბრება, ღვინისა და ადგილობრივი სამზარეულოს შეხამება, სამახსოვრო ფოტოების გადაღება და სხვ. 

გარდა იმისა, რომ ღვინის ტურიზმს უდიდესი როლი აქვს მსოფლიო მასშტაბით ქვეყნის იმიჯის ჩამოყალიბებაში, ეს სფერო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ასევე, საქართველოში მცირე მარნების განვითარებისთვის. ტურისტული აქტივობების ფარგლებში იზრდება ღვინის ადგილზე მოხმარების მოცულობა. ეს კი განსაკუთრებული შესაძლებლობაა იმ მწარმოებლებისთვის (და ასეთები ბევრნი არიან), ვისაც საკუთარი პროდუქცია, ჯერჯერობით,  არ გააქვს ექსპორტზე. ღვინის ტურიზმი შესაძლოა, უმნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს სახელმწიფოსთვის იმ პირობებში, როცა დიდი მეღვინეობები წარმოების მასშტაბებს ამცირებენ და უახლოეს ხანებში, შეიძლება, დადგეს ყურძნის ჭარბი ნედლეულის ათვისების პრობლემა. ღვინის ტურიზმის განვითარება დიდად წაახალისებს ყურძნის ნედლეულის გადამუშავებას მცირე მარნების მიერ.

ღვინის სამშობლოში „ღვინის გზა“, ჯერჯერობით, ერთადერთი მასშტაბური ენოტურისტული პროექტია, რომელსაც სახელმწიფო უძღვება. პროექტი პირველად 2012 წელს განხორციელდა და ითვალისწინებდა როგორც საქართველოს რეგიონების ენოტურისტული პოტენციალის შესწავლას, ასევე ენოტურისტული მარშრუტების შემუშავებას, გზების მარკირებასა და საქართველოს ღვინის რუკის შექმნას. პროექტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით ასრულებდნენ: ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, მეღვინე ქალთა და ყურძნის მესაკუთრეთა ასოციაცია, ტურიზის გეოინფორმაციული ცენტრი, საქართველოს ღვინის კლუბთან თანამშრომლობით. 

პროექტის ცალკეულ დეტალებთან დაკავშირებით (მანიშნებლის დიზაინი, მანიშნებლების რაოდენობა, ობიექტის მიკვლევადობა) პროფესიული საზოგადოების მხრიდან კრიტიკული მოსაზრებებიც გამოითქვა, თუმცა ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ საერთო ჯამში, პროექტმა საქართველოში მცირე მარნების განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. 

„ღვინის გზის“ ეკონომიკური და კულტურული ბენეფიტები იმდენად კონკრეტული და ხელშესახები იყო, რომ მევენახეებს მიეცათ მოტივაცია, დაეარსებინათ ახალი, ან მოეწყოთ მამა-პაპისეული მარნები და შეექმნათ სხვადასხვა სერვისები. ასე რომ, 2012 წლის შემდეგ საქართველოში ბევრი მცირე მარანი გაჩნდა და არაერთმა დიდმა მეღვინეობამ განავითარა ახალი ტურისტული სერვისები. ამის გამო დადგა საქართველოს ღვინის რუკაზე მათი მონიშნვის საკითხი, შესაბამისად, „ღვინის გზის“ ხელახალი კვლევისა და მარკირების აუცილებლობაც გამოიკვეთა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ 2015 წლის ნოემბერში ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნა, რომ 2016 წელს, იგეგმებოდა პროექტ „ღვინის გზის“ განახლება. 

ენოტურისტული პროექტების, მათ შორის, „ღვინის გზის“ ეფექტურად და შედეგიანად განხორციელება დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს წილად ხვდა პატივი, ამა წლის სექტემბერში UNWTO-ს (გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის) ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლოს. 

2016 წლის იანვარში  საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროექტ „ღვინის გზის“ ფარგლებში ჩაატარა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებების ტენდერი, რომელიც ითვალისწინებდა „ღვინის გზის“ პროექტის ხელახალ მარკირებას. ადმინისტრაცია მომსახურების გამწევ ორგანიზაციას, ამჯერად, არ სთხოვდა საველე კვლევის განხორციელებას და სანაცვლოდ, მარნების უკვე შემუშავებულ გარკვეულ ჩამონათვალს სთავაზობდა. 

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი სახელმოხვეჭილი მარანი, საქართველოს, ან მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ხარისხიან ღვინოს სთავაზობს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს, ამ ჩამონათვალში არ აისახებოდა. ასეთებია - ნიკი ანთაძის, ჯონ ოქრუაშვილის, ნიკა ვაჩეიშვილის, სტორის, ამირან ვეფხვაძის, ბაია აბულაძის, ვინსენტის, გიორგი ღვარძელაშვილის, Enpard-ის მიერ დაფინანსებული ორი ახალი კოოპერატივის - „საზანოსა“ და „თერჯოლის ღვინის“, წოდორეთის და სხვა მარნები. 

ამ მეღვინეობების გარკვეული ნაწილი ყოველწლიურად მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენებზე და მნიშვნელოვანი აღიარებითაც სარგებლობს. მათ ღვინოებს მიღებული აქვს საერთაშორისო ჯილდოები და კრიტიკოსების მაღალი შეფასებები. 
სატენდერო განცხადების ეს რედაქცია მოიცავდა თბილისის ობიექტებსაც. მაგალითად, მაღაზიებს - „სარჩო“, „ღვინის სამყარო“ და რატომღაც არ გვთავაზობდა ღვინის სპეციალიზებულ ბარებსა და რესტორნებს - ღvino underground, g.Vino, აზარფეშა და სხვ. რომლებსაც Tripadvisor-ზე მაღალი შეფასებები აქვს. 

მეორე მხრივ, ჩამონათვალი მოიცავდა ისეთ მარნებს, რომლებიც, ჩვენი ინფორმაციით, არც ღვინის ხარისხით და არც რაიმე სხვა ასპექტით არიან გამორჩეულნი. ზოგიერთ შემთხვევაში მარანი ორი სხვადასხვა სახელით იყო წარმოდგენილი, მაგალითად, „სოლიკო ცაიშვილის მარანი“ და „ჩვენი ღვინო“, სიაში ცალ-ცალკე გვხვდებოდა. 

ამდენად, გაჩნდა კითხვები  ენოტურისტული ობიექტების ჩამონათვალის გარშემო - რამდენად აკმაყოფილებს ღვინის, ინფრასტრუქტურისა და სერვისის ხარისხის სტანდარტებს ის მარნები, რომლებმაც უცხოელ ტურისტებს ქართული ღვინო უნდა წარუდგინოს? ვინ და რა ეტაპზე შეაფასა მარნები? რა კრიტერიუმებით შეფასდა ობიექტები და რამდენად რეპრეზენტაციულია სია? და სხვ. 

ღვინის საინფორმაციო ცენტრმა ამ კითხვებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მიმართა, თუმცა სანამ პასუხებს მივიღებდით ადმინისტრაციამ უკვე ჩატარებული ტენდერი, რომელიც ააიპ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციას მოგებული ჰქონდა, გააუქმა. შესყიდვის შეწყვეტის ოქმში ვკითხულობთ, რომ ტენდერის სტატუსიდან („შერჩევა/შეფასება“) გამომდინარე, სატენდერო განცხადებაში ცვლილებების შეტანა შეუძლებელი იყო, რაც, საბოლოოდ, ტენდერის შეწყვეტის მიზეზი გახდა. 

17 თებერვალს ადმინისტრაციამ პროექტ „ღვინის გზის“ არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების ახალი ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალზე გამოქვეყნებული სატენდერო განცხადების ახალი რედაქცია წინამორბედისგან საკმაოდ განსხვავებულია. კერძოდ, გაზრდილია პოტენციური ობიექტების ზღვრული რიცხვი (120-130 ობიექტი). რაც მთავარია, საკუთრივ ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი: ამოღებულია 19 და დამატებულია 14 ახალი ობიექტი. სიიდან ამოღებულია თბილისის ობიექტები, რომლებიც, ახალი მოთხოვნის მიხედვით, რუკაზე დაიტანება, თუმცა მარკირებას აღარ დაექვემდებარება. 

ამჯერადაც არაერთი საინტერესო მარანია სიის მიღმა დარჩენილი, თუმცა, დოკუმენტში, ძველი რედაქციის მსგავსად, აღნიშნულია, რომ ობიექტების ჩამონათვალი ექვემდებარება ცვლილებას. 

როგორც ჩანს, პირველი ტენდერის გაუქმების მიზეზი ძველ სატენდერო განცხადებაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები გახდა. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, „ღვინის გზის“ ობიექტების სიის შემუშავების პროცესში ადმინისტრაციამ სხვადასხვა წყაროებიდან მოიპოვა ინფორმაცია, კერძოდ, დაუკავშირდა ყველა ასოციაციას, რომელიც ღვინის ტურიზმის მიმართულებით მუშაობს, კერძოდ,  ასოციაცია „ქართულ ღვინოს“, „ღვინის ტურიზმის ასოციაციას“, „საქართველოს ღვინის კლუბსა“ და ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ასევე მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებს. ზოგიერთი მარანი, მათი ინფორმაციით, თავად რეგისტრირდებოდა ადმინისტრაციის ბაზაში. 

ღვინის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი, ელენე ბუხაიძე აღნიშნავს, რომ განახლებული „ღვინის გზის“ პროექტის დეტალების შესახებ „მარანის“ პუბლიკაციიდან შეიტყო და პროექტის კონცეფციის, ან სიის შემუშავების პროცესში თანამშრომლობისთვის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ღვინის ტურიზმის ასოციაციისთვის არ მიუმართავს. პირიქით, მისი თქმით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საკუთარი ინიციატივით ურჩია რამდენიმე მარნის დამატება. 

იმავეს მოწმობს საქართველოს ღვინის კლუბის წარმომადგენელი, ზაზა გაგუა. მისი თქმით, ღვინის კლუბს მჭიდრო კონტაქტები აქვს მცირე მეღვინეობებთან საქართველოს ყველა რეგიონში. ამდენად, ორგანიზაციას თავიდანვე შეეძლო, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა როგორც ღვინის გზის პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბებაში, ასევე, მარნების წარმომადგენლობითი და რეალური სიის შემუშავებაში, თუმცა ადმინისტრაციას  ასეთი ინიციატივა არ გამოუხატავს. ამიტომ მან თავად შესთავაზა თანამშრომლობა პროექტის ინიციატორებს.

ელენე ბუხაიძე: „...ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებამდე, საჭიროა დაიგეგმოს კონკრეტული დარგის სპეციალისტების სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილული იქნება თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს გამართული ტურისტული ობიექტი. დაწყებული ინვენტარიზაციით, დამთავრებული ობიექტის მფლობელის სურვილით და ინტერესით, ანუ რას გააკეთებენ თვითონ ობიექტები მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნები არ უნდა იყოს ძალიან გამკაცრებული, რადგან ეს გამოიწვევს გაკონტროლების სირთულეს, ან საერთოდ წარუმატებელობას... საჭიროა წელიწადში ერთხელ მაინც განხორციელდეს პროექტის მონიტორინგი, რომ დადგინდეს, ფუნქციონირებს თუ არა ისევ ობიექტი და თუ ისევ აკმაყოფილებს კონკრეტულ მოთხოვნებს.“

ზაზა გაგუა: „ღვინის გზა, რომელიც პირველად 2012 წელს შესრულდა და რომლის შემსრულებელ ორგანიზაციასაც მე წარმოვადგენ, არ გვთავაზობდა მარნების წინასწარ სიას. თითოეულ მუნიციპალიტეტში, საველე კვლევების საშუალებით ჩვენ ვსწავლობდით ახალ და ახალ მარნებს, რომელთა შესახებ, თითქმის, არავინ იცოდა. „ღვინის გზაში“ მხოლოდ იმ ობიექტების კვლევა და მარკირება, რომლებსაც, უკეთეს შემთხვევაში, ესა თუ ის ორგანიზაციები სთავაზობს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, წარმატების შანსს უკარგავს იმ ახალ მარნებს, რომელთა შესახებ სხვადასხვა ორგანიზაციებს ინფორმაცია არ აქვთ, ამიტომ, ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ პროექტი, წინასწარ მოცემული სიის გარდა, საველე კვლევების კომპონენტსაც ითვალისწინებდეს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ძალიან საჭიროა „ღვინის გზის“ მობილური აპლიკაციის შექმნაც. აპლიკაცია ტურისტებს ობიექტის მიგნებასაც გაუადვილებდა და ამა თუ იმ მარნის შესახებ ინფორმაციისა და უკუკავშირის მოძიებაც შესაძლებელს გახდიდა. ვიმედოვნებთ, რომ ადმინისტრაცია ამაზეც იზრუნებს.“

ამ თვალსაზრისით ისიც საინტერესოა, რომ სატენდერო განცხადებაში თანდართული ობიექტების ჩამონათვალში ამ ეტაპზე 112 მარანია, რომელთაგან რეკომენდებული მხოლოდ 46-ია. ძირითადად, ეს არის 2012 წელს „ღვინის გზის“ პირველ ეტაპზე რეკომენდებული მარნები. დანარჩენი 66 მარნის ბედი, როგორც ადმინისტრაციაში გვიხსნიან, მას შემდეგ გადაწყდება, რაც ტენდერი ჩატარდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტენდერში მოგებული ორგანიზაციის მიერ ღვინის გზის მარკირება, რუკის შექმნა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საკუთარი რესურსებით, მინიმუმ, 66 მარნის კვლევა და შეფასება პარალელურად წარიმართება. ობიექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით - ღვინის ხარისხი, ინფრასტრუქტურა-ინვენტარი და მომსახურების ხარისხი. 

მეორე საკითხია, რა შედეგები გამოიკვეთება კვლევის დასრულების შემდეგ. ჰიპოთეტურად დასაშვებია ობიექტების სიის განახევრებაც (თუკი ეს ობიექტები არ დააკმაყოფილებს ზემოხსენებულ კრიტერიუმებს), და გაზრდაც (თუკი გამოიკვეთება, რომ ამ კრიტერიუმებს 130-ზე მეტი ობიექტი აკმაყოფილებს). შესაბამისად, ან მომსახურების გამწევი ორგანიზაცია იზარალებს, თუკი წინასწარ განსაზღვრულ თანხაში შეთანხმებულზე მეტი მარნის მარკირება მოუწევს, ან - სახელმწიფო, რომელსაც გაცილებით ძვირი დაუჯდება მომსახურება, ვიდრე - იმ შემთხვევაში, თუკი ობიექტების რეალური და საბოლოო ჩამონათვალი ტენდერის ჩატარებამდე იარსებებდა. 
თუმცა მოვლენებს არ გავუსწრებთ. დაველოდებით პროექტის განხორციელებას. საყურადღებო და უდაოდ დასაფასებელია ის გარემოება, რომ ახალი პროექტის ერთ-ერთი მიზანია ძველი „ღვინის გზის“ ხარვეზების აღმოფხვრა. როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ და ტურისტულმა პრაქტიკამაც აჩვენა, არსებული მარშრუტი, მანიშნებლების სიმცირიდან გამომდინარე, ქმნიდა გარკვეულ სირთულეებს ობიექტების მიკვლევადობის თვალსაზრისით. ახალი პროექტი ითვალისწინებს, როგორც ახალი ობიექტების მიმდებარედ გაცილებით მეტი მანიშნებლის დამონტაჟებას, ასევე  ძველი ობიექტების რეინვენტარიზაციასაც, რაც ტურისტს მარნამდე მისვლას გაუადვილებს. 

დაინტერესებულ პირებს, ვისაც არც ერთ სხვა პლატფორმაზე არ მიუღია ეს ინფორმაცია,  ვეტყვით, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აქვს ენოტურისტული ობიექტების ბაზა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირება, ადმინისტრაციაში განცხადების წარდგენის საფუძველზე. 

თუკი თქვენს მარანში ხარისხიანი ღვინის დაგემოვნება შეიძლება, სტუმრებს დახვეწილ მომსახურებას და გამართულ ინფრასტრუქტურას სთავაზობთ და ადმინისტრაციის ბაზაშიც დროულად დარეგისტრირდებით, შესაძლოა, ღვინის გზა თქვენს მარნამდეც მოვიდეს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


ანონსი - ლექცია ღვინის კლუბში: ტერასული მევენახეობა მესხეთში - პრინციპები და პერსპექტივები

$
0
0

სამშაბათს, 23 თებერვალს, საქართველოს ღვინის კლუბი გიწვევთ მნიშვნელოვან ლექციაზე. კომპანია მესხური ღვინოების დამფუძნებელი, გიორგი ნათენაძე ისაუბრებს თემაზე - „ტერასული მევენახეობა მესხეთში - პრინციპები და პერსპექტივები“.

მოგეხსენებათ, მესხეთში უკვე დაიწყო უძველესი ტერასების აღდგენა. როგორ იგეგმება ტერასების რეაბილიტაცია, რა ვიცით საქართველოში არსებულ ტერასებზე, რა უპირატესობები, მნიშვნელობა და პერსპექტივები აქვს ტერასულ მევენეხეობას მესხეთში და მთლიანად საქართველოში.

შეხვედრა გაიმართება ტრადიციულ ადგილას, ეროვნული ბიბლიოთეკის 3 კორპუსის მთავარ აუდიტორიაში.

დასაწყისი 19:00 სთ-ზე.

ვიმეორებთ, დასწრება თავისუფალია და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ქვეყნის მომავლისთვის :)

 

ისტორიული წყაროები. თავ. ლევან ჯორჯაძე. ღვინის წახდენის დროები, 1876

$
0
0

მევენახობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება. ხელთმძღვანელობისათვის კახური ღვინის მაყენებლებისა. შედგენილი თ. ლ. ე. ჯორჯაძისაგან. თბილისი, ექვთიმე ხელაძის სტამბა 1876

ღვინის წახდენის დროები

ბევრის გამოცდილებითა, ეგრეთვე ქიმიით და ფიზიკით, მოყვანილია ცნობაში, რომ ღვინომ იცის წახდენა  ამ ქვემორე აღწერილ დროებებში, სახელდობრ: 24 დეკემბერს, 10 მარტსა, მაისში ყურძნის ყვავილობის დროსა და ერთიც მაჭრის დუღილის დროსა; ამისათვის, ამ დროებებშია, უნდა ღვინო უთოვოდ ნახოთ და გაუფრთხილდეთ, რომ არ წახდეს, და თუ იმ დროებებში ღვინო ახალი გადაღებული არ იყოს, უთოვოდ უნდა ახადოთ ქვევრსა, მოხადეთ თავზედა, სარქველი წმინდათ გაურეცხეთ და თავზედ ღვინოსა გოგირდი დაუბოლეთ და ისე დააფარეთ სარქველი, ამისათვის რომ, ღვინის სიჭანკე მომეტებულათ უფრო თავიდამ მოხდება ხოლმე, და გოგირდის ბოლი აღარ დააჭანკებს თავიდამ ღვინოსა. ამ მიზეზებისა გამო სჯობია ღვინის გადაღება პირველ დეკემბრამდისა ანუ პირველ მარტამდისა, ხოლო ესეც უნდა გქონდეთ მხედველობაში, რომ მაჭრის – დუღილისა უნდა ნახოთ ძველი ღვინო, და არა დუღილის დროსა. 

ღვინის გაფრთხილების დრო რომ არ წახდეს

ღვინო უნდა შეინახოთ: ყინვისაგან ვიდრე აღდგომამდისა რომ არ დაძრეს, ზაფხულში სიცხისაგან, ელვისაგან და ქუხილისაგან, ქვევრი უნდა იჯდეს მიწაში ღრმათა და მიწა ეყაროს თავზედ ბევრი რომ ქუხილის ხმა არ ესმოდეს  ან ჰაერი არ ჩასდიოდეს ქვევრსა და მარანი უნდა იყოს დაფარებული რითიმე რომ ელვამ არ დახედოს ხოლმე ქვევრსა, უკეთუ დახედა ღვინოსა, ის ღვინო წაუხდენელი არ დარჩება, ეგრეთვე თუ ქუხილის ხმა ესმა ღვინოსა, წახდება.

მიწის ნძრევაში დიდი ქვევრი ღვინით სავსე, სიმძიმისა გამო ადვილათ გასქდება ხოლმე მეტადრე განიერი ქვევრი, ამისათვისა შემდეგ მიწის ძვრისა, ქვევრები არ უნდა ნახოთ ხოლმე რომ     ღვინო არ დაგეღვაროთ. 

შეტყობა ღვინისა თუ მალე წასახდენია

ჩაასხი ღვინო ნახევრათა ბოთლშია და აჭანჭყარეთ კარგათა, იქამდის რომ აქაფდეს და რა ქაფი მოიგდოს ბლომათა, მაშინ დადგით, თუ ქაფი მალე არ დაეკარგა და დიდ ხანს შერჩა, ნიშანია რომ ის ღვინო მალე წასახდენია და ამასთან დიდ ხანს ნაჭაჭყარები ღვინოსა ზოგიერთსა გემოზედაც შეეტყობა, ასე რომ რაკი ჩაწმდება ბოთლში ღვინო, გემოსა და სუნს გამოიცვლის მეტადრე მეორე დღესა სიჭანკეც დაემართება.

სტაქანში რომ მაღლიდამ ბოთლით ღვინო ჩაასხა, კარგს ღვინოსა ქაფი და წინწკლები შუაზედ მოექცევა და შუა სტაქანში არ დადგება არც ქაფი და არც იმის წინწკლები.
თუ წყალგარეულია ღვინო  იმის შეტყობა

ზეთი გააცხელე და დაასხი ზედ ღვინო, თუ წყალგარეული იქნება ღვინო, მაშინვე შხიპინს დაიწყებს და თუ წყალ გაურეველია, ჩუმათ დარჩება.

 

ისტორიული წყაროები. ავათ მყოფობა ღვინისა და იმისი წამლობა, ლევან ჯორჯაძე, 1876

$
0
0

მევენახობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება. ხელთმძღვანელობისათვის კახური ღვინის მაყენებლებისა. შედგენილი თ. ლ. ე. ჯორჯაძისაგან. თბილისი, ექვთიმე ხელაძის სტამბა 1876

ავათ მყოფობა ღვინისა  მოხდება ხოლმე უფრო ხშირათა ამღვრევითა, რომელსაც უწოდებენ კახეთშია ამ ღვინის სნეულებასა ღვინის გადაბრუნებას, – ამ სნეულებისაგან ღვინო შეიქმნება მღვრივე, სქელი ზეთივითა და ლორწოიანი ამასთან  მაგარი წამხდარი ღვინო თუ ჯერ გადუღებულია თხლიდამა, ის თხლე და ლექი თავზედ  მოექცევა და არ ჩაიწმინდება  დაბლა. ამგვარი სნეულება მოუხდება ხოლმე უფრო ხშირათა თეთრსა ღვინოსა,  რომელსაც აკლდება მუხის სიმჟავე (Дубальная кислота). მაგარი ღვინოები ამ სნეულებასა თითონ მოიხდიან ხოლმე, უკეთუ თხლეზედ დანჯღევენ ანუ დაურევენ ქვევრშია კარგათა ერთს ხუთს  დღესა გამუდმებით: რომელიც დანჯღევითა თითონ  ჩაიწმინდება  უწამლოთა და დაბალი ღვინო კი უწამლოთ არ გაკეთდება.

თუ წითელ ღვინოს შეემთხვა ეს სნეულება, და ამასთან წითელი ფერიც დაკარგოს, სანამ სულ წახდება ის ღვინო, უნდა  ჩაყაროთ  შიგა ერთს საპანეზედ 18 მისხალი ღვინის მარილი ესე იგი სიმჟავე (винно каменная кислота или крамертаръ), ეს  ღვინის მარილის სიმჟავე ყველგან იყიდება პაკეტებშია, იაფიც არის, როდესაც ჩაყაროთ ეს მარილი დაანჯღიეთ კარგათ ღვინო და გაკეთდება და თუ ამ წამლითა 17–ს დღეზედ ღვინო არ  მორჩეს და არ გაკეთდეს, მაშინ იხმარეთ მუხის სიმჟავე, რომელიც მოუნდება ერთ საპანეზედ 5 მისხალი აპტეკაში ნასყიდი. ხოლო წითელ ღვინოში ჯერ უთუოდ უნდა სცადოთ ღვინის მჟავე მარილი, ამისათვის რომ იქნება, მუხის სიმჟავე მომეტებულიც ჰქონდეს და  იმისაგან იყოს წამხდარი. 

ავათმყოფი ღვინის დაწმენდა ანუ გაკეთება რომ გინდოდეთ ჯერ უნდა გაიგოთ რომ რისაგან და რა მიზეზით არის წამხდარი ანუ ამღვრეული და შემდეგ უნდა დაწმინდოთ იმ წამლითა, რომელიც საჭირო იქნება ხოლო სნეულება, როგორ იცნობა  წერია ამის ქვემორე.

ღვინის ამღვრევა და გადაბრუნება იცის სამმა საგანმა: პირველი, თუ ყურძენი კარგათ მოწეულია და  მარცვალიც დამთვრებული აქვს და რომლისამე მიზეზით ყურძნის ჩენჩოს კანი, ესე იგი, ტყავი წამხდარი ექნება, იმისი ჭაჭა არ აიდუღებს კარგათა და დაიწყებს მალე ღვინოში ლპობასა და ის ჭაჭა ანუ იმისი ლექი აამღვრევს და გადააბრუნებს ღვინოსა;– ეს სნეულება იცის უფრო იმანა როდესაც ყურძენს მოწევის უმალ ხშირი და ხანგრძლივი წვიმები დადგება და შემდეგ ძლიერი ცხელი დღეები და გვალვა დადგება, რომლის გამო ყურძნის ჩენჩო დაიწვება და წახდება.

მეორე  საგანი ღვინის ამღვრევისა არის ესა: ყურძნის მარცვალს თუ შიგა წიპწა არ დაუმთავრდა და კარგათ არ მოიწივა, არ არის კარგი, იმიტომ რომ კარგად მოწეული წიპწის ჩენჩოში არის მომწარო და მომწკლარტო მუხის ხის ქერქის გემოს მსგავსი ზეთიანი სიმჟავე, რომელსაც რუსულათ ჰქვიან  (дубильная кислта) ესე იგი მუხის სიმჟავე, როგორც კარგი ჭაჭა რის საჭირო ღვინისათვის, ეგრეთვე მომატებულათ ეს სიმჟავე არის საჭირო  ღვნისათვისა დუღილის დროს მაჭრისა და კარგს თავ ღვინოსი თავზედ რომ ზეთივით ადგას ხოლმე ღვინო. ის იცის კარგი საღი წიპწის ზეთმა – წიპწის მოუწევრობა ანუ  შამოუსვლელობა მოხდება ხოლმე მაშინ, როდესაც ისვრიმის დროდგანვე ხანგრძლივი გოლვა დადგება, რომლისა გამო მარცვალი ისვრიმისა ვერ ამსხვილდება კარგათა და როდესაც ყურძენი მოიწევა და დაკრეფის დროს მისისა  წვიმები მოუნიჟებს მაშინ ვერც მარცვალი დამსხვილდება და ვერც წიპწა მოიწევა. კარგს თავ ღვინოსა, ყოველთვის აქვს ხოლმე ბუნებითი ცოტა მომწარო და მომწკლარტო გემო, მეტარე წითელ ღვინოსა და ამასთან კარგი ღვინო, თავზედ ზეთივით მოიგდება ხოლმე, ეს საგნები არის ღვინოშია ყოველთვისა კარგი წიპწისაგანა. თუ ეს წიპწა კარგათ მოწეული არარის, ის წიპწის მარცვალი იქნება მსუბუქი და ფერად თეთრი, რომლის გამო, ყურძნის წვენშია დუღილის დროსა არ შეზავდება და არ წავა ძირსა და ურო მომატებულათ თავზედ მოექცევა ღვინოსა იმ საჭირო ღვინოსა. ამგვარი წამხდარი წიპწიანი საფერავის ჭაჭა, არც შეღებავს ღვინოსა წითლათ. – და თუ წიპწა კარგი დამთავრებული იქნება, იმას ექნება  წაბლის ფერი.

მესამე მიზეზი ახდენს და ამღვრევს ღვინოსა ესა: როდესაც ღვინოს ჭაჭა არ ევარგება და ზიპწა კი კარგი დამთავრებული და მოწეული ექნება ანუ თუ წიპწა მომატებული მუხის სიმჟავის თვისებისა იქნება, მაშინ ეს მომატებული მუხის სიმჟავე ამღვრევს ღვინოსა და გადააბრუნებს,  ღვინის ფერის გაშავებაც ამ მიზეზმა იცის. ამისთვის რომ ჭაჭა რადგან არ ვარგა, ღვინოს ძალას ვერას აძლევს და მუხის სიმჟავე სჭარბობს, ჭაჭა იწყებს ლპობასა და მუხის სიმჟავე ფერს გაუშავებს და ამღვრევს ღვინოსა.

პირველ შემთხვევით ესე იგი ჭაჭის სიცუდის გამო ამღვრეული ღვინო, უნდა დაიწმინდოს თევზის წებოთი, რომელიც მოუნდება ერთს საპანეზედ 12 ანუ 14 მისხალი, ბევრჯერ 8 მისხალიც ეყოფა ხოლმე ერთს საპანეზედ  უკეთუ კარგათ გააკეთეს. ზაგრანიცაში ხმარობენ უფრო ხშირათ ერთს სპანე (40 ვედრა) ღვინის დასაწმენდათა 24 მისხალ წებოს ჩქარა დაწმენდისათვისა, – მაგრამ ბევრი წებოთი დაწმენდა კარგი არ არის ღვინისთვისა საბოლოვოთა. 

მეორე შემთხვევისათვის წიპწის სიცუდისა გამო. ამღვრეული ღვინო, უნდა დაიწმინდოს მუხის მჟავითა, რომელიც მოუნდება თვითეულ საპანეზედ, აპტეკაში ნასყიდი 5 მისხალი და შინ გაკეთებული. 

მესამე შემთხვევით ამღვრეული ღვინო ესე იგი  მომატებულის მუხის სიმჟავისაგან, უნდა დაიწმინდოს ეგრეთვე თევზის წებოთი, ხოლო როგორ იწმინდება თევზის წებოთი. 

ღვინის თუ წიპწის თვისება აკლია, იგი იქნება მღვრიე და მოთეთრო ფერისა და თუ ჭაჭისაგან არის წამხდარი, იგი იქნება მღვრივე. და მოყვითალო და თუ მომატებული მუხის სიმჟავისაგან იქმნება ამღვრეული, მაშინ იმ ღვინოსა ფერი ან ქვევრშივე გაუშავდება და ან მაშინ გაშავდება როდესაც ჰაერი დაჰკრამს ანუ სტაქნით  გამოიტანთ ჰაერში და სინათლეზედ,  მაშასადამე პირველ შემთხვევაში უნდა დაიწმინდოს  მუხის სიმჟავით და მეორე და მესამე შემთხვევაში თევზის წებოთი. – Излишекъ или недостатокъ въ  винъ  дубильной кислоти, исправляется новою дубовою бочкою.

თუ ღვინის ავათმყოფობის ანუ ამღვრევის მიზეზი ვერ გაიგოთ, მაშინ უმჯობესი არის რომ ცოტათი ბოთლში სცადოთ, რომელშიაც ჯერ უნდა დაანჯღრიოთ ღვინო იქნება იმით ჩაიწმინდოს, შემდეგ თევზის წებოთი სცადეთ და თუ იმითაც 14-ს დღეზედ არ ჩაიწმინდა, მაშინ ნიშანი იქნება, რომ ღვინოსა ჰკლებია მუხის სიმჟავე, რომლითაც უნდა დაწმინდოთ ღვინო. მაინც ყოველგვარ შემთხვევაში თუნდა რომ საქმე გაგებული იყოს,  სჯობია რომ ყოველთვისა ჯერ ბოთლში სცადოთ ღვინის წამლობა და შემდეგ ბევრი გააკეთოთთ ქვევრშია.

 

„ჩვენ რთულ მწვერვალებს შევეჭიდეთ“. ინტერვიუ Georgian Toast-ის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, თემო აბულაძესთან

$
0
0

2016 წელს Boston Wine Expo-ზე ქართული ღვინო ადგილობრივ მომხმარებლებს, პროფესიულ საზოგადოებას, გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებსა და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებს ქართული ღვინის იმპორტიორმა კომპანიამ, Georgian Toast-მა გააცნო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კომპანიების - თბილღვინოს, ჯაყელების ორგანული ვენახისა და ღვინოების და კახური ტრადიციული მეღვინეობის 6 ღვინო: საფერავი 2012 - ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები; რქაწითელი 2014, საფერავი 2013, საჩინო 2014 - Georgian Velleys (თბილღვინო), რქაწითელი 2013, ორბელური ოჯალეში 2012 - კახური ტრადიციული მეღვინეობა.

ღვინის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა კომპანია Georgian Toast-ს, სთხოვა გაეზიარებინა შთაბეჭდილებები Boston Wine Expo-ს გარშემო და ორიოდე სიტყვით მოეთხრო საკუთარი მისიისა და საქმიანობის შესახებ.

გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, თემო აბულაძესთან.

თუ შეიძლება, გაგვაცანით თქვენი კომპანია, მისი მიზნები.

დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი კომპანიით. Georgian Toast გასულ წელს დაარსდა ოთხი მეგობრის მიერ, რომელთაგან ორი ქართველია. ჩვენი მიზანია, ქართულმა ღვინომ ადგილი დაიმკვიდროს და ცნობადი გახდეს აშშ-ში, ისევე, როგორც სამხრეთ აფრიკამ, ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ექსკლუზიურად ქართულ ღვინოებზე და საკუთარ თავს მოვიაზრებთ ქართული ღვინისა და კულტურის ელჩებად. ჩვენთვის განათლება უმთავრესი პრიორიტეტია და გვჯერა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ერთგული და მზარდი მომხმარებლის მოპოვების ერთადერთი გზა ჩვენი ღვინოების შესახებ საზოგადოებისა და შესაბამისი ბაზრის ინფორმირებაა.

Georgian Toast იყო ის კომპანია, რომელმაც წლევანდელ Boston Wine Expo-ზე ქართული ღვინო წარმოადგინა. როგორია გამოფენასთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები?

Boston Wine Expo მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩვენთვის. ეს არის ნამდვილად ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებაა, შესაბამისად, გვქონდა პატივი, შევხვედროდით კვებისა და სასმელების ინდუსტრიის არაერთ ხელმძღვანელს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ, ელჩების როლში, დიდი სიამოვნებით ვუამბეთ ხალხს ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ. ღვინოების დაგემოვნების შემდეგ ყველა აღფრთოვანებული დარჩა და შეფასებებიც ყოველმხრივ დადებითი იყო. უმეტესობას, ვინც გამოფენას ესწრებოდა, არასდროს სმენოდა ქართული ღვინის შესახებ, თუმცა როგორც კი დააგემოვნეს, ყველა ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი გაეგო. როგორც ქართული ღვინის ახალი დისტრიბუტორები აშშ-ში, ჩვენ ძალიან გაგვახარა ამგვარმა აღტაცებამ.

ქართული ღვინო აშშ-ში, შეიძლება ითქვას, პირველ ნაბიჯებს დგამს. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გამოწვევებმა იჩინა თავი ქართული ღვინის წინაშე ამერიკის ბაზარზე?

მიუხედავად დადებითი გამოხმაურებებისა, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. ჩვენ რთულ მწვერვალებს შევეჭიდეთ. ამერიკული ბაზარი საოცრად კონკურენტულია და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ღვინოს სვამენ და დახვეწილი გემოვნება უყალიბდებათ, ქართული ღვინის შესახებ მათ ჯერ კიდევ არ იციან.

ჩევნ გვჯერა, რომ გრძელვადიან ჭრილში, ერთადერთი გამოსავალი, რაც ამ პრობლებას გადაჭრის, ეს არის საქართველოს მთავრობის, მეღვინეობებისა და იმ კომპანიების თანამშრომლობა, რომლებიც ქართულ ღვინოს თავიანთი პორტფოლიოს ბოლოსკენ, სხვათაშორის კი არ დაურთავენ, როგორც ამას ჩვენამდე ბევრი აკეთებდა, არამედ, უშუალოდ კონცენტრირებულნი არიან მასზე. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს იმ კომპანიებსა და ადამიანებს, რომლებიც უდაოდ მოწადინებულნი არიან, რომ ქართული ღვინო პრორიტეტული გახდეს.

რას მოიაზრებთ თქვენს უახლოეს გეგმებში?

ჯერჯერობით, გვაქვს პატივი, ვიმუშაოთ რამდენიმე არაჩვეულებრივ მეღვინეობასთან და, ამასთანავე, ვცდილობთ ჩვენი პორტფოლიოს განვითარებას. ჩვენი კონტეინერი 30 მარტამდე საქართველოშია. ვიწვევთ ნებისმიერ მარანს, მოგვაწვდინონ ხმა, ვისაც უნდა, რომ გავითვალისწინოთ აშშ-ში იმპორტისა და დისტრიბუციისთვის.

ესაუბრა ქეთო ნინიძე

19/02/2016

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ტერასული მევენახეობა მესხეთში. გიორგი ნათენაძის საჯარო ლექცია ღვინის კლუბში

$
0
0

ფოტო: ნანა მეფარიშვილი

23 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში საქართველოს ღვინის კლუბის მორიგი ლექცია, თემაზე - ტერასული მევენახეობა მესხეთში,  პრინციპები და პერსპექტივები - კომპანია ვარძიის ტერასების დირექტორმა და მესხური ღვინოების დამფუძნებელმა, გიორგი ნათენაძემ ჩაატარა. 

ლექციის შესავალ ნაწილში მომხსენებელმა ისაუბრა მსოფლიოში ტერასული მეურნეობის ჩამოყალიბების შესახებ და ამავე კონტექსტში, მესხეთში ტერასული მევენახეობის გენეზისისა და განვითარების ისტორიაზე - თუ როგორ იხვეწებოდა მესხეთში ტერასული მეურნეობა და როგორ ყალიბდებოდა დამოუკიდებელი დარგის სახით; მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო ტერასების სხვადასხვა ტიპები - დარიჯი, საქვე, ბაქანი, ოროკო, როკეთი. ისაუბრა, ასევე, ტერასული მევენახეობის უპირატესობებზე (მზის დახრის კუთხე, მაღალი რადიაცია; საუკეთესო საირიგაციო სისტემა; კარგი აერაცია; ქვის ტერასების სიმხურვალე - ნაყოფის ვეგეტაციის ხელშეწყობა). 

განვითარების რა ეტაპები გაიარა მეურნეობის ამ სახეობამ მესხეთში და როგორ აღწერდნენ მოგზაურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მესხურ ტერასებს; რა ცნობებია დაცული ისტორიულ წყაროებში ამასთან დაკავშირებით - აღნიშნულ საკითხებს გიორგი ნათენაძემ საგანგებო ყურადღება დაუთმო. ლექციაზე განხილული იყო მთიანი რეგიონების კლიმატური თავისებურებები და მასთან დაკავშირებული რისკები, განსაკუთრებით, კლიმატის ცვლილებების კონტექსტში. გიორგი ნათენაძემ აუდიტორიას წარუდგინა ის ტერასები, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი მესხეთის რეგიონში. ასეთებია ნიჯგორის, ოლოდას, ჭაჭკრის, ხერთვისისა და სხვ. 

მომხსენებელმა ისაუბრა მესხეთის ტერასებზე შემორჩენილი და ტაო-კლარჯეთში დღესდღეობით არსებული კულტურული ვაზის ჯიშების შესახებ, ზოგადად მიმოიხილა ვაზის იშვიათი მესხური ჯიშები. უნდა აღინიშნოს, რომ თავად გიორგი ნათენაძე, საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, დიდ ინფორმაციას ფლობს ვაზის მესხური ჯიშების თაობაზე. მას აქვს როგორც საველე კვლევის, ამპელოგრაფებთან კონსულტაციების საფუძველზე, ჯიშების იდენტიფიცირების, ასევე, აღნიშნული ჯიშების სამეურნეო და სამეწარმეო პოტენციალის შესწავლის საკმაოდ დიდი გამოცდილება. 

განსაკუთრებით ინფორმაციული და საინტერესო იყო ლექციის ის ნაწილი, როცა გიორგი ნათენაძემ აუდიტორიას წარუდგინა მესხეთის ტერასების საპილოტე პროექტი და შეაჯამა პროექტის რეგიონული და ეროვნული მნიშვნელობა. მან ისაუბრა ტერასული მევენახეობის პერსპექტივებზე მესხეთში, როგორც აგროტურისტულ, ასევე, სამეურნეო ჭრილში.  

ლექციის შემდეგ მოეწყო მესხური ღვინოების დაგუსტაცია. გიორგი ნათენაძემ სტუმრებს საკუთარი საოჯახო მარნის 2010 წლის მოსავლების შემდეგი ღვინოები წარუდგინა: მესხური საფერე, ხარისთვალა, ცხენის ძუძუ, თეთრი.

ლექციას, ტრადიციულად, ესწრებოდნენ, როგორც საქართველოს ღვინის კლუბის წევრები, ასევე, მევენახეობითა და მეღვინეობით დაინტერესებული პირები. კლუბი განაგრძობს საჯარო ლექციებს აქტუალური დარგობრივი  საკითხების გარშემო. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

კონსტანტინე მოდებაძე – მეღვინეობა

ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, 2017 წელი საქართველოს წლად გამოცხადდება

$
0
0

ფოტო: სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური გვერდი

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, 2017 წელი ბორდოში საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად გამოცხადდება. 

აღნიშნულ შეთანხმებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდის თავმჯდომარემ, სილვი კაზიმ  მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად, 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ახალ მსოფლიო ცენტრში, საქართველო პირველი საპატიო სტუმარი და მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენის - „ზვრები - საქართველო“ ორგანიზატორი იქნება. გამოფენის ფარგლებში იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების - დეგუსტაციის, სემინარის, კონფერენციის, ფილმის ჩვენებების ჩატარება. ექსპოზიცია და ღონისძიებები თვენახევრის მანძილზე იქნება წარმოდგენილი. 

სილვი კაზი აღნიშნავს, რომ ეს იქნება უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც დაეხმარება საფრანგეთში ქართული ღვინისა და საქართველოს პოპულარიზაციას და რომ საამაყოა, რომ ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ცენტრში პირველი გამოფენა, სწორედ საქართველოს მიეძღვნება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

იხილეთ „მარანის“ პუბლიკაცია ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრის დაარსების შესახებ


კორპორაცია ქართული ღვინო ინიციატივას - UN Global Compact შეუერთდა

$
0
0

კორპორაცია ქართული ღვინო მეორე კომპანიაა საქართველოდან, სასმელების სექტორში, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) ინიციატივაში გაწევრიანდა

გაეროს გლობალური შეთანხმება არის გაეროს ინიციატივა, რომელიც წაახალისებს ბიზნესს მსოფლიოს მასშტაბით, მდგრადი და სოციალურად პასუხისმგებელი პოლიტიკის შესაქმნელად. UN Global Compact  თავის წევრებს სთავაზობს პრინციპებზე ორიენტირებულ კონვენციას. შეთანხმება დაფუძნებულია ათ პრინციპზე, სხვადასხვა მიმართულებით: ადამიანის უფლებები, შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა. გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივაში მსოფლიოს 8000-ზე მეტი კომპანიაა გაწევრებული. 

საქართველოში პირველი კომპანია რომელიც სასმელების სექტორში UN Global Compact-ის წევრი გახდა, თელიანი ველი იყო, რომელიც შეთანხმებას 2007 წელს შეუერთდა და 2012 წელს გამოეთიშა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

ვაზის გასხლვა

ღვინის ტურიზმის ასოციაცია და TNT მარნებს „ხელიდან ხელში“ ექსპორტის სერვისს სთავაზობს

$
0
0

არაერთ მცირე და საშუალო მარანს დღემდე დიდ დაბრკოლებებს უქმნის ღვინის ექსპორტის თანამდევი ბიუროკრატიული პრობლემები, რაც ღვინის მწარმოებლების მხრიდან სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. 2 მარტსღვინის ტურიზმის ასოციაციამ გადამზიდავ კომპანია TNT-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რაც, სწორედ, აღნიშნული სირთულეების დაძლევაზე და ღვინის ექსპორტის პროცედურულ გამარტივებაზეა ორიენტირებული. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ღვინის ტურიზმის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ელენე ბუხაიძემ და კომპანია TNT-ს გენერალურმა დირექტორმა, ნინო მენთეშაშვილმა. 

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ღვინის  ტურიზმის ასოციაცია დაინტერესებულ მარნებს სთავაზობს კომპანია TNT-ს მომსახურების სპეციალურ პირობებს, მათ შორის, საქართველოდან საერთაშორისო გზავნილების „ხელიდან ხელში“ მიწოდების სერვისს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. 

„მოლაპარაკება რომელიც ასე წარმატებით შედგა ღვინის ტურიზმის ასოციაციასა და TNT-ს შორის დიდი ნახტომი იქნება ღვინის ექსპორტის განვითარებისთვის . „კარიდან კარამდე“ სერვისი უზრუნველყოფს ყველა იმ ბიუროკრატიული და ლოჯისტიკური პრობლემების გაიოლებას რაც ზოგადად ტრანსპორტირებას თან ახლავს. მხოლოდ ღვინის ტურიზმის ასოციაციის მეშვეობით შეუძლია მეღვინეს ღვინის გადაზიდვის დროს „კარიდან კარამდე“ სერვისის განსაკუთრებული შემოთავაზების მიღება, ჩვენც ჩვენს პოზიციებს ვამყარებთ და მიღწეული მოლაპარაკებას და შემოთავაზებული პირობების ექსკლუზივით ვსარგებლობთ“ - აღნიშნავს ღვინის ტურიზმის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ჩუბინიძე ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში. 

ღვინის ტურიზმის ასოციაციისა და კომპანია TNT-ს ურთიერთთანამშრომლობის ზოგადი მიზნები ითვალისწინებს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და მცირე და საშუალო მეღვინეობების ბიზნესის ხელშეწყობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

ღვინის ტურიზმის ასოციაცია და TNT მარნებს „ხელიდან ხელში“ ექსპორტის სერვისს სთავაზობს

$
0
0

არაერთ მცირე და საშუალო მარანს დღემდე დიდ დაბრკოლებებს უქმნის ღვინის ექსპორტის თანამდევი ბიუროკრატიული პრობლემები, რაც ღვინის მწარმოებლების მხრიდან სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. 2 მარტსღვინის ტურიზმის ასოციაციამ გადამზიდავ კომპანია TNT-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რაც, სწორედ, აღნიშნული სირთულეების დაძლევაზე და ღვინის ექსპორტის პროცედურულ გამარტივებაზეა ორიენტირებული. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ღვინის ტურიზმის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ელენე ბუხაიძემ და კომპანია TNT-ს გენერალურმა დირექტორმა, ნინო მენთეშაშვილმა. 

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ღვინის  ტურიზმის ასოციაცია დაინტერესებულ მარნებს სთავაზობს კომპანია TNT-ს მომსახურების სპეციალურ პირობებს, მათ შორის, საქართველოდან საერთაშორისო გზავნილების „ხელიდან ხელში“ მიწოდების სერვისს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. 

„მოლაპარაკება რომელიც ასე წარმატებით შედგა ღვინის ტურიზმის ასოციაციასა და TNT-ს შორის დიდი ნახტომი იქნება ღვინის ექსპორტის განვითარებისთვის . „კარიდან კარამდე“ სერვისი უზრუნველყოფს ყველა იმ ბიუროკრატიული და ლოჯისტიკური პრობლემების გაიოლებას რაც ზოგადად ტრანსპორტირებას თან ახლავს. მხოლოდ ღვინის ტურიზმის ასოციაციის მეშვეობით შეუძლია მეღვინეს ღვინის გადაზიდვის დროს „კარიდან კარამდე“ სერვისის განსაკუთრებული შემოთავაზების მიღება, ჩვენც ჩვენს პოზიციებს ვამყარებთ და მიღწეული მოლაპარაკებას და შემოთავაზებული პირობების ექსკლუზივით ვსარგებლობთ“ - აღნიშნავს ღვინის ტურიზმის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ჩუბინიძე ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში. 

ღვინის ტურიზმის ასოციაციისა და კომპანია TNT-ს ურთიერთთანამშრომლობის ზოგადი მიზნები ითვალისწინებს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და მცირე და საშუალო მეღვინეობების ბიზნესის ხელშეწყობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

მევენახეობა-მეღვინეობა სამეგრელოში

$
0
0

გიორგი ბარისაშვილი

მოკლე მიმოხილვა

სამეგრელო მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით მეტად საინტერესო რეგიონია, სადაც ახლო წარსულში სოფლის მეურნეობის ეს დარგები ძალიან მაღალ დონეზე იდგა. ამაზე უამრავი ისტორიული წერილობითი წყარო მეტყველებს, თუმცა ამჯერად ჩვენ ამ საგანთა განხილვაზე არ შევჩერდებით.

  დიდად სამწუხაროა, რომ ამჟამად სამეგრელოში მევენახეობა-მეღვინეობისა და განსაკუთრებით კი მეგრული ვაზის ჯიშების გავრცელების საკითხი ცუდ დღეშია და ჩვენგან თხოულობს დახმარებას. ზოგადად ვაზის ჯიშთა წარმოქმნის კოლხეთის კერის ჯიშები და კონკრეტულად კი მეგრული ვაზის ჯიშები უდაოა, რომ ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანია, ხოლო ამავე ჯიშებში მეგრული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში - ოჯალეში ნამდვილ მარგალიტს წარმოადგენს, როგორც საქართველოში, ისე, შეიძლება ითქვას, მთელს მსოფლიოშიც. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც, რატომღაც თვლიან, რომ ოჯალეში არ არის ქართული ვაზის ჯიში და ის უცხოეთიდანაა შემოტანილი, რაც, რა თქმა უნდა, სიცრუეა!

  თვალი გადავავლოდ მეგრულ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალს, მათ შეფერილობებსა და დანიშნულებებს: აბშილური, იგივე ავშილური (წითელყურძნიანი), აფხაზურა (თეთრყურძნიანი), გოდაათური (ღია შავი), გრეხი (წ), დედოფლის კითი (თ), დუდღუში (თ), დღვლაბე (თ), ეგურძული (თ), ვერნახი (წ), ზერდაგი(თ), თეთრიშა(თ),  თხურთხუ (თ), კაპისტონი მეგრული (თ), კეთილური (წ), კერთოლი (წ), კვაწახურა (თ), კოლოში (წ), კუტალა (წ), ლაგილური (თ), მაჭყვატური (წ), მუხიშხა (წ), ოფოფი (თ), ოქონა (თ), ოჯალეში (წ), პანეში (წ), პუმპულა (წ), საკუმა (თ), სამაჭრო (თ), უგვარო (წ), უჩაჭუბერი (წ), ჩეკოლოში (თ), ჩერგვალი (თ), ჩეში (თ), ჩეჩქიში (თ), ჩეჭიფეში (თ), ჩეხარდანი (თ), ჩიჩკიში (თ), ჩხაბერძულა (წ), ჩხოროკუნი (წ), ჩხუში (წ), ჩხუჩეში (წ), წალენჯიხის თეთრი (თ), ჭვიტილური (თ), ჭითაში (წ), ჭოტიში (თ), ჭუბერი (თ), ხოჯისთოლი (იგივე ხარისთვალა მეგრული) (წ). წყარო: ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე – "საქართველოს ამპელოგრაფია". თბილისი, 1960 წ.  

ამ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სამეგრელოში 47 ადგილობრივი ვაზის ჯიშია, საიდანაც 20 წითელყურძნიანია, ხოლო 27 კი თეთრყურძნიანი. სამეგრელოს ვაზის ჯიშთა სორტიმენტიდან ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილები მხოლოდ ორ ჯიშსა აქვს, ესენია: აბშილური, იგივე ავშილური და დუდღუში. რაც შეეხება ყურძნის დანიშნულებებს, მეგრულ ვაზის ჯიშთა აბსოლუტური უმრავლესობა საღვინე მიმართულებისაა. თუმცა გვხვდება ერთდროულად საღვინე და სასუფრე დანიშნულების ჯიშებიც, მაგალითად: ჩერგვალი, ჩეჭიფეში, პანეში. საღვინე დანიშნულებისა და ამასთან ყურძნის წვენის წარმოებისათვის პერსპექტიული ჯიშია, მაგალითად აბშილური. ხოლო ხარისხიანი სუფრის ყურძნის მომცემი ჯიშია "ხოჯისთოლი", იგივე ხარისთვალა მეგრული.

  ფილოქსერას გამოჩენამდე სამეგრელოში მევენახეობა საკმაოდ მაღალ დონეზე მდგარა და კარგადაც ყოფილა განვითარებული. სამწუხაროდ, ფილოქსერასა და ასევე სოკოვანი დაავადებების გამოჩენის შემდეგ სამეგრელოში მევენახეობას ურთულესი პერიოდი დაუდგა. შემდგომში, საბჭოთა კავშირის პერიოდის დროს დარგს გარკვეული განვითარება დაეტყო. თუმცა ადგილობრივი ვაზის ჯიშების მოსახლეობაში გავრცელების საქმე მაინც უკანა პლანზე იყო გადაწეული. რეგიონში ძირითადად იმერული ვაზის ჯიშები და უპირატესად ცოლიკოური იყო გავრცელებული. სამეგრელოს მევენახეობის პრობლემატიკაზე საინტერესო ცნობებს ვკითხულობთ ერმილე ნაკაშიძის  წიგნში – „მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში“. თბილისი, 1929 წ.

  მაქსიმე რამიშვილის წიგნში – "გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები". თბილისი, 1949 წ. ვკითხულობთ, რომ 1945 წლისათვის სამეგრელოში 2787 ჰექტარი ვენახი ყოფილა გაშენებული...

 ძალიან სამწუხაროა, რომ, როგორც ოჯალეშის, ისე სხვა, არაერთი უნიკალური ვაზის ჯიშის მშობელი მხარე – სამეგრელო დღეს ფაქტობრივად უქმადა სცდება. თუ არ ჩავთვლით სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელ მაგალითს, მევენახეობის მხრივ სამეგრელოში მართლაც, რომ სავალალო მდგომარეობაა. ამას ემატება ისიც, რომ ერთ დროს შინამრეწველობის დარგით – მექვევრეობით განთქმულ მხარეში დღეს ქვევრი აღარ კეთდება, არადა განსხვავებული სტილით გამორჩეული მეგრული ქვევრი ნამდვილად არ ჩამოუვარდება არც იმერულს, არც კახურს და არც გურულ ქვევრებს. მეორე მხრივ, თუკი ადგილობრივი ხელისუფლება მოინდომებს, ამ საქმის გადარჩენა ჯერ კიდევაა შესაძლებელი...  

 ამჯერად გვინდა შევეხოთ ერთ, მეტად საინტერესო და უნიკალურ ვაზის ჯიშს, რომელიც დიდად პერსპექტიულია და მაღალი ღირსების ღვინოსაც იძლევა. ეს გახლავთ სამეგრელოს თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში „ჭვიტილური“. ცნობებს ამ ჯიშის შესახებ ვკითხულობთ წიგნში „საქართველოს ამპელოგრაფია“. თბილისი, 1960 წ. (ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე) საიდანაც ვიგებთ: „ჭვიტილური სამეგრელოს მოსახლეობაში ცნობილია დამატებითი სახელებით: ჭვიტილოური და ჭყვიტილური. გადმოცემით ირკვევა, რომ წარსულში ჭვიტილური მასობრივად ყოფილა გავრცელებული სამეგრელოს მთისპირა მიკრორაიონებში (წალენჯიხაში, კორცხელში, ნაკიფუში, ჩხოროწყუში, საჩინოში, ფოცხოში, უშაფათში, მუხურში, მარტვილში, კიწიაში, თამაკონში, სალხინოსა და მათ მომიჯნავე სოფლებში. ჭვიტილურის მაღლარები ჯიშისათვის დამახასიათებელი, საკმაოდ ძლიერი ზრდა-განვითარებით ხასიათდებოდა და უხვ მოსავალსაც იძლეოდა. მის პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა ღვინის დასაყენებლად და „ჭვიტილურის ღვინო“ სახელგანთქმული ყოფილა არა მარტო სამეგრელოში, არამედ მთელს დასავლეთ საქართველოში. გადმოცემით, იგი კარგად იტანდა ტრანსპორტირებას და როგორც საუკეთესო გემური თვისებების მქონე, ჰარმონიული, შინაარსიანი ღვინო, ხანგრძლივადაც ინახებოდა. რაც შეეხება მის ბოტანიკურ დახასიათებას, მოვიყვანთ მოკლე ცნობებს ხსენებული წიგნიდან. ზრდასრული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა და მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმისაა. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია მონაცრისფრო ქეჩისებრი ბუსუსებით. ყვავილი ორსქესიანია, ნორმალური განვითარებით. მარცვალი მოყვითლო-ყავისფერია, საშუალო ზომისაა და აქვს მომრგვალო ფორმა. საკმაოდ სქელკანიანია, წვნიანი და ხორციანია, გემო სასიამოვნო და ტკბილი აქვს. კანი რბილობს ძნელად სცილდება. ჭვიტილურის კვირტების გაშლა მიმდინარეობს აპრილის პირველ ნახევარში. ყვავილობის პირველი ნიშნები ვაზს ემჩნევა მაისის დამლევს და ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში 12 ივნისამდე გრძელდება. ყურძნის შეთვალება იწყება 20-25 აგვისტოდან. ხოლო მასობრივად ყურძენი ოქტომბრის ბოლოს მწიფდება.

  სამეგრელოს მთისპირა სოფლებში ჭვიტილური საშუალოზე ძლიერად იზრდება. ჯიში დიდ მგრძნობელობას იჩენს ჭრაქისადმი. დაკვირვება ცხადყოფს, რომ ჭვიტილური ძლიერი ზრდა-განვითარებისა და უხვმოსავლიანი ჯიშია, განსაკუთრებით ღრმა-ღონიერ ნიადაგებზე. ფერდობ და ხირხატ ადგილებში მისი ზრდა თუმცა შენელებულია და მოსავალიც შედარებით მცირე მოდის, მაგრამ სამაგიეროდ პროდუქცია განსაკუთრებული მაღალი გემური თვისებებით, სინაზითა და ჰარმონიულობით ხასიათდება. სწორედ ამგვარმა ადგილებმა გაუთქვა სახელი ჭვიტილურის ღვინოს. აქედან ცხადია, რომ ამ ჯიშისაგან მაღალხარისხიანი პროდუქციის მიღების მიზნით მისი გაშენება აუცილებლად სამეგრელოს მთისპირა სოფლებში, სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ და მზით უხვად განათებულ ნაკვეთებზე უნდა ხდებოდეს. როგორც აღინიშნა, ჭვიტლურის ღვინო მაღალ გემურ თვისებებთან ერთად, კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია. ვაზზე დატოვებული ჭვიტილურის ყურძენი საკმაოდ დიდხანს ინახება და არ ლპება. გადმოცემით, ყურძენს ხშირად ტოვებდნენ მაღლარ ვაზებზე და საჭიროების მიხედვით კრეფდნენ დეკემბერ-იანვარში“.

  როგორც ვნახეთ, ჭვიტილური საკმაოდ პერსპექტიული ჯიშია და იმედს გამოვთქვამთ, რომ სამეგრელოში ამ ჯიშს კვლავაც გაამრავლებენ. ზოგადად, მეგრული ვაზის ჯიშების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას და გამრავლებას დიდად შეუწყობს ხელს სამეგრელოში ვაზის საკოლექციო ამპელოგრაფიული ნაკვეთისა და სანამყენეს მოწყობა. ცხადია, ამ საქმეს არა მოყვარულები, არამედ შესაბამისი ცოდნა გამოცდილების კადრები ესაჭიროება. ეს კი დიდადაა დამოკიდებული ადგილობრივი ხელისუფლების კეთილ ნებაზე...

  ჩვენი მოკლე მიმოხილვის დასასრულს არ შეიძლება არ აღინიშნოს ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ღვაწლი ოჯალეშისა და ზოგადად სამეგრელოს ვაზის ჯიშების გამრავლების საკითხში. მისივე კურთხევით სალხინოს მონასტერში გაშენებულ ოჯალეშის ვენახებს მონასტრის წევრები ეკოლოგიური მევენახეობის პრინციპებით უვლიან და ამგვარად მოწეული ყურძნისაგან აყენებენ ნატურალურ ღვინოს, რაც ნამდვილად მისაბაძი მაგალითია!

გარდა სალხინოს მონასტერში გაშენებული ვენახისა, მნიშვნელოვანია, რომ სოფელ ოდიშში და ახალსოფელში 7 წლის წინ გაშენდა ოჯალეშის საკმაოდ მოზრდილი ვენახები (მთლიანობაში 8 ჰა), რომელსაც ღვინის მწარმოებელი შ.პ.ს. „დორემი“ აგრეთვე ეკოლოგიური მევენახეობის პრინციპებით უვლის. ამავე ვენახებში, ახლო მომავალში იგეგმება მეგრული ვაზის ჯიშების, ჭვიტილურისა და ჩეშიც გაშენება. ასევე ნამდვილად აღსანიშნავია ზაზა გაგუას მოღვაწეობაც, რომელიც ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც ოჯალეშის ღვინო, ასევე ნატურალური მეღვინეობის პრინციპებით ჩამოასხა. იგი ასევე ზრუნავს, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში მოაწყოს ვაზის სანერგე მეურნეობა, საიდანაც შემდგომში მოხდება მეგრული ვაზის ჯიშების გავრცელებაც. 

©ღვინისკლუბი/vinoge.com

Viewing all 2651 articles
Browse latest View live