Quantcast
Channel: "მარანი" - ქართული ღვინო
Viewing all 2732 articles
Browse latest View live

პროფესია - სომელიე


გიორგი მანაგაძე - მანაგაძეების ღვინის კომპანია - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (34)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

1980 წლიდან მოყოლებული ჩემს ოჯახში იწარმოება ლეჩხუმის მხარის უნიკალური ღვინოები. 2017 წლამდე არ ვახდენდით მის რეალიზებას და მომხმარებლები ძირითადად ოჯახის სტუმრები იყვნენ. 2017 წლის დასაწყისში დავაფუძნე კომპანია და დავიწყე ჩვენი პროდუქციის გაცნობა საზოგადოებისათვის. ჩვენი ძირითადი ამოცანაა მივიწყებული მამაპაპური ტრადიციების გაცოცხლება და თანამედროვე ტექნოლოგიებთან შერწყმა, უძველესი ქართული ვაზის ადგილწარმოშობის ჯიშების გამრავლება.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

დღეისათვის გაშენებული გვაქვს უსახელოურისა და ცოლიკოურის ვენახები. აღნიშნული ვაზის ჯიშები წარმოადგენს  ლეჩხუმის საკუთრებას და მხოლოდ რამოდენიმე მიკრო ზონაში იღებს გამორჩეულ თვისებებს. დაინტერესებული ვართ ასევე ლეჩხუმში უძველესი დროიდან არსებული ვაზის 18 ჯიშიდან თითოეულის მოკვლევა გაშენებით.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ამ ეტაპზე ვაწარმოებთ:

უსახელოური-ბუნებრივად ნახევრად ტკბილი

ცოლიკოური-ბუნებრივად ნახევრად ტკბილი

ვგეგმავთ ასევე ვაწარმოოთ ცოლიკოური ნახევრად მშრალი და მშრალი, უსახელოური ნახევრად მშრალი.

ჩვენს მიერ წარმოებული ღვინოები დამზადებულია ორგანულად მოყვანილი ყურძნისაგან, მათ გააჩნიათ განსაკუთრებული სურნელი, გემო და არომატი, თავსებადია ტიტრული მჟავიანობა და შაქრიანობა. ეს ყველაფერი კი ყალიბდება ლეჩხუმის მხარის კლიმატით, რომელსაც ძირითადად ხვამლისა და ასხის მთები აყალიბებს.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

2017 წელს დავიწყე წარმოებული პროდუქციის რეალიზებაზე ზრუნვა. ყველა მაღაზია თუ რესტორანი  ღვინის დეგუსტაციის შემდეგ სიამოვნებით თანამშრომლობს ჩვენთან: 8000 მოსავალი, ვინომანია და სხვა. შემოთავაზებები გაიზარდა ახალი ღვინის ფესტივალზე მონაწილეობის შემდეგ და ამ ეტაპზე სარეალიზაციოდ პროდუქცია აღარ გვაქვს.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ამ ეტაპზე ჩვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე არ გადის (შეზღუდული რაოდენობის გამო), მაგრამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა რამდენიმე ქვეყნაში მოღვაწე ბიზნესმენებისაგან და შემოთავაზებაც გვაქვს. მომავალ წელს აუცილებლად გავზრდით წარმოებას და უცხოეთის ბაზარზეც შევალთ.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– მთავარ სირთულეს წარმოადგენს ფინანსები. იმისათვის, რომ  ვაწარმოოთ  მაღალი ხარისხის პროდუქცია, მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მსგავსი საწარმოების მშენებლობას.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

მნიშვნელოვანია როგორც მევენახე-მეღვინე სპეციალისტების, ასევე საზოგადოების ცოდნის ამაღლება ღვინის კულტურის შესახებ. ღვინის მაღალი ხარისხის პოპულარიზაცია.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– ვაზს  როგორც „გამოვზრდით“ ნაყოფსაც შესაბამისს მოგვცემს, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა სახის აგროწესების დროული დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა პირობებში მოწეული და გადამუშავებული ყურძნისაგან შექმნან ხარისხიანი პროდუქცია, არ შეუშინდნენ სიძნელეებს და წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

Managadze family winery (მანაგაძეების ღვინის კომპანია)

მისამართი: ცაგერი,ოყურეში.

ტელეფონი: +995 598 41 09 41

ელფოსტა: mwcompany89@gmail.com

ფეისბუკ გვერდი:managadze wine company/მანაგაძეების ღვინის კომპანია

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017.

ვენახების საკადასტრო პროგრამა

$
0
0

ვენახების საკადასტრო სისტემა წარმოადგენს ვენახების ფართობების, გაშენებული ჯიშებისა და სხვა მონაცემების ერთობლიობას, რომლითაც იდენტიფიცირდებიან მეღვინეობის სფეროში დასაქმებული მევენახეები და მწარმოებლები.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამის განხორციელება 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან დაიწყო. 2015-16 წლებში კადასტრის პროგრამა თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა. პროგრამა ეტაპობრივად მოიცავს კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს.

ამჯერად პროგრამის განხორციელება დაიწყო ახმეტის მუნიციპალიტეტით. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „რუკა მაპინგი“ პროგრამის ფარგლებში უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ვენახების ორთოფოტოებს უღებს, რის საფუძველზეც შემდგომში მომზადდება საკადასტრო რუკები, ალფანუმერული ინფორმაცია მევენახეებისა და ვენახების შესახებ, ჯიშებისა და სხვა მახასიათებლების ჩათვლით.

ღვინის ეროვნული სააგენტოსთავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი:“კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად  მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის“.

მისი თქმით, კადასტრის პროგრამა ღვინის კომპანიებს დაეხმარება სანედლეულო ბაზის პროგნოზირებასა და პროდუქციის სიმძლავრეების წინასწარ დაგეგმვაში, რომელიც პირდაპირ აისახება კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე,  მევენახეებს გაუადვილდებათ კომუნიკაცია ღვინის კომპანიებთან, გამარტივდება ყურძნის მოსავლის პროგნოზირება და ჩაბარების პროცესი, გაჩნდება ღვინის წარმოების ზუსტი სტატისტიკა, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარგის ეფექტური მართვა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017

ამერიკელი სომელიეები საქართველოში

$
0
0

ამჟამად საქართველოში ამერიკის წამყვანი რესტორნების სომელიეები იმყოფებიან. მათი ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება. ღვინის პროფესიონალების ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie”-ის მმართველი ჯული პეტერსონი (Julie Peterson) ხელმძღვანელობს.

ამერიკელი ღვინის პროფესიონალები მოინახულებენ ღვინის საწარმოებს სამეგრელოში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში. სტუმრებმა უკვე დააგემოვნეს დასავლეთ საქართველოს ღვინოები და ახლა კახეთში იმყოფებიან.

ჯული პეტერსონი აღნიშნავს: "ჩვენ გვინდა განვაგრძოთ ბაზრის წარდგენა ყველა მწარმოებლისთვის, მოგვყავს იმპორტიორები, მედიის წარმომადგენლები. ამ ჯგუფის წევრებმა, რომელშიც არიან სომელიეები ჩიკაგოდან, სენტ-ლუისიდან და ნიუ-იორკიდან, არაჩვეულებრივი კვირა გაატარეს, მიიღეს ინფორმაცია ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებაზე,  გაიცნეს მწარმოებლები. ველოდებით კვირის დარჩენილი დროის ასევე საინტერესოდ გატარებას. ჩვენ გვაქვს სხვა სომელიეების სია, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ ჩამოვიდნენ საქართველოში და ნახონ რა ხდება აქ ღვინის სფეროში.”

ნიუ-იორკის ერთ-ერთი რესტორნის სომელიე ჯეიმს სლაი განსაკუთრებით ალადასტურით მოიხიბლა. იგი აცხადებს, რომ დიდი ხანია სურდა საქართველოში ჩამოსვლა და ქართული ღვინოების ადგილზე დაგემოვნება.

„ღვინოს საქართველოში უძველესი ტრადიციებით აწარმოებენ და გარდა ამისა, შეაქვთ სიახლეები ამ ტექნოლოგიაში. სწორედ ამან შთამაგონა აქ ჩამოსვლა. ქვეყნაში მოგზაურობამ თბილისიდან იმერეთში და შემდეგ კახეთში, საშუალება მომცა გამეგო მრავალფეროვნება რეგიონებისა და კლიმატის  მიხედვით, რაც ღვინოებს განსხვავებულს ხდის. დასავლეთის ღვინოები მსუბუქი და ცოცხალია, აღმოსავლეთის კი უფრო ძლიერი. ამან შესაძლებლობა მომცა დამენახა ქართული ღვინო სხვა კუთხით, არა როგორც ერთფეროვანი პროდუქტი, არამედ განსხვავებული შესაძლებლობებისა და არომატების ერთიანი სპექტრი. მიუხედავად იმისა, რომ 30 ქართული ღვინო მქონდა დაგემოვნებული ნიუ-იორკში, აქ ჩამოვედი და ბევრი ახალი ღვინო გავსინჯე, მაგალითად, იმერეთში ალადასტური  - ვერ ვიჯერებდი რასაც ვაგემოვნებდი, ასეთი რამ ჯერ არ გამისინჯავს, არც ქართული და არც სხვა ქვეყნების ღვინოები” -აღნიშნა მან.

ამერიკელ სომელიეებს ტურის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობდნენ შემდეგ ღვინის კომპანიებს: „იაგოს ღვინოები“, „შატო მუხრანი“, „რამაზ ნიკოლაძის ღვინოები“, “საოჯახო მარანი - ოდა“, „ვარციხის მარანი“, „მეღვინეობა ხარება - იმერეთი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ჭოტიაშვილის ღვინის მარანი“, „შუხმანის ღვინოები“, „ორგო/ვიტა ვინეა“, „შალაურის მარანი“, „შუმი“, „ჩელთი“, „ფაფრის ველი“, „ჯონი ოქრო“, „ხოხბის ცრემლები“, „ასკანელი ძმები“, „შავნაბადა“, „ლუკასი“, ასევე ეწვივნენ  მექვევრე ზაზა კბილაშვილს.

აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. ამ ქვეყანაში აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებას. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 176 274 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 43%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017

წიგნები ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკიდან

$
0
0

ზუსტად 5 წლის წინ, 2012 წლის 14 ივლისს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და საქართველოს ღვინის კლუბმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც გახდა საფუძველი მევენახეობის, მეღვინეობისა და, ზოგადად, ქართული ალკოჰოლური სასმელების კვლევისა და პოპულარიზაციის გრძელვადიანი პროექტისა. ამ დროიდან მოყოლებული ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ღვინის კლუბმა ათეულობით ლექცია და სემინარი ჩაატარეს და რაც მთავარია, 2015 წლის იანვარში ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში გაიხსნა „ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა“.

ბიბლიოთეკაში საქართველოში გამოცემული თითქმის ყველა იმ წიგნის მოძიება შეიძლება, რომელიც მევენახეობა–მეღვინეობას შეეხება. აქაა როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ძველი რესურსები, ისე უკანასკნელo წლების გამოცემები, სახელმძღვანელოები, ისტორიული წყაროები, ანალიტიკური ტექსტები, ენციკლოპედიები და ვიზუალური მასალით მდიდარი კატალოგები. მკითხველს შეუძლია, მოიძიოს სხვადასხვა დროს გამოცემული საჭირო ლიტერატურა მევენახეობაში, მეღვინეობაში, ნიადაგმცოდნეობასა და სხვა დარგებში. აქ წარმოდგენილი მდიდარი წიგნადი რესურსები შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონის მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიისა და აქტუალური მდგომარეობის შესახებ.

ბიბლოთეკამ უკვე ათეულობით გამოცემა გახადა ხელმისაწვდომი, რომლებიც შეგიძლიათ ეროვნული ბიბლიოთეკისადა ღვინის კლუბისსაიტებიდან გადმოწეროთ.

მკითხველს შევახსენებთ მცირე ნაწილს იმ ახალი გამოცემებისა, რომელიც ბოლო წლებში შეიძინა ბიბლიოთეკამ:

მევენახეობა

Jancis Robinson, Wine Grapes: A Complete Guide to 1,368 Vine Varieties, Including Their Origins and Flavours

Ted Goldammer, Grape Grower's Handbook Perfect

R. E. White, Understanding Vineyard Soils

Frederic T. Bioletti, Vine Pruning

Charles Frankel, Land and Wine: The French Terroir

მეღვინეობა

Jamie Goode, The Science of Wine: From Vine to Glass

John Hudelson, Wine Faults: Causes, Effects, Cures

David Bird , Understanding Wine Technology

Clark Smith, Postmodern Winemaking: Rethinking the Modern Science of an Ancient Craft

Kevin Zraly, Kevin Zraly's Windows on the World Complete Wine Course (Kevin Zraly's Complete Wine Course)

ორგანული, ბიოდინამიკური და ნატურალურიი მევენახეობა–მეღვინეობა

Nicholas Joly, Wine from Sky to Earth: Growing & Appreciating Biodynamic Wine

Nicolas Joly, What Is Biodynamic Wine: The Quality, the Taste, the Terroir

Per Karlsson, Britt Karlsson, Biodynamic, Organic and Natural Winemaking: Sustainable Viticulture and Viniculture

Lon Rombough, The Grape Grower: A Guide to Organic Viticulture

ისტორია, ატლასები

Hugh Johnson, Hugh Johnson's the Story of Wine

Hugh Johnson, Jancis Robinson, The World Atlas of Wine

Randall Heskett, Joel Butler, Divine Vintage: Following the Wine Trail from Genesis to the Modern Age

მსოფლიოს ღვინოები

Clive Coates, An Encyclopedia of the Wines and Domaines of France

Clive Coates, The Wines of Burgundy

Hugh Johnson, Hugh Johnson's Pocket Wine 2015

Oz Clarke's Pocket Wine A-Z 2015

Jon Bonne, The New California Wine: A Guide to the Producers and Wines Behind a Revolution in Taste

Mike DeSimone, Jeff Jenssen, Wines of the Southern Hemisphere: The Complete Guide

Evan Goldstein, Wines of South America: The Essential Guide

Jacky Bind, Alsace: The Wine Route

James Halliday, James Halliday's Australian Wine Companion 2015: The Bestselling and Definitive Guide to Australian Wine (James Halliday Australian Wine Companion)

Kerin O'Keefe, Barolo and Barbaresco: The King and Queen of Italian Wine

Ana Fabiano, The Wine Region of Rioja

Jésus Barquín, The Finest Wines of Rioja and Northwest Spain: A Regional Guide to the Best Producers and Their Wines (The World's Finest Wines)

Robert V. Camuto, Palmento: A Sicilian Wine Odyssey (At Table)

Nicolas Belfrage, The Finest Wines of Tuscany and Central Italy: A Regional and Village Guide to the Best Wines and Their Producers (The World's Finest Wines)

Stephen Reinhardt, The Finest Wines of Germany: A Regional Guide to the Best Producers and Their Wines (Fine Wine Editions)

Bill Nanson, The Finest Wines of Burgundy: A Guide to the Best Producers of the Côte D'Or and Their Wines (The World's Finest Wines)

Michael Edwards, The Finest Wines of Champagne: A Guide to the Best Cuvées, Houses, and Growers (The World's Finest Wines)

Stephen Brook , Hugh Johnson, The Finest Wines of California: A Regional Guide to the Best Producers and Their Wines (The World's Finest Wines)

Harry Karis, The Chateauneuf-du-Pape Wine Book

ღვინის დაგემოვნება, სომელიეს ხელოვნება

Michael Gibson, The Sommelier Prep Course: An Introduction to the Wines, Beers, and Spirits of the World

Jancis Robinson, How to Taste: A Guide to Enjoying Wine

Evan Goldstein, Daring Pairings: A Master Sommelier Matches Distinctive Wines with Recipes from His Favorite Chefs

Evan Goldstein, Joyce Esersky Goldstein, Perfect Pairings: A Master Sommelier's Practical Advice for Partnering Wine with Food

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017.

Views from Vinexpo 2017 -- Part 2: Georgian Wines

Главнейшие болезни виноградной лозы в Кахетии в 1925 г.

$
0
0

გადმოწერეთ 

Эристави, Е. М. Махарадзе, Н. Г. Главнейшие болезни виноградной лозы в Кахетии в 1925 г. Тбилиси, 1026.

ამერიკელი სომელიეების ვიზიტი საქართველოში


RAW WINE New York 2016 - Book Signing: ‘For the Love of Wine’ by Alice Feiring

ქარვის ბარი - საქართველოს ღვინის ბარების და მაღაზიების მეგზური (2)

$
0
0

დაახლოებით ერთი წლის წინ, რამდენიმე ღვინის მოყვარულ მეგობარს გაუჩნდა სურვილი შეექმნა გამორჩეული ადგილი, სადაც სტუმრები სიამოვნებით ივლიდნენ ღვინის საგემად. თან არა მხოლოდ მცოდნეები და ღვინოში კარგად გათვითცნობიერებული ადამიანები, არამედ ყველა, ვისაც კარგი ღვინო უყვარს. მართალია თბილისში უკვე იყო რამდენიმე წარმატებული ღვინის ბარი, რომელიც ღვინის ამ ახალგაზრდა ენთუზიასტებს ძალიან მოსწონდათ, განსაკუთრებით ღvino underground, 8000 მოსავალი, მაინც თვლიდნენ, რომ ამ სფეროში ნიშა კიდევ იყო შესავსები. ძირითადი მიზანი კი ნატურალური და ქვევრის ღვინოების პოპულარიზაცია იყო და ფიქრობდნენ, რომ გამორჩეული გარემოს შეთავაზებით მოახერხებდნენ ამას.

ადგილიც საუცხოო შეარჩიეს - თბილისის ისტორიულ უბანში, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე. სივრცე თითქოს შექმნილი იყო იმისთვის, რომ აქ ღვინის ბარი დაიდებდა ბინას. მინიმალურად დასჭირდათ ცვლილებები ინტერიერში. ძველი თაღები, აგურის კედლები, მოხატული ჭერის ფრაგმენტი ორნამენტებით ყველაფერი უცვლელად შეინარჩუნეს, დანარჩენი კი განაახლეს.

თავიდან, რადგან ორიენტირად ქვევრის ღვინოები ქონდათ, ბარის სახელზე ფიქრისას ერთი ვერსია "Orange Bar" იყო, მაგრამ მსჯელობის დროს ერთერთმა პარტნიორმა ახსენა სიტყვა  - "Amber", რომელიც ყველამ ერთხმად მოიწონა და აიტაცა. "Amber" ქარვისფერი - ქვევრის ღვინის აღმნიშვნელი სახელწოდება ეფექტურად და მიმზიდველად ჟღერს ქართულად და ინგლისურად და მომგებიანად მოიხდინა ახლადგახსნილმა ქარვის/Amber ბარმა.

ასე გაჩნდა თბილისის ძველ უბანში ზუსტად 6 თვის წინ ახალი ღვინის ბარი და მიუხედავად ამ მცირე დროისა, უკვე ბევრი ღვინის მოყვარულის საყვარელი ადგილი გახდა, სადაც მიდიან რომ დალიონ საუკეთესო ქართული ღვინოები, ღვინოსთან შეხამებული გემრიელი კერძები მიაყოლონ და ცოცხალი მუსიკით ისიამოვნონ. აქ მოსულ ადამიანებს გარემო მეგობრული და კეთილგანწყობილი ხვდებათ და სტუმრების შეფასებაც შესაბამისად დადებითია.

ქარვის ბარშიღვინოების შერჩევა სადეგუსტაციო კომისიის მიერ ხდება. ძირითადი აქცენტი ქართულ ნატურალურ ღვინოებზეა. იშვიათი ღვინოების გარდა, აქვთ კონვენციური ღვინოების დიდი არჩევანიც. რადგან ბიო ღვინოები არ არის იაფი, უფრო მეტად აქედან გამომდინარე, ბარი ალტერნატივას სთავაზობს მომხმარებელს. ადამიანს შეუძლია შემოვიდეს და 15 ლარად კარგი ღვინო დალიოს და ისიამოვნოს. ბარში ასევე გასინჯავთ "სახლის ღვინო"-ს - ეს არის საგანგებოდ შერჩეული რომელიმე მცირე საოჯახო მარნის ღვინო, რომელსაც ბარი სპეციალურ ფასად გვთავაზობს.

ღვინის კლუბთანსაუბრისას, ქარვის ბარისერთერთმა დამფუძნებელმა, სანდრო კიკნაძემგვითხრა, რომ ყველაზე კარგად იყიდება ჯაყელების, ბექა გოცაძის, სოლიკო ცაიშვილის და კახა ჭოტიაშვილის ღვინოები. გაყიდვებში ტრადიციულად ლიდერობს საფერავი და რქაწითელი, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მომხმარებლებში. ქარვის ბარში ღვინის დაჭაშნიკებასთან ერთად, თქვენს მიერ მოწონებული ღვინის შეძენაც შეგიძლიათ შინ წასაღებად, თან 10 % იანი ფასდაკლებით. ქარვის ბარისსანგრიაც უნდა აღვნიშნოთ, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში.

ღვინოებთან შეხამებული უგემრიელესი ტრადიციული და ევროპული კერძების გემოები და შთაბეჭდილება კი დიდხანს გაგყვებათ, სამზარეულო არც მინიმალისტური და არც რესტორანივით გადატვირთულია, ზომიერი არჩევანია. ერთ–ერთი გამორჩეული, ქართული სამზარეულოდან, რაჭული ლორია, ლობიოს და პიტას სტილში გამომცხვარი პურების თანხლებით. ასეთი ფორმით მოწოდებული ლორის დაფა ქარვის ბარის შეფმა შეადგინა. ღვინოსთან ერთად შეგიძლიათ ასევე გასინჯოთ ნიგვზისა და თხილის საფანელში ამოვლებული ყველის ჩხირები. ძალიან მოსწონთ სტუმრებს ქარვის ბარის საფირმო ბრუსკეტებიც მსხლით, ლურჯი ყველით თუ ორაგულით და სხვა.

ქარვის ბარშირეგულარულად იმართება ღვინოსა და გასტრონომიულ კულტურასთან დაკავშირებული ღონისძიებები: მეღვინეებთან შეხვედრები, როგორიც იყო ჯაყელების, ჩხეიძეების, ღვინის ქურდების, კორტავების საღამოები, ასევე საუბრები ჭიქა ღვინოსთან მალხაზ ხარბედიასთან ერთად და სხვა. ამ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებით და დეგუსტაციებით ცდილობენ ღვინოები პოპულარული გახადონ და განსხვავებული გემოვნების მომხმარებელი დააინტერესონ. ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა ქარვის ბარში ჩატარებულმა ფრანგული სამზარეულოს და ქართული ქვევრის ღვინის საღამომ. კვირაში რამდენჯერმე ბარში მისულ სტუმრებს ცოცხალი მუსიკა ელოდებათ.

მთავარი მიზანი ბარის დამფუძნებლებისთვის ღვინის სამომხმარებლო კულტურის ამაღლებაა. ძირითადი მომხმარებლები ქართველები არიან, აქედან 70 პროცენტი ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ნახევრად ტკბილ ღვინოს სიამოვნებით მიირთმევენ. უფრო ხშირად სტუმარი ჭიქით იღებს ღვინოს. ბარს სტუმრობენ უცხოელი ტურისტებიც.

სანდრო: "უცხოელები უფრო კლასიკურად უყურებენ, იციან ღვინის დეგუსტაცია როგორ უნდა ჩატარდეს, უფრო გათვითცნობიერებულები არიან, ქართველები უფრო მეტს სვამენ.

ღვინის დაგემოვნების კულტურა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა მზარდია, და ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ღვინის ბარი გაიხსნება, მით უფრო შეუწყობს ხელს ამ კულტურის განვითარებას. ყოველ ახალ კარგ ბარს, ჩვენ ვუყურებთ როგორც მოკავშირეს და არა როგორც კონკურენტს."

ცოტა ხნის წინ, ქარვის ბარისინიციატივით, ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი ჩატარდა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც მიეძღვნა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მეღვინის, ვახო ფაღავას ხსოვნას. ფესტივალზე მისულმა სტუმრება დააგემოვნეს 30-მდე ნატურალური ღვინის მწარმოებელი მარნის ღვინოები და თბილისის საუკეთესო ღვინის ბარ-რესტორნების მიერ წარმოდგენილი კერძები. ფესტივალზე კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცათ ღვინის მოყვარულებს ნატურალური ღვინოები და მცირე მეწარმეები გაეცნოთ.

Amber Bar • ქარვის ბარი

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 49

ტელეფონი: +995 514 49 00 49

ელფოსტა: amberbartbilisi@gmail.com

ფეისბუკი: https://www.facebook.com/AmberbarTbilisi/

სამუშაო საათები: 12:00 - 01:00

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017.

ბიზნესის დრო - რა მოცულობით და რა ფასში გადის ქართული ღვინო კანადაში

ახლად მოგონებული რიგი ვაზის გამრავლებისა

$
0
0

ივანე სერებრიაკოვი [ოქრომჭედლიშვილი]

სტატიაგამოქვეყნდა – გუთნისდედა. - თბილისი, - 1863 - N 19 - გვ. 1.განხილულია ეს ინოვაცია მევენახეობაში, რომელიც ეკუთვნის ფრანგ მევენახე იოსებ ჰუდლოს. ავტორს მოყავს მთელი რიგი დადასტურებული ფაქტები, სადაც პროპაგანდას უწევს ამ ახალ მეთოდს და მოუწოდებს ქართველ მევენახეებს, რომ ეს სიახლე აუცილებლად დანერგონ ქართულ მევენახეობაში. „მართლად და დიდი მოგონებაა ჰუდლოს საშვალობა და დიდის სიხარულით უნდა იყოს მიღებული ყველა ვენახის მკეთებლებისაგან“.

სტატია იბეჭდება უცვლელად.

„ფრანციაში მოუგონიათ ახალი რიგი ვაზის გამრავლებისა, რომელიც ერთი ორად აადვილებს ვენახის აშენებას და ასწრაფებს ვაზის სრულ ჰასაკში მოსვლასა. ეს ამბავი ორი თვეა რაც მოგვივიდა ფრანციიდან, მაგრამ აქამდინ ვერ უცხადებდით ჩვენ მკითხველებსა ამიტომ, რომ გვსურდა საფუძვლიანად შეგვეტყო სიმართლე ამ საქმისა სხვა მხრიდამაც და ჰაზრი თვით ფრანციელთ მამულის მკეთებლებისა. შემდგომ მოსულმა ცნობაებმა სრულად დაამტკიცა ეს ამბავი. უკანასკნელ ნომერში ფრანციულის ჟურნალისა (ჟურნალი საპრაკტიკო ხვნა თესვისა, გამოიცემის პარიჟში უ. ბარრალისაგან) ისეთი სახელოვანი და სანდო მამულის პატრონები ლაპარაკობენ ქებით ამ საგანზე, რომ ყოველივე ეჭვი უადგილო იქმნება სარგებლობაზე და სიმარჯვეზედ ახლად მოგონებულის ვაზის მოშენებისა.

ვაზი, ყველამ იცის, გამრავლდება ანუ მოშენდება ორ გვარის საშუალობით: რქის ჩაყრითა ან დედა ვაზის დაწვენითა. ბევრი უხერხობა მოსდევს ერთსაცა და მეორესაც. ჩაყრილი რქა იშვიათად იკეთებს ღონიერ დოყსა და საკმაოდ გაშლილს ძირკვებსა. პირველ წელიწადში ძლივ მკვიდრდება თავის ადგილ და სამი-ოთხი წელიწადი უნდა ალოდინო პირველი ნაყოფის გამოღებამდე. დაწვენა უფრო უტყუარია, რადგანაც დაწვენილი რქა ჰსწოვს სანოვაგს თავის დედა ვაზისაგან, მაგრა იმგვარი გამრავლებაც თუმცა შესაძლებელია სავსე ვენახში, არ არი საკმაო მაშინ, როცა გვწადიან დიდი ვენახის აშენება. ცხადია, რომ პირველი ამ საშუალობითგანი არის ძვირი და ხუთ ექვს წელიწადს ალოდინებს მინამ მისცემს საშუალო მოსავალსა, მეორე ძვირიც არის და ბევრ შემთხვევაში უხერხო. ის რიგი ვაზის გამრავლებისა, რომელიც მოუგონებია ფრანციელს ჰუდლოსა, არის ყველა შემთხვევაში სახერხო, როგორც რქის ჩაყრა და უტყუარი, როგორც დაწვენა. ესე იგი აქვს ყოველივე ღირსება ორისავე საშუალობისა და არა აქვს არც ერთის ნაკლულოვანება.

აი რაში მდგომარეობს ეს საშვალება: შემოდგომას ანუ ზანთრივ უნდა მოიჭრას რქა ანუ გაისხლას ვენახი, საიდამაც სწადიან ნერგის აღება. სადაც კოკორი აქვს რქასა, იქ უნდა გადაიჭრას ორ ადგილას: ნახევარ თითის დადება კვირტის იქით და ნახევარი თითისვე დადება კვირტის აქეთ, ასე რომ ამ რქის გამონაჭერს კვირტი შუაში მოუიდეს, ესეთი რქის ნაჭრები უნდა მომზადდეს იმდენი, რამდენი ძირი ვაზიც უნდა დარგან, ამ ნაჭრებს ჩაჰყრიან კალათში, შაიტანენ სარდაფში და ზედ მიაყრიან შავ სუქან მიწასა. მერე თებერვალში, ადრე თუ გვიან, უნდა კარქათ მოიხნას ის ადგილი, სადაც ჰსურთ ვენახის აშენება და გასწორდეს ფარცხითა; მერე უნდა გაატარონ კვლები ანუ წვრილი არხები, სიღრმით გოჯნახევარი ანუ ორი გოჯი. არხში ის კვირტიანი ნაჭრები ჩაყარონ, როგორც ლობიოს სთესენ, იმ სიშორეთ ერთმანეთისგან, როგორც ვაზი უნდა იდგეს, ზედ მიაყარონ კარგი მიწა და გატკეპნონ. შემდგომ ხშირი მორწყვის მეტი აღარა უნდა რა, თუ მეტადრე წელიწადი გვალვიანია, შუა და შუა ბალახებიც უნდა კარქათ გაიმარგლოს და გაითოხნოს.

სარგებლობა ამ გვარი ვაზის მოშენებისა ცხადია. პირველი, რომ ესე მოშენებულს ვაზს აქვს ღირსება ნამყენობისაც და დათესისაც. ნამყენის ღირსება ის არი, რომ სწორეთ იმ ჯინშის მცენარეს მოიყვანს, რომელისგანაც მოჭრილია; დათესილისა ის, რომ მცენარე გამოდის ღონიერი, რადგანაც ძირკვები და შტოები ერთი ადგილიდგან გამოდიან, ერთად იზრდებიან და ერთგვარი ძალი აქვთ. პირველ მოსავალს აძლევს ორი სამი წლით ადრე. მოხსენებულის წესით ამ წელს დათესილმა ვენახმა ორი წლის შემდეგ გამოიღო ნაყოფი და კარგად ესხა. ასე რომ საშუალო მოსავალი გამოუდიოდა. არამცთუ ერთსა და ორ ძირს სხმია, რომ შემთხვევისათვის მიგვეწერა; არც ერთი ძირი არ მოცდენილა. ყველა ადვილად მიხვდება, რომ დროს შემოკლების გარდა, ხარჯიც ძალიან უნდა დამცირდეს ჰუდლოს მოგონილის საშვალობით აშენებულ ვენახზედ. აქამდინ თუ რამდენიმე ურემი რქის მოტანა ყოფილა საჭირო ვენახის ასავსებათ, ახლა ერთ გოდორში ჩაეტევა იმდენი კოკრიანი ნაჭრები, რომ კარგ ვენახს ეყოს.

ვაცნობებთ ჩვენ მკითხველებს ამ ამბავს იმ ჰაზრით, რომ დიდი სასარგებლოა და ვგონებთ, არავინ მამულის პატრონთაგანი არ დაერიდება რომ გამოსცადოს ჰუდლოს წესი. წელიწადი არ გავა, რომ სოფელში არ დაიწყონ ახალი ვენახის აშენება და მიმატება ძველისა და თუ ისე ძვირი არა ყოფილიყო რქის ჩაყრა და არა სდომებოდა დიდხანს ლოდინი, უფრო ბევრი აშენდებოდა. ჰუდლოს წესი გააქარვებს ყოველსავე დაბრკოლებასა და როგორც იმედეულობდნენ ფრანციის მამულის პატრონები, დიდ ცვლილებას შემოიტანს ვაზის ანუ ხეხილის შემუშავებაში.

გამოჩენილი ფრანციელი ვენახის მაშენებელი უ. გიო, რომლის სახელი რამთენჯერმე მოგვიხსენებია ჩვენს გაზეთში, აი რას ამბობს ამ საქმეზედ: ჰუდლომ თავის მოგონებულის საშვალობითა ერთბაშათ აგვიხილა თვალი და დაასრულა შრომა, რომელიც წინ ედვათ ვენახის მკეთებლებსა, მინამ შეიტყობდნენ ესე გარკვევით დიდი ხნისგან შეტყობილს, მაგრამ ბუნდათ აქვნდათ აღხსნილს ბუნების რჯულსა. ყოველი დათვალიერებული ცნობა გვიმტკიცებდა, რომ არამც თუ უსარგებლო იყო ღრმად რქის ჩაყრა, არამედ მავნებელიცა, რადგანაც აგვიანებდა ნაყოფის გამოსვლასა იმ ზომით, რა ზომითაც, უფრო ღრმათ იქნებოდა ჩაყრილი. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ნახევარ არშინზე ჩაყრილ რქას გამოაქვს ნაყოფი მეორე წელიწადს და თუ ესევე რქა ჩაირგას ერთ არშინზედ, მაშინ სამ ოთხ წელიწადზედაც ძლივ მოისხამს ყურძენსა. კიდევაც შეგვიტყვია თორმეტი წლის გამოცდილებითა, რომ ორი კვირის ზეზე გაშვება (რქის ჩაყრაში) მავნებელია ვაზისათვის და ვისაც უნდა, რომ რქამ იხეიროს ერთი კვირტის მეტი არ უნდა გაუშოს მიწის ზემოთ. ამას გარდა ისიც ვიცით, ამ კვირტს რომ ზემოდამ ჩვილი მიწა მიეკროს უფრო კარგათ იხარებს და ერთი სამად უფრო ღონიერ დოყებს გამოიღებს ვინამ ზეზე გაშვებული კვირტი, რაგანაც იმავე მდგომარეობაში იქნება, როგორც წაფლული თესლი. ჰუდლოს საშვალობით ჩაყრილი კვირტიანი რქა იმიტო კარგათ ხარობს, რომ ორივე წვერითგან სწოვს წყალსა და სანოვარგესა და არა ერთი მხრით როგორც ხაიათ ჩაყრილი რქა. ჰუდლო ურჩევს ვენახის ამშენებლებს, კვირტები რომ დათესოთ ზედ მიწა დაუტკეპნეთო. ეს ჩვენც გამოგვეცადა ადრევე რქაზედ, რომლისთვისაც ურჩევდით მიწის მიგროებასა და დატკეპნასა ფეხით ანუ წყლის მიგდებასა რომ მიწა კარგად დაჯდეს, ამ გვარად მრავალი მხარე ჰუდლოს მოგონილის საშვალობისა იყო ადრევე ჩვენგან შეტყობილი, მაგრამ ჭეშმარიტება კი ნამდვილად არავინ იცოდა და ამ საქმის მოგონება სრულიად ეკუთვნის იოსებ ჰუდლოს, რომელმაც დიდი ღვაწლი მოიპოვა კანონიერის ვენახის შენებაზედ. მართლად და დიდი მოგონებაა ჰუდლოს საშვალობა და დიდის სიხარულით უნდა იყოს მიღებული ყველა ვენახის მკეთებლებისაგან.“

მასალა მოგვაწოდა ორგანიზაცია Nova societas–მა

Wines of Georgia Tasting - 2017

ილია მენაბდე, კერესელიძეების მარანი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (35)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– მარნის დაარსებაზე დიდი ხანია ვფიქრობდით, თუმცა გაბედული ნაბიჯი 2016 წელს გადავდგით, როცა აწარმოე საქართველოს ფარგლებში მოვიპოვეთ გრანტი და შევიძინეთ მცირე წარმოებისთვის საჭირო ინვენტარი. ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ ბრენდირებული სახით მიწოდებული ბოთლის ღვინო ბევრად ღირებულია, ვიდრე უბრალოდ  ქარხნებისთვის ჩაბარებული ყურძნის ღირებულება.

ერთ-ერთი მთავარი მიზანია ჩვენს მიერ წარმოებული ღვინის საშუალებით ჩვენი კუთხის წარმოჩენა ფართო საზოგადოებისთვის.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– ჩვენს ვენახში შემდეგი ჯიშებია გაშენებული: ალექსანდროული, მუჯურეთული, რაჭული (წულუკიძის) თეთრა, რაჭული მწვანე, ცოლიკოური. მომავალში ყურადღების გამახვილებას ვაზის თეთრ ჯიშებზე ყურძენზე ვაპირებთ.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– ამჯერად ჩვენ ვაწარმოებთ ორი სახის ღვინოს: 1. წითელი მშრალი ალექსანდროული - მუჯურეთული, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ მისი მშრალად დაყენება და ამ სახით შეთავაზება მომხმარებისთვის. 2. რაჭული მწვანე - თეთრა ( და ცოლიკოური) - თეთრი მშრალი ღვინო, რომლის დადუღებაც მოხდა საწნახელში. ჩვენს მიერ წარმოებული ღვინო დაყენებულია ჩვენივე ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან. ჩვენი ღვინის გამორჩეულობის შეფასება მომხმარებლისთვის მიგვინდია.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– პირველად ჩვენი პროდუქცია შევიტანეთ ღვინის მაღაზია ვინომანიაში და ღვინის ბარ G.vino - ში. მათი მხარდაჭერა დიდად დაგვეხმარა ჩვენი საქმიანობის სასიკეთოდ წარმართვაში.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– ამ მომენტისთვის ღვინოს მხოლოდ ქართულ ბაზარს ვაწვდით, თუმცა არსებობს დაინტერესება აშშ-დან და სავარაუდოდ რაღაც ნაწილს ექსპორტზეც გავიტანთ.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ისეთ სირთულეს ვერ ვიხსენებთ, რომელსაც შეფერხება შეექმნა ჩვენი საქმიანობის წამოწყებისთვის.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– ჩვენი აზრით, ქართული ღვინის ბაზარზე არსებული თავისუფლება ხელს უწყობს კონკურენციის მაღალ დონეს, რაც შეიძლება მივიჩნიოთ ქართული ღვინის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორად.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– დამწყებ მეღვინეებს ვურჩევთ მეტ გამბედაობას სიახლეების მიმართ და საქმის სიყვარულით კეთებას.

კერესელიძეების მარანი

მისამართი: ს. ძირაგეული, ამბროლაურის რაიონი

ტელეფონი: +995 558 291896

ელფოსტა: iliamenabde@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი:კერესელიძეების მარანი / Kereselidze Wine Cellar

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პატარა საქართველოს დიდი Supra

$
0
0

ისლინგტონში არის ერთი პატარა ქართული რესტორანი, გემრიელი ქართული კერძებითა და ქართული ქვევრის ღვინოებით - პატარა საქართველო(Little Georgia), ასე ჰქვია რესტორანს, რომლის დიასახლისიც თიკო ტუსკაძეა. აქ მან პატარა სამშობლო შექმნა, სადაც საქართველოდან გამოყოლილი დაუვიწყარი გრძნობები გადმოიტანა. ცოტა ხნის წინ რესტორნის მფლობელმა თავისი პირველი კულინარიული წიგნი გამოსცა, Supra: a feast of Georgian cooking.ამ წიგნის შესახებ უკვე რამდენიმე წარმყვანმა ბრიტანულმა გამოცემამ დაწერა.

თიკო ტუსკაძე თავის წიგნში უცხოელ მკითხველს აცნობს ქართული სუფრის ტრადიციასა და კულტურულ მნიშვნელობას, ქართულ ღვინოს, მუსიკას. ავტორი თავისი სამზარეულოს კარს უღებს უცხოელ სტუმრებს, რათა გაუზიაროს მათ ქართული კერძების მომზადების წესები და ტრადიციები. რეცეპტებს კი თან ახლავს პირადი მოგონებებით სავსე საინტერესო ამბები მისი ოჯახის წარსულიდან. ავტორი იხსენებს ოჯახურ სუფრებს საქართველოში, კერძოდ კი მის ოჯახში, სადაც სახლის კარი ყოველთვის ღია იყო. ეს სუფრა სავსე იყო გემრიელი კერძებით და მუდამ ისმოდა სტუმრების სიცილი, სიმღერა ან კამათის ხმები.

წიგნში ქართული კერძების ასზე მეტი რეცეპტია თავმოყრილი. უცხოელებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ხაჭაპური, ქაბაბი, ხინკალი, ასევე მათთვის შედარებით ნაკლებად ცნობილი  ქართული სამზარეულოს კლასიკა – აჯაფსანდალი თუ შქმერული, კვერცხისა და ქინძის წვნიანი, სანელებლებით შეზავებული ძროხის ხორცი, ნიგვზიანი ჩაშუშული, გამომცხვარი კალმახი ბროწეულის სოუსით, ისპანახის ფხალი, ქათმის სალათი ნიგვზით და სხვა.

მასალა უხვადაა გაფორმებული ავტორის დის მიერ გადაღებული კერძების ფოტოებით, წიგნში ასევე ნახავთ როგორც სახლის, ისე ქუჩის სცენებს, საოჯახო ფოტოებს.

კარგად ილუსტრირებული ეს ინგლისურენოვანი გამოცემა საინტერესო საკითხავი იქნება ყველასთვის, ვისაც უნდა აღმოაჩინოს უნიკალური და მრავალფეროვანი ქართული სამზარეულო და ქართული სუფრის გულიდან წამოსული დღესასწაული.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


მეგრული ვაზის ჯიშები - გამოფენა-კონფერენცია ზუგდიდში

მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კონფერენცია ზუგდიდში

$
0
0

გიორგი ბარისაშვილი

9 ივლისს ზუგდიდში ქალაქის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა  მევენახეობა-მეღვინეობის პირველი სამეცნიერო კონფერენცია, რომლის უშუალო ორგანიზატორები იყვნენ ზუგდიდის მერიის თანამშრომელი ბესო არახამია და ასევე მიხეილ ცირდავა. შეხვედრის ძირითადი ნაწილი აღნიშნული სფეროების პრობლემატიკას შეეხო. სპეციალურად ამ დღისთვის მოძიებული იქნა მეგრული ვაზის ჯიშების ღვინოები: ოჯალეში, კოლოში, ეგუძგური, მაჭყვადინა და ჭვიტილური, რომელთა ჭაშნიკიც კონფერენციის დასასრულს გაიმართა.

რეგიონისათვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი ვაზის ჯიშების ფაქტობრივად არარსებობა. მართალია, მოსახლეობაში ერთეული ნარგაობის სახით შევხვდებით იშვიათ მეგრულ ვაზის ჯიშებს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთიც კი არ არის... როგორც გამომსვლელებისაგან, ისე დამსწრეთაგანაც გამოითქვა სურვილი და მზაობა იმისა, რომ რეგიონში გაკეთდეს სამეგრელოსა და ზოგადად კოლხური ვაზის ჯიშების საკოლექციო ნაკვეთი, საიდანაც მოხდება ადგილობრივი ვაზის ჯიშების მოსახლეობაში გავრცელება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ქალბატონი ლილი ბერაია და ბიბლიოთეკის სხვა თანამშრომლებიც, რომელთაც გადაეცათ მევენახეობა-მეღვინეობის ლიტერატურა. გამოითქვა სურვილი, რომ სამომავლოდ ბიბლიოთეკის ბაზაზე გაიხსნას ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, სადაც ჩატარდება მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში საინფორმაციო და საქმიანი შეხვედრები. ღონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი მექვევრე ოსტატი დოდი თოლორაია.

სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ქვევრის მიმართ მოსახლეობის დაბალმა ინტერესმა შინამრეწველობის ეს მიმართულება თითქმის მთლიანად გააქრო, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სამეგრელოში ისეთი ისტორიული დარგი, როგორიც მექვევრეობაა, კვლავ აღდგება და აღორძინდება, რადგან მეგრული ღვინო მეგრულ ქვევრში უნდა დაყენდეს! ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ზუგდიდელი მხატვარ-კერამიკოსი რობერტ აბსანძე, რომელმაც ღონისძიებაზე საკუთრი კერამიკული ნამუშევრები წარმოადგინა. კონფერენციის მსვლელობისას გადაწყდა, რომ ეს ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართება.

უახლოეს ხანებში ზუგდიდის მერის თანადგომით იგეგმება დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის გადაღება სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ, რომლის ჩვენებაც ოქტომბერში, ქალაქ ზუგდიდში გაიმართება. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ მომავალ 2018 წელს კონფერენციაზე მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება, დააგემოვნონ მექვევრე დოდი თოლორაიას მიერ დამზადებულ ქვევრებში დაყენებული ღვინოც.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

გამოფენა ბორდოში - "საქართველო, მევენახეობის აკვანი"

$
0
0

2017 წლის 31 ივლისიდან – 05 ნოემბრის ჩათვლით, საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ღვინის ცივილიზაციათა და კულტურის ცენტრი, ღვინის ქალაქი'' La Cité du Vinუმასპინძლებს გამოფენას სახელწოდებით "საქართველო, მევენახეობის აკვანი"  (Georgia, the cradle of viticulture).

ექსპოზიცია "სტუმარი ღვინის რეგიონის" (Guest Wine Region) გამოფენათა ციკლის ნაწილია. სწორედ ამ სტატუსით იქნება წარდგენილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული 125 არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპონატი, არტეფაქტების ასლები და ფოტომასალა.

გამოფენის მომზადებას ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე, რომელიც ასევე უძღვება, 2014 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ წამოწყებულ "ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევისა და პოპულარიზაციის" პროექტს. 

ქართული ღვინის 8000-წლოვანი ისტორია საფრანგეთის ქალაქ ბორდოში გაცოცხლდება თანამედროვე სამუზეუმო ინსტალაციის საშუალებით, მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალით. დამთვალიერებელი გაეცნობა საქართველოში ვაზის კულტურის განვითარების სხვადასხვა ეპოქას, მეღვინეობასთან დაკავშირებული უძველეს არტეფაქტებს, რომლებიც ადასტურებენ  ქართული ღვინის კულტურის არა მხოლოდ დიდ წარსულს, არამედ ათასწლეულების განმავლობაში მის უწყვეტ განვითარებას.

გამოფენაზე წარდგენილი იქნება მეღვინეობის საწყისი ეტაპის - ნეოლითის ხანის არქეოლოგიური აღმოჩენები. ღვინის მჟავის შემცველი ჭურჭლის ფრაგმენტები ადასტურებს, რომ მეღვინეობა სათავეს იღებს საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ქვემო ქართლში -  სწორედ იქ, სადაც პირველი ევროპელების ნაშთები იქნა გამოვლენილი.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ასევე იხილავს ქართულ მარანს, ქვევრთან დაკავშირებული მრავალფეროვანი წეს-ჩვეულებების ამსახველ დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებს და ნიკო ფიროსმანაშვილის შედევრს, რომელიც ქართული სუფრის ტრადიციას ასახავს: „ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან".

გამოფენის თანაორგანიზატორია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთში. პროექტის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია ქართული ღვინო და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი".

ინის კლუბთანსაუბარში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ირაკი ჩოლობარგიამ,აღნიშნა: "საქართველოსთვის უდიდესი პატივი და ამავე დროს, აღიარებაცაა, რომ წილად ხვდა ყოფილიყო პირველი მასპინძელი ქვეყანა ბორდოს ღვინის ქალაქში (ცივილიზაციის მუზეუმი), რომელიც ოფიციალურად იხსნება 31 ივლისს. ეს ძალიან დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი ქვეყნის საერთშორისო ცნობადობის კიდევ უფრო სწრაფად ამაღლების საქმეში".

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

დიმიტრი ტაბიძე – ვაზის ჯიშები საბჭოთა შამპანურისათვის

$
0
0

გადმოწერეთ 

დიმიტრი ტაბიძე, ვაზის ჯიშები საბჭოთა შამპანურისათვის – მასალები შამპანური მრეწველობის განვითარებისათვის საქართველოში. თბ. სახელგამი, 1941.

ბიზნესის დრო - ქართული ღვინის შანსები ჩინეთში

Viewing all 2732 articles
Browse latest View live