ქართული ღვინის აღიარება ამომავალი მზის ქვეყანაში
სუბტროპიკული ზონის მევენახეობა
ღვინის სამშობლო – ქართული ღვინო იაპონიაში
ძეგლის მეგობარი N16 1968
ძეგლის მეგობარი N16 1968.
ნომერი მთლიანად მიეძღვნა ქართულ ტრადიციულ მევენახეობა–მეღვინეობას, ისტორიულ, ეთნოგრაფიულ და ფილოლოგიურ საკითხებს.
ძეგლის მეგობარი N42 1976
ძეგლის მეგობარი N42 1976.
ნომერში იხ. ლევან ფრუიძის "საცივი მარანი" ატენში, ლევან გაბუნია ჭურის სარეცხი იარაღები
ყიდიან, მაგრამ არ იხდიან – ქართული მცირე მარნების ბედი შიდა ბაზარზე
ლევან სეფისკვერაძე
ბოლოდროსმცირემარნებისმფლობელებიდაუფარავადამბობენ, რომსაქართველოს ღვინისმაღაზიებიდაბარებითანხებსდროულადარრიცხავენ.მეღვინეებისწუხანიმაზე, რომმათთვისკუთვნილითანხებისანაზღაურება ზოგიერთ ღვინით მოვაჭრეს ყველაზენაკლებადმნიშვნელოვანსაკითხადმიაჩნიათდაარისშემთხვევები, როდესაცგაყიდულიღვინისსაფასურისჩარიცხვამათ რამდენიმეთვითდაერთიწლითაცკიდაუგვიანიათ.
მცირე მარნების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ღვინის მაღაზიებისა და ბარების ასეთი არასწორი დამოკიდებულებების გამო იძულებულნი გახდნენ არაერთ ღვინის ბართან და რესტორანთან შეეწყვიტათ ურთიერთობა.
ლაშაგურული, თერჯოლელი მეღვინე, საოჯახომარან"ენკენის" მფლობელი:"თანხის ანაზღაურების პრობლემა ხშირად შემქმნია და აქტუალურია ეს საკითხი ჩემთვის, რადგან მხოლოდ ქართულ ბაზარზე იყიდება ჩემი ღვინო. თანხის დროულად დაფარვის პრობლემა ჩემი აზრით მაღაზიის არასწორი მენეჯმენტის, ადამიანური უპასუხისმგებლობის გამო დგას. ამას ისიც ერთვის თან, რომ მაღაზიის მეპატრონემ იცის, ხანდახან მეღვინეს დიდი არჩევანი არ აქვს და ოღონდ ღვინო გაიყიდოს - თანახმაა თანხის მოგვიანებით ანაზღაურებაზეც. აღნიშნული მანკიერებები ძირითადად ახალ და გაჭირვებით მომუშავე ბარებს აქვთ. ავტორიტეტულ და გამართულ ბარებთან და მაღაზიებთან ეს საკითხი არ დგას, თუმცა ასეთები სამწუხაროდ ცოტაა“.
მეღვინეების ხედვით, ახალი ბარების წინაშე არსებული პრობლემების მიზეზიც უკვე კარგად იციან. ამბავი ასეთია: მეპატრონემ იქირავა ფართი, მეღვინეებს მოატანინა ღვინოები კონსიგნაციით. დაიწყო გაყიდვები. თუმცა სხვა დანიშნულებით გახარჯა თანხა და ყოველი მეღვინის გასტუმრებას უკვე სხვა ღვინოების გაყიდვით ახდენს. შესაბამისად, ეს უცნაური ბიზნესი მუდმივი უკმაყოფილების ჯაჭვში ერთვება, იქმნება მთელი რიგი სქემები, რომელიც გადავადებების საკმაოდ მოქნილ ტექნიკაზეა დაფუძნებული. ზოგიერთი ღვინის ბარი და რესტორანი ნამდვილად დაოსტატდა ამ საქმეში.
ლაშაგურული:“ახალბედა მეღვინეს უხარია, როცა მაღაზია ღვინოს უკვეთავს. ამიტომ, თანახმაა კონსიგნაციაზე. შემდეგ იგი აწყდება სირთულეებს. ყველას ვურჩევ, რომ მაღაზიების შერჩევამდე გამოცდილ მწარმოებლებთან კონსულტაცია გაიარონ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ავტორიტეტული ღვინის ბარები ყველა ახალი მწარმოებლის ღვინოს არ მიიღებენ, თუ ის მართლაც განსაკუთრებული არ იქნება. ასე რომ, ახალ მეღვინეს მაინც ისეთ მაღაზიასთან უწევს თანამშრომლობა, რომელიც თვითონ უწესებს წესებს.
გამოსავალზეც ვიტყვი ორ სიტყვას... ნატურალური ღვინოების მწარმოებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ვისთან ითანამშრომლონ და ვისთან არა და ამ საკითხთან მიმართებაში ყველამ ერთი პირი და საერთო პოზიცია იქონიონ, თორემ ბევრი მწარმოებელი ვიცი, ვინც საზღვარგარეთ გაიტანა პროდუქცია და საერთოდ დაემშვიდობა ქართულ ბაზარს. ეს ჩვენი მეღვინეობისათვის კარგი არ იქნება“.
იგივე პრობლემის წინაშე დგას ქალი მეღვინე თამუნა ბიძინაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მის მსგავსად ყოველი მეორე მეღვინე ვერ ახერხებს ფინანსური საკითხების დროულად მოგვარებას, რადგან რეალიზატორები თანხის გადახდას სისტემატიურად აგვიანებენ.
თამუნაბიძინაშვილი, “კორტავებისმარანი“:“რათქმაუნდა მეც შემქმნია მაღაზია-ბარებისგან და რამოდენიმე საუკეთესო რესტორნისგანაც თანხის დროული ჩარიცხვის პრობლემა. ეს შემთხვევები ძალიან ხშირია და სამწუხაროდ ყოველი მეორე მეღვინე ამას ამბობს. პირადად მე, მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ მეთანამშრომლა თითქმის ყველა პატარა და დიდ ღვინის მაღაზიასთან და ბართან, სიტუაცია კარგად შევისწავლე და მხოლოდ რამდენიმე ობიექტი დავიტოვე, რომლებიც დროულად რიცხავენ თანხას. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო“.
ბევრი სხვა მეღვინის მსგავსად, ზესტაფონელი მეღვინე, არჩილ გუნიავაც ამბობს, რომ უკვე ერიდება ღვინის ახალ და უცნობ მაღაზიებთან თანამშრომლობას, რადგან კუთვნილი ანაზღაურების დროულად გადახდის პრობლემა მასაც არაერთხელ შექმნია.
არჩილგუნიავა, “არჩილგუნიავასმარნის“ მფლობელი:“ნამდვილად შემქმნია მსგავსი პრობლემები, რაც დღევანდელი ქართული ღვინით მოვაჭრეებისათვის ასეთი მნიშვნელოვანია. თუმცა უკვე ვცდილობ, რომ ჩემთვის უცნობ და ახალგახსნილ მარკეტებთან აღარ დავიჭირო საქმე და შეძლებისდაგვარად თავიდან ვიშორებ მათ. ამიტომაა, რომ ამჟამად მხოლოდ 3-4 მარკეტსა თუ ბართან ვთანამშრომლობ.
ამ პრობლემის მიზეზი ალბათ ღვინით მოვაჭრეების არაპროფესიონალიზმსა და უფრო მეტად არაკეთილსინდისიერებაში უნდა ვეძიოთ. სხვაგვარად ვერაფრით ვხსნი იმას, რომ მაღაზიაში ჩემი ღვინო გაიყიდა, ახალი ღვინოც აღარ დევს და თანხას მაინც არ მიხდიან. არადა მიტანამდე ზოგიერთი მიმტკიცებდა, რომ ის სხვებს არ ჰგავს და გადახდას არ დააგვიანებს. მერე კი ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებს. ახალი მეღვინეები დიდი ცდუნების წინაშე დგანან. კარგად მესმის მათი. მათ ხომ ერთი სული აქვთ როდის დამკვიდრდებიან ბაზარზე. სასურველია, რომ ისინი არ წაყვნენ ყველა შეთავაზებას, ღვინო შეიტანონ მხოლოდ იმ რამდენიმე მარკეტში, რომელთა კეთილსინდისიერება სხვებს უკვე გამოცდილი აქვთ“.
კახელმა მეღვინემ ზურაბ ხვთისიაშვილმა უკვე შეძლო გადაეჭრა ეს პრობლემა და დღეს მხოლოდ სანდო რეალიზატორებთან თანამშრომლობს. თუმცა შემთხვევა ქონდა, როდესაც საერთოდ არ მოინდომეს მაღაზიებმა მისი ღვინო დროულად გაეყიდათ და მომხმარებელს წესიერად არც კი შესთავაზეს. მერე უბრალოდ ის მაღაზიები დაიხურა და ღვინოები მეღვინემ უკან წაიღო.
ზურახვთისიაშვილი, მარან“ხვთისიას“ მფლობელი:“თანხის არ ჩარიცხვის კუთხით ზოგიერთ რეალიზატორთან მცირე გაჭიანურება მქონდა და პრობლემა მოგვარდა. ეხლა ვისთანაც ვთანამშრომლობ არ მიგვიანებენ და დროულად რიცხავენ. მეღვინეებისგან კი ბევრი მსმენია, რომ მათ ძალიან უგვიანებენ და ზოგს საერთოდ არ ურიცხვავენ. მათი გამოცდილებიდან გამომდინარე ვითვალისწინებ მონაყოლს და საეჭვო რეპუტაციის ბარებში აღარ მიმაქვს ღვინოები. შემოთავაზებები კი ბევრია.
- მარკეტინგულიკუთხითრასურჩევდითიმმეღვინეებს, რომლებიცახლააპირებენსაკუთარიღვინისქართულღვინისბაზარზეგატანას. რაპრობლემებისწინაშეშეიძლებადადგნენესადამიანები?
- სასურველი იქნება თუ მეღვინეები მოვილაპარაკებთ, რომ როდესაც სატესტო ბოთლი მიგვაქვს ბარში, რომელსაც სინჯავენ და მოსწონთ, ჩვენ უნდა წავუყენოთ პირობა, რომ ის პირველი 6 ბოთლი, რითაც იწყებენ ურთიერთობას, იყიდონ თავიდანვე და ეს იქნება დაფასებაც და თანამშრომლობის სურვილიც.
როდესაც მაღაზიას ღვინო თავიდანვე ნაყიდი აქვს, უკვე ჩანს, რომ დაინტერესებულია კიდეც მალე გაყიდოს და უბრალოდ თაროზე არ ედოს კოლექციისთვის, რაც ბევრგან ხდება. მაღაზიის მენეჯერმა ხშირად იცის, რომ როცა გაყიდის მაშინ უნდა ჩაგირიცხოს და არ იწუხებს თავს. მე შემთხვევა მქონდა, როდესაც საერთოდ არ გაყიდა ერთი-ორმა ბარმა ჩემი ღვინო, არც კი შესთავაზეს არავის. მერე უბრალოდ ის ბარები დაიხურა და ღვინოები უკან წამოვიღე.
ამას ემატება ისიც, რომ უკვე ძალიან ბევრნი ვართ ღვინის ბაზარზე და ჩემი აზრით საკმაოდ გაჯერდა ბაზარი ღვინოებით. აღსანიშნავია ინდუსტირული ღვინოების სიმრავლე, რომელთა ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე ბუნებრივი ღვინის ფასი და ყველას არ აქვს მაღალი ფასის გადახდის შესაძლებლობა.
სამწუხაროა ისიც, რომ ღვინის ბარები და მაღაზიები ძირითადად მხოლოდ თბილისშია კონცენტრირებული. თითოოროლა მაღაზია ბათუმში და ქუთაისშიც არის, მაგრამ ჩვენი მეღვინეებიდან ვიცი, რომ თანხების გადახდაზე იქაც ძალიან აწვალებენ. ბათუმში კი კონკრეტულად ნატურალური ღვინის ბარები საერთოდ არაა. ასე რომ, მთავარი წილი მაინც თბილისზე მოდის“.
მეღვინეები ამბობენ, რომ ჯერჯერობთ ქართულ მცირე მარნებში დაყენებულ ღვინოს თავისი მომხმარებელი ჰყავს და ღვინის მოყვარულებმა კარგად იციან მისი ფასი და გემო. სწორედ ამიტომ, მცირე მარნების ღვინო ამ ეტაპზე ძალიან კარგად უძლებს დიდ კონკურენციას და საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტშიც კარგად უჭირავთ თავი. თუმცა, დროულად ანაზღაურების საკითხი ბევრი მცირე მეღვინისათვის ხშირ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან რეალიზატორების მიერ დასაფარი თანხებით ხდება კვლავწარმოება და მარნის განვითარება. ღვინის ზოგიერთი რეალიზატორის არასწორი დამოკიდებულება კი ქართული მეღვინეობის ამ სექტორის განვითარებას მკვეთრად აფერხებს.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
ქართული ღვინის “ძველი გვარდია“ წინასაფესტივალო დეგუსტაციაზე
ლევან სეფისკვერაძე
გუშინ, 4 მაისს, თბილისელებისათვის უკვე კარგად ნაცნობ, ვაკის “8000 მოსავალში“ “საქართველოს ღვინის კლუბი“ორმაგ იუბილეს აღნიშნავდა –შექმნიდან 10წლისთავს და მე–10“ახალი ღვინის ფესტივალს“. ამასთან დაკავშირებით კლუბმა სადღესასწაულო დეგუსტაცია მოაწყო, სადაც მხოლოდ 2009 და 2010 წლის დავარგებული ღვინოები იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღვინის კლუბის ძველი და ახალი წევრები, მეღვინეები, ღვინის ექსპერტები და ღვინის მოყვარულები იღებდნენ. საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ ყოველი წლის მაისის მეორე შაბათს ტრადიციულად წლის ღვინის უმთავრეს ღონისძიებას - “ახალი ღვინის ფესტივალს“ სწორედ “საქართველოს ღვინის კლუბი“ ატარებს. 2019 წლის 11 მაისს, მთაწმინდის პარკში გასამართი რიგით მათე ფესტივალის წინ კი კლუბმა საზოგადოებას განსაკუთრებული დეგუსტაცია შესთავაზა.
დეგუსტაციის დაწყებამდე, “8 000 მოსავალში“ შეკრებილი ადამიანების მოლოდინები პირველყოვლისა დიდ ინტრიგას და აღმოჩენების სურვილს უკავშირდებოდა. დეგუსტაციის ერთ-ერთი მონაწილე, ღვინის კლუბის ძველი მეგობარი, ალპინისტი დათო სააკაძე ამბობდა, რომ ყველაზე მეტად ის აინტერესდებდა, დავარგების როგორი პოტენციალი გააჩნია ქართულ ღვინოებს.
დათო სააკაძე, ალპინისტი:“ღვინის ყველა მოყვარულს ვულოცავ ამ შესანიშნავ დღეს და არც კი მჯერა, რომ ღვინის ფესტივალის დაარსებიდან ათმა წელმა ასე სწრაფად გაირბინა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ და ეს ფესტივალი ერთად მოვდივართ. დღევანდელი დეგუსტაციიდან დიდ აღმოჩენებს ველოდები, რადგან ერთად ამდენი დაძველებული ქართული ღვინო არც მინახავს და არც დამილევია. დღეს ყველანი ვნახავთ რამდენად კარგად შეუძლია ქართულ ღვინოს დავარგება და რომელი ღვინო უკეთ წარმოაჩენს თავს სიძველეში“.
დეგუსტაციაზე ქართული დიდი თუ მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის 15 ნიმუში გაისინჯა. ყველა ნიმუში 2009-2010 წლის მოსავლის ღვინოები გახლდათ და ამ ღვინოების თითქმის ყველა ავტორი დეგუსტაციის მონაწილეებს თავად აცნობდა კონკრეტული ნიმუშის რაობასა და ისტორიას. “საქართველოს ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მეღვინეებისათვის მათი კოლეგების მიერ დაყენებული ძველი ღვინოების გაცნობაც იყო.
“გადავწყვიტეთ 2009–2010 წლების მოსავლის ღვინოები შემოგვეთავაზებინა და ერთად გვემსჯელა იმაზე, თუ როგორი ღვინოების დაყენება შევძელით ათი წლის წინ და ერთმანეთსაც გავუზიაროთ საკუთარი აზრები როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი მეგობრების ღვინოებზე. შეგახსენებთ, რომ 2009-2010 წლები ის პერიოდია, როდესაც ღვინის კლუბი იწყებდა თავისი პირველი ნაბიჯების გადადგმას და ერთგვარად სიმბოლურიც არის სწორედ ამ წლების მოსავლების დეგუსტაცია. წელს ჩვენ წინასაფესტივალოდ საკმაოდ მძიმე სამუშაო ჩავატარეთ და 600-ზე მეტი ღვინიდან შევარჩიეთ, ის ღვინოები, რომლებსაც 11 მაისს “ახალი ღვინის ფესტივალზე“ ყველა გავსინჯავთ. მინდა გითხრათ, რომ წელს უპრეცედენტოდ ბევრმა მეღვინემ და მარანმა გამოთქვა ჩვენს ფესტივალში მანაწილეობის სურვილი და ეს მეტყველებს იმაზე, რომ განვითარება და წინსვლა გრძელდება!“ - თქვა შესავალში მალხაზ ხარბედიამ.
ფესტივალის შესახებ ვრცლად ისაუბრეს დეგუსტაციის მონაწილე მეღვინეებმა და ღვინის ექსპერტებმაც. რეჟისორმა ლევან კიტიამ კი აღნიშნა, რომ უკვე ათი წელია, რაც “ახალი ღვინის ფესტივალი“ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი სახალხო დღესასწაულია. როდესაც ფესტივალი ახლოვდება, ამ დღის მოლოდინი ყველგან იგრძნობა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საქართველოში, სამწუხაროდ, ზოგადად ფესტივალების ტრადიცია ძალზედ მწირია. ღვინის ფესტივალის ტრადიცია კი ჩვენს ქვეყანაში სწორედ “ახალი ღვინის ფესტივალმა“ ჩამოაყალიბა.
ამ ფესტივალმა საზოგადოებას სხვადასხვა დროს მრავალი სიახლე წარუდგინა. ფესტივალის მასშტაბის ზრდის პარალელულად სამჯერ შეიცვალა მისი ჩატარების ადგილი და ეს დიდი ღონისძიება ათწლიანი ისტორიის მანძილზე ჯერ–ჯერობით ყველაზე შესაფერის სივრცეში - მთაწმინდის პარკში წელს მეოთხედ გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინის ნიმუშების, კომპანიებისა და საოჯახო მარნების სიმრავლე და მატება უკვე აღარავის უკვირს, რადგან ახალი ღვინის ფესტივალის წლიდან-წლამდე გაზრდა და გაფართოვება ამ ღონისძიების ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.
რაც შეეხება წინასაფესტივალო დეგუსტაციაზე წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს, დეგუსტაციის მონაწილეების სასიამოვნო გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ მიუხედავად სხვადასხვა პირობებში მრავალწლიანი დავარგებისა, თითქმის ყველა ნიმუში საღი იყო. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა “კონჭო და კო“-ს მუხაში დაძველებულმა ალექსანდროულმა, ყვარელმა, “კალამის“ წარაფმა, “ჭოტიაშვილის ვენახების“ ქვევრის საფერავმა და “ვაჟა გეთიაშვილის მარნის“ (რქაწითელი 2010) ღვინოებმა. დეგუსტაციის მონაწილეებს განსაკუთრებულიად უარყოფითი აზრი ფაქტობრივად არც ერთ ღვინოზე არ ქონიათ, რაც მეღვინეების დიდ წარმატებად უნდა შეფასდეს.
დავით ჩიჩუა, მეღვინე, ღვინის ექსპერტი:“დღეს მეტად სიმბოლური მომენტი იყო ის, რომ ერთად შევიყარეთ თანამოაზრეები, რომლებმაც ამდენ ქარტეხილში გამოვიარეთ და მრავალ წამოწყებას ჩავუყარეთ საფუძველი. გავამტკიცეთ კომუნიკაცია და ერთად ყოფნის შეგრძნება. მეორე მნიშვნელოვანი ამბავი კი ის იყო, რომ ჩვენ გავსინჯეთ 15 სხვადასხვა ძველი ღვინო, რაც იშვიათი შესაძლებლობაა ჩემთვისაც კი. როდესაც ერთ ღვინის სინჯავ, ძნელია გადაწყვეტილად რაიმე აზრი ჩამოიყალიბო, რადგან ეს ერთი ღვინო შეიძლება იყოს გამონაკლისი. მაგრამ როდესაც 15 ღვინოს სინჯავ, რწმუნდები თუ რამხელა პოტენციალი არსებობს.
მაგალითად, აღმოჩნდა, რომ გასინჯული საფერავებიდან ბევრმა მათგანმა სულ სხვანაირი განცდა დამიტოვა და მეგონა, რომ ძალიან ახალგაზრდა ღვინოებს ვსვამდით. მაგალითად, ასეთები იყო: ჭოტიაშვილის ღვინო და სოლომნიშვილის ღვინო, რომლებსაც ჩემი აზრით კიდევ ჭირდებათ დავარგება, რათა მეტად სრულყოფილები გახდნენ. ასევე გასაკვირი იყო ე.წ. ევროპული ტექონოლოგიით კასრში დავარგებული რამოდენიმე ღვინო. განსაკუთრებით მომეწონა “კონჭოს“ 2010 წლის მოსავლის წინანდალი, რომელიც ჩემი აზრით იყო იდეალურ მდგომარეობაში“.
ღვინის ექსპერტების აზრით, აღნიშნული დეგუსტაცია ძალიან კარგი იყო ქართული ვაზის ჯიშების რეალური პოტენციალის დასადგენად. ჩვენ სამწუხაროდ წლების მანძილზე გვქონდა და დღესაც გვაქვს იმის დეფიციტი, რომ ბოლომდე არ გვაქვს ინფორმაცია მაგალითად საფერავის დავარგების უნარის შესახებ და ხშირად ზეპირად გამოვთქვამთ ვარაუდებს. წლების წინ დავარგებული ქართული ღვინოების გასინჯვამ ღვინის სპეციალისტებსა და მოყვარულებს ნათლად დაანახა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ქართულ ღვინოებს სიძველეში.
ზაზა ჯაყელი, მეღვინე:“დღეს ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ ღვინის კლუბის მიერ გამართულ ამ საინტერესო დეგუსტაციას ბევრი ახალგაზრდა მეღვინე თუ ენთუზიასტი ესწრებოდა. ამ ახალგაზრდებმა უნდა გაითვალასწინონ ყველა ჩვენთაგანის განვლილი გზა და მჯერა, რომ ისინი კიდევ უფრო შორს გაიტანენ ქართული ღვინის სახელს. რაც შეეხება გასინჯულ ღვინოებს, ჩემი აზრით ძალიან კარგი იყო ღვალაძის ცოლიკაური, რომელმაც გამაოცა ხარისხით და იმით, რომ იმერულ ცოლიკაურს თურმე როგორი “ხერხემალი“ და ძალა შეიძლება ქონდეს, რაც აქამდე არც კი ვიცოდით. წითელი ღვინოების კუთხით კი ისეთი პოტენციალი ჩანს, რომ თავიდან ვერც კი დავიჯერე, თუკი ასეთ ძველ ღვინოებს ამგვარი სიხალასე და ცოცხალი გემოები შეძლება ჰქონოდა. ჩვენ რეალურად აქამდე არც გაგვისინჯავს ასეთი ძველი ნატურალური ქართული ღვინოები და ახლა ვართ ძიებისა და აღმოჩენების პროცესში“.
როგორც უკვე ვთქვით, “8 000 მოსავალში“ გამართულ დეგუსტაციაზე ყოველგვარი შეჯიბრებითობის პრინციპის გამორიცხვით ქართული ღვინის მწარმოებელი 10 მარნის წარმოებული ღვინის 15 ნიმუში იყო წარმოდგენილი. მკითხველისთვის ალბათ საინტერესო უნდა იყოს ეს ღვინოები. ამიტომ გთავაზობთ ნიმუშების ჩამონათვალს:
- “ზურაბ ღვალაძის მარანი“ - ცოლიკოური 2008 წლის მოსავალი
- “ლუკასი“ – “წინანდალი“ მუხაში დავარგებული 2010
- “კონჭო და კო“ – “წინანდალი“ მუხაში დავარგებული 2010
- ‘’თბილღვინო“ - ქვევრის რქაწითელი 2010
- “ჭოტიაშვილის ვენახები“ - ქვევრის რქაწითელი 2009
- „კალამი“ - წარაფის რქაწითელი (ქვევრი) 2010
- “ვაჟა გეთიაშვილის მარანი“ - რქაწითელი 2010
- “შუმი“ - საფერავი-კაბერნე 2009
- “თბილღვინო“ - მუკუზანი 2009
- “კონჭო და კო“ - ალექსანდროული, მუხაში დავარგებული 2010
- “სესიაშვილის მარანი“ - საფერავი-თავკვერი 2010
- „ჭოტიაშვილის ვენახები“ - ქვევრის საფერავი 2009
- “სოლომნიშვილის მარანი“ საფერავი 2010
- “კონჭო და კო“ – “ყვარელი“ (მუხაში დავარგებული) 2010
- “ჯაყელის ღვინოები“ - საფერავი 2009
ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ სულ ბოლო, 2018 წლის “ახალი ღვინის ფესტივალში“ სხვადასხვა გათვლებით, დაახლოებით 35 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა და სტუმართა რაოდენობის ზრდის პარალელურად, ფესტივალის მნიშვნელობაც იზრდება. ამ ყველაფერს ნათლად და უკეთ 2019 წლის 11 მაისს მთაწმინდის პარკში გასამართი “ახალი ღვინის ფესტივალი“ გვაჩვენებს!
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
2019 ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე საოჯახო მარნები
2019 წლის 11 მაისს ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 78 ღვინის კომპანია, 153 მცირე საოჯახო მარანი, 19 სხვა კომპანია. სულ 250 ფესტივალის მონაწილეა.
ფესტივალის მონაწილე ღვინის კომპანიების სია გამოქვეყნდება ხვალ.
შესარჩევი დეგუსტაციებისთვის წელს საქართველოს ყველა კუთხიდან უპრეცედენტოდ ბევრი - 275 ოჯახური მარნის 600 ღვინის ნიმუში შეგროვდა, დეგუსტაციების ხანგრძლივი ციკლი კი ღვინის ბარ g.vino–ში ჩატარდა. ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო 100 საოჯახო მარანი. წელსაც, ისევე როგორც შარშან, აქტივობა ძალიან დიდი იყო მარნების მხრიდან და წარმოდგენილი ღვინის ნიმუშების დეგუსტაციებმა საკმაოდ კარგი შედეგები მოგვცა, ამიტომ ღვინის კლუბის გადაწყვეტილებით, 11 მაისს, ახალი ღვინის ფესტივალში 153 საოჯახო მარანი მიიღებს მონაწილეობას.
წლევანდელი “ახალი ღვინის ფესტივალი” განსაკუთრებულია ღვინის კლუბისთვის. წელს სრულდება 10 წელი კლუბის დაარსებიდან, ხოლო ფესტივალი, რომელიც 11 მაისს გაიმართება მთაწმინდის პარკში, რიგით მე–10–ა. ახალი ღვინის ფესტივალი 2019–ის მხარდამჭერები ტრადიციულად არიან - ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ.თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, ჯაკო FM. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი g.Vino, 8000 მოსავალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
ღვინის მოყვარულებსა და პროფესიონალებს დიდი სიამოვნება გელით - კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო ღვინოები: რქაწითელი, საფერავი, ოცხანური საფერე, ქისი, ხიხვი, ჩინური, მწვანე კახური, თავკვერი, შავკაპიტო, ოჯალეში, ორბელური ოჯალეში, ალექსანდროული, მუჯურეთული, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, წულუკიძის თეთრა, ჩხავერი, ძელშავი, სხილათუბანი, კუნძა, ხიდისთაური, კახური მცვივანი, საფერავი ბუდეშურისებრი და სხვ.
როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა. თქვენ გელით ასეულობით ახალი ღვინო, ახალი ჯიშები, ახალი სახელები და შთაბეჭდილებები.
ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.
ახალი ღვინის ფესტივალი 2019 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.
ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით - ნალი ბენდი, ფოლკლორული ანსამბლი დიდგორი, რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი. იქნება სახალისო პროგრამა, ღვინის კლუბისგან გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები, მეთუნე თიხის ნაკეთობების მასტერკლას ჩაატარებს და სხვა.
ახალი ღვინის ფესტივალი 2018-ში მონაწილე საოჯახო მარნები:
თბილისი
ახალი ღვინის ფესტივალი 2019-ში მონაწილე ღვინის კომპანიები
2019 წლის 11 მაისს ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 78 ღვინის კომპანია, 153 მცირე საოჯახო მარანი, 19 სხვა კომპანია. სულ 250 ფესტივალის მონაწილეა.
წლევანდელი “ახალი ღვინის ფესტივალი” განსაკუთრებულია ღვინის კლუბისთვის. წელს სრულდება 10 წელი კლუბის დაარსებიდან, ხოლო ფესტივალი, რომელიც 11 მაისს გაიმართება მთაწმინდის პარკში, რიგით მე–10–ა. ახალი ღვინის ფესტივალი 2019–ის მხარდამჭერები ტრადიციულად არიან - ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ.თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, ჯაკო FM. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი g.Vino, 8000 მოსავალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
ღვინის მოყვარულებსა და პროფესიონალებს დიდი სიამოვნება გელით - კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო ღვინოები: რქაწითელი, საფერავი, ოცხანური საფერე, ქისი, ხიხვი, ჩინური, მწვანე კახური, თავკვერი, შავკაპიტო, ოჯალეში, ორბელური ოჯალეში, ალექსანდროული, მუჯურეთული, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, წულუკიძის თეთრა, ჩხავერი, ძელშავი, სხილათუბანი, კუნძა, ხიდისთაური, კახური მცვივანი, საფერავი ბუდეშურისებრი და სხვ.
როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა. თქვენ გელით ასეულობით ახალი ღვინო, ახალი ჯიშები, ახალი სახელები და შთაბეჭდილებები.
ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.
ახალი ღვინის ფესტივალი 2019 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.
ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ღვინის კომპანიები:
1. ალაფიანის მარანი
2. ალექსანდრე დისტილერი
3. ანდრიას ღვინო
4. არტიზანი
5. ასკანელი
6. ახმეტის ღვინის სახლი
7. ბაბანეურის მარანი
8. ბაკაშვილი
9. ბუნებური
10. გაბრიელის ღვინო
11. გელოვანი
12. გურამ ბერუაშვილის მარანი
13. დავით მიხელიძის მარანი
14. დანიელი
15. დარსა
16. ვაზიანი
17. ვახტანგ ბერუაშვილის მარანი
18. ვილლა ვინიფერა
19. ვინო მარტვილე
20. ვინომი
21. ზეკარი
22. ზურაბ კვირიაშვილის ვენახები
23. თავანკარი
24. თბილღვინო
25. თელიანი ველი
26. თემი
27. თორელი ვაინს
28. იბერიელი
29. იმერული ღვინის კომპანია
30. კალამი
31. კასრელი
32. კახური
33. კორპორაცია ქინძმარაული
34. ლექსოს მარანი
35. ლოლაძეების საოჯახო მარანი
36. ლომთაძის ოჯახის ღვინო
37. მანაგაძეების ღვინის კომპანია
38. მართალი ღვინო
39. მეღვინეობა მუკუზანი
40. მეღვინეობა ხარება
41. მილდიანი
42. მათიაშვილის მარანი
43. მარანი უწყინარი
44. მარანი მილორაული
45. მარანი სანავარდო
46. მეღვინეობა გუდა
47. მეღვინეობა კახაბერი
48. მიშო პაპა
49. ნათენაძის მარანი
50. ნაოტარი
51. ნაოტრები
52. ნასრაშვილების მარანი
53. ნიკიფორე
54. ნოდარ ბაღაშვილის მარანი
55. ორი მარანი
56. სამთავისის მარანი
57. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
58. საქართველოს სული
59. სესიაშვილი
60. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
61. ტიფლისსკი ვინნი პოგრებ
62. ტოგონიძის ღვინო
63. ფაფრის ველი
64. ქართული ლეგენდა
65. ქართული ღვინის სახლი
66. ქართული ღვინოები
67. ღვარძელაშვილის მარანი
68. ყვარელი 2017
69. შალვინო
70. შატე
71. შენგელი
72. შუმი
73. ჩალაბრიანი
74. ჩვენი ღვინო
75. ჭონას მარანი
76. ჯაყელების ღვინო
77. ჯიველი
78. Khashmi Family Winery
სხვა კომპანიები:
79. ტაბლა ნოვა
80. ღვინტესტი
81. VINO & VINO
82. Keiko&Maika
83. კოლორპაკი
84. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
85. საფერიკო
86. ხურჯინი
ააიპ და სახელმწიფო ორგანიზაციები:
87. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
88. ღვინის კლუბი
ტრადიციული და თანამედროვე ხელნაკეთი ნივთები
89.რამაზ გახუტიშვილი, მეთუნე
90. არტმანი
91. დეკარტი
92. ლორინა არტ
93. მარიამ ბულაცაშვილის ხელნაკეთი ნივთები
94. ფოტია
95. ქართული სუფრა ნიკოლოზ ნუცუბიძისგან
96. LiaArt
97. Mariami Made in Georgia
ფესტივალის მონაწილე საოჯახო მარნების სია იხილეთ აქ.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
გელით 11 მაისს, ახალი ღვინის ფესტივალი 2019-ზე, ქართული ღვინის დღესასწაულზე!
2019 წლის 11 მაისს ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 78 ღვინის კომპანია, 153 მცირე საოჯახო მარანი, 19 სხვა კომპანია. სულ 250 ფესტივალის მონაწილეა.
წლევანდელი “ახალი ღვინის ფესტივალი” განსაკუთრებულია ღვინის კლუბისთვის. წელს სრულდება 10 წელი კლუბის დაარსებიდან, ხოლო ფესტივალი, რომელიც 11 მაისს გაიმართება მთაწმინდის პარკში, რიგით მე–10–ა. ახალი ღვინის ფესტივალი 2019–ის მხარდამჭერები ტრადიციულად არიან - ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ.თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, ჯაკო FM. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი g.Vino, 8000 მოსავალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
ღვინის მოყვარულებსა და პროფესიონალებს დიდი სიამოვნება გელით - კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო ღვინოები: რქაწითელი, საფერავი, ოცხანური საფერე, ქისი, ხიხვი, ჩინური, მწვანე კახური, თავკვერი, შავკაპიტო, ოჯალეში, ორბელური ოჯალეში, ალექსანდროული, მუჯურეთული, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, წულუკიძის თეთრა, ჩხავერი, ძელშავი, სხილათუბანი, კუნძა, ხიდისთაური, კახური მცვივანი, საფერავი ბუდეშურისებრი და სხვ.
როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა. თქვენ გელით ასეულობით ახალი ღვინო, ახალი ჯიშები, ახალი სახელები და შთაბეჭდილებები.
ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.
ახალი ღვინის ფესტივალი 2019 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.
ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ღვინის კომპანიები:
1. ალაფიანის მარანი
2. ალექსანდრე დისტილერი
3. ანდრიას ღვინო
4. არტიზანი
5. ასკანელი
6. ახმეტის ღვინის სახლი
7. ბაბანეურის მარანი
8. ბაკაშვილი
9. ბუნებური
10. გაბრიელის ღვინო
11. გელოვანი
12. გურამ ბერუაშვილის მარანი
13. დავით მიხელიძის მარანი
14. დანიელი
15. დარსა
16. ვაზიანი
17. ვახტანგ ბერუაშვილის მარანი
18. ვილლა ვინიფერა
19. ვინო მარტვილე
20. ვინომი
21. ზეკარი
22. ზურაბ კვირიაშვილის ვენახები
23. თავანკარი
24. თბილღვინო
25. თელიანი ველი
26. თემი
27. თორელი ვაინს
28. იბერიელი
29. იმერული ღვინის კომპანია
30. კალამი
31. კასრელი
32. კახური
33. კორპორაცია ქინძმარაული
34. ლექსოს მარანი
35. ლოლაძეების საოჯახო მარანი
36. ლომთაძის ოჯახის ღვინო
37. მანაგაძეების ღვინის კომპანია
38. მართალი ღვინო
39. მეღვინეობა მუკუზანი
40. მეღვინეობა ხარება
41. მილდიანი
42. მათიაშვილის მარანი
43. მარანი უწყინარი
44. მარანი მილორაული
45. მარანი სანავარდო
46. მეღვინეობა გუდა
47. მეღვინეობა კახაბერი
48. მიშო პაპა
49. ნათენაძის მარანი
50. ნაოტარი
51. ნაოტრები
52. ნასრაშვილების მარანი
53. ნიკიფორე
54. ნოდარ ბაღაშვილის მარანი
55. ორი მარანი
56. სამთავისის მარანი
57. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
58. საქართველოს სული
59. სესიაშვილი
60. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
61. ტიფლისსკი ვინნი პოგრებ
62. ტოგონიძის ღვინო
63. ფაფრის ველი
64. ქართული ლეგენდა
65. ქართული ღვინის სახლი
66. ქართული ღვინოები
67. ღვარძელაშვილის მარანი
68. ყვარელი 2017
69. შალვინო
70. შატე
71. შენგელი
72. შუმი
73. ჩალაბრიანი
74. ჩვენი ღვინო
75. ჭონას მარანი
76. ჯაყელების ღვინო
77. ჯიველი
78. Khashmi Family Winery
სხვა კომპანიები:
79. ტაბლა ნოვა
80. ღვინტესტი
81. VINO & VINO
82. Keiko&Maika
83. კოლორპაკი
84. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
85. საფერიკო
86. ხურჯინი
ააიპ და სახელმწიფო ორგანიზაციები:
87. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
88. ღვინის კლუბი
ტრადიციული და თანამედროვე ხელნაკეთი ნივთები
89.რამაზ გახუტიშვილი, მეთუნე
90. არტმანი
91. დეკარტი
92. ლორინა არტ
93. მარიამ ბულაცაშვილის ხელნაკეთი ნივთები
94. ფოტია
95. ქართული სუფრა ნიკოლოზ ნუცუბიძისგან
96. LiaArt
97. Mariami Made in Georgia
ახალი ღვინის ფესტივალი 2019-ში მონაწილე საოჯახო მარნები:
თბილისი
ღვინის კლუბი10 წლის დაძველებით - საიუბილეო დეგუსტაცია
ახალი ღვინის ფესტივალი 2018
როგორ მოვხვდეთ ახალი ღვინის ფესტივალზე – მანქანა, ტრამვაი, ავტობუსები
მეგობრებო, მთაწმინდის პარკში, ახალი ღვინის ფესტივალზე შეგიძლიათ მოხვდეთ:
სამანქანო გზით
(მხოლოდ დილის საათებში! შუადღისთვის, კოჯრის გზატკეცილისა და პარკის ქუჩის გადაკვეთა დაიკეტება, მანქანით ასვლას მხოლოდ პარკის გადასახვევამდე მოახერხებთ. იხ. ასევე სპეც–რეისი #2)
ტრამვაი
(თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგური, ჭონქაძის #24 – მთაწმინდის პარკი)
#90 ავტობუსი
ხაზინის ქ. (ფხოვის ქუჩის გადაკვეთასთან) - ვეკუას ქ. - ალექსანდრე პუშკინის ქ. - თავისუფლების მოედანი - გიორგი ლეონიძის ქ. - გერონტი ქიქოძის ქ. - მიხეილ ლერმონტოვის ქ. - პაოლო იაშვილის ქ. - ამაღლების ქ. - მარო მაყაშვილის ქ. - მარო მაყაშვილის აღმართი - კოჯრის გზატკეცილი - ოქროყანის დასახლება (თბილისის ქუჩა, ""გ-ბ"" ზონებთან მობრუნება) - მთაწმინდის პარკი."
უკუ მიმართულებით:
მთაწმინდის პარკი - ოქროყანის დასახლება (""გ-ბ"" ზონებთან მობრუნება, თბილისის ქუჩა) - კოჯრის გზატკეცილი - მარო მაყაშვილის აღმართი - მარო მაყაშვილის ქ. - ამაღლების ქ. - ასათიანის შესახვევი - ლადო ასათიანის ქ. - შალვა დადიანის ქ. - თავისუფლების მოედანი - შოთა რუსთაველის გამზირი - გიორგი ჭანტურიას ქ. - გიორგი ათონელის ქ. - ხაზინის ქ. (ფხოვის ქუჩის გადაკვეთასთან). "
#124 ავტობუსი
მ/ს ""რუსთაველი"" (Mcdonald's""-ის მიმდებარე ტერიტორია) - შოთა რუსთაველის გამზირი - გიორგი ლეონიძის ქ. - გერონტი ქიქოძის ქ. - მიხეილ ლერმონტოვის ქ. - პაოლო იაშვილის ქ. - ამაღლების ქ. - მარო მაყაშვილის ქ. - მარო მაყაშვილის აღმართი - კოჯრის გზატკეცილი - ოქროყანის დასახლება (შემოვლითი გზით, კოტეჯების მხრიდან) - მთაწმინდის პარკი."
"უკუ მიმართულებით:
მთაწმინდის პარკი - ოქროყანის დასახლება (შემოვლითი გზით, კოტეჯების მხრიდან) - კოჯრის გზატკეცილი - მარო მაყაშვილის აღმართი - მარო მაყაშვილის ქ. - ამაღლების ქ. - ლადო ასათიანის შესახვევი - ლადო ასათიანის ქ. - შალვა დადიანის ქ. - თავისუფლების მოედანი - შოთა რუსთაველის გამზირი - მერაბ კოსტავას ქ. (სახ. ფილარმონიასთან მობრუნებით) - მ/ს ""რუსთაველი"" (Mcdonald's""-ის მიმდებარე ტერიტორია)"
გარდა ამისა, თბილისის მერიამ დანიშნა 2 სპეც–რეისი
სპეც–რეისი #1
ავტობუსები დაგელოდებათ კოჯრის გზატკეცილზე, პარკის გადასახვევთან.
თბილისი კოჯრის გზატკეცილი - მთაწმინდის პარკი:
თბილისი კოჯრის გზატკეცილისა და პარკის ქუჩის გადაკვეთა - პარკის ქუჩა - ინოვაციების ქ. - მთაწმინდის პარკი.
უკუ მიმართულებით:
მთაწმინდის პარკი - ინოვაციების ქ. - პარკის ქ. - თბილისი კოჯრის გზატკეცილისა და პარკის ქუჩის გადაკვეთა.
სპეც–რეისი #2
ავტობუსები დაგელოდებათ თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგურის მიმდებარედ.
ჭონქაძის ქ.#24 - მთაწმინდის პარკი
დ. ჭონქაძის ქ. #24-ის მიმდებარედ - დ. ჭონქაძის ქ. - ამაღლების ქ. - მარო მაყაშვილის ქ. - მარო მაყაშვილის აღმართი - კოჯრის გზატკეცილი - პარკის ქუჩა - ინოვაციების ქ. - მთაწმინდის პარკი.
უკუ მიმართულებით:
მთაწმინდის პარკი - ინოვაციების ქ. - პარკის ქ. - თბილისი კოჯრის გზატკეცილი - მარო მაყაშვილის აღმართი - მარო მაყაშვილის ქ. - ამაღლების ქ. - ლადო ასათიანის შესახვევი - ლადო ასათიანის ქ. - შალვა დადიანის ქ. - თავისუფლების მოედანი - გიორგი ლეონიძის ქ. - გერონტი ქიქოძის ქ. - მიხეილ ლერმონტოვის ქ. - პაოლო იაშვილის ქ. - ამაღლების ქ. - დ. ჭონქაძის ქ. #24.
გისურვებთ საუკეთესო დრო გაატაროთ ახალი ღვინის ფესტივალზე!
ღვინო ყველასათვის, ყველა ღვინისათვის!
ღია სტუდია - ახალი ღვინის მეათე ფესტივალი თბილისში
11 მაისს თბილისში, მთაწმინდის პარკში იმართება ახალი ღვინის მეათე ფესტივალი. ღვინის არა მასობრივი, არა ქარხნული წარმოების აღორძინება საქართველოში იწყება 21-ე საუკუნის ნულოვანი წლებიდან; ამასთან, ღვივდება და იზრდება ინტერესი ღვინის განათლების მიმართაც. თუ პირველ ფესტივალს, 10 წლის წინათ, ოციოდე მცირე კომპანია მართავდა, დღეს მონაწილეთა რიცხვი რამდენიმე ასეულია. ახალი ქართული ღვინისა და ახალი მეღვინეების დღევანდელ დღეს, ასევე აქამდე გამოვლილ გზას ეხება 10 მაისის ღია სტუდია.
სტუმარი: მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის დამფუძნებელი.