Quantcast
Channel: "მარანი" - ქართული ღვინო
Viewing all 2695 articles
Browse latest View live

გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ტოკიოში გუშინ გაიხსნა

$
0
0

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში Terrada Warehouse გამოფენა  „საქართველო – ღვინის სამშობლო“ დამთვალიერებლებისთვის 10 მარტიდან ღიაა.

ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია  „ქართული ღვინო“, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის პარტნიორია მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიები Sony music communication და TOPPAN. ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 7 მაისამდე გაგრძელდება.

გამოფენის ოფიციალური გახსნა 15 მარტს გაიმართება, რომელსაც საქართველოსა და იაპონიის მთავრობების წარმომადგენლები დაესწრებიან. „გამოფენამ პირველივე დღეს დამთვალიერებლების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არა მხოლოდ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, არამედ ზოგადად მიიღონ ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას იაპონიაში“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


#ახალიკვირა ბოისას მარანი

ქვევრის ღვინო ლონდონში RAW WINE 2019-ზე

$
0
0

10-11 მარტს ლონდონში  ბუნებრივი ღვინოების  საერთაშორისო გამოფენა RAW WINE გაიმართა, რომელშიც საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელმა მარნებმა მონაწილეობა მიიღეს.

გამოფენას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლევანდელ გამოფენაში წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი კომპანიები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ნათენაძის ღვინის მარანი“, „შატო ხაშმი“, „მეღვინეობა ველინო“, „ნიკალას საოჯახო მარანი“, „ახმეტის ღვინის სახლი“, „მეღვინეობა ანაპეა“, „ალექსანდრეს ღვინის მარანი“, „ბაიას ღვინო“ და „მეღვინეობა ართანა“.

გამოფენის ფარგლებში მოეწყო ქართული სამზარეულოს კუთხეც. ღვინის ეროვნული სააგენტოს და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ბრიტანელ იმპორტიორებთან.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, გაეცნონ  მისი  დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. ბრიტანეთის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ  არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანა.

საქართველო RAW WINE-ში (The Artisan Wine Fair) 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც  პოტენციური იმპორტიორების მოძიების, ქვევრის ღვინის წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. ქართველი მეღვინეების განცხადებით, გასულ წლებში აღნიშნულმა გამოფენამ მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

შავკაპიტო, ალაფიანი, 2018

$
0
0

სტილი:ქვევრის წითელი მშრალი ტრადიციული

ადგილი:ქართლი, კასპი, ოკამი

ჯიში:შავკაპიტო

ალკოჰოლი: 13%

ფერი:გამჭვირვალე შინდისფერი

სურნელი:ძალზე ეფექტური, შავი კენკრისა და ხილის არომატები (ღოღნაშო, ალუბალი, ჟოლოს მურაბა)

გემო:შედარებით მსუბუქი, ხალისიანი, ძალზე ცოცხალი ღვინო, ხანგრძლივი დაბოლოებით.

კერძი:ამოლესილი ლობიო, აჯაფსანდალი, ჩახოხბილი, შემწვარი გოჭი

მიტანისტემპერატურა: 13–15°

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

მასობრივი უმუშევრობის ფონზე მევენახეები დამხმარე მუშახელის სიმცირეს უჩივიან

$
0
0

ლევანსეფისკვერაძე

უმუშევრობაჩვენიქვეყნისერთ-ერთიყველაზემწვავეპრობლემაადაესგანსაკუთრებითსოფლადიგრძნობა. საჯაროთუკერძოსაუბრებშისოფლადმცხოვრებიადამიანებისგანხშირადგვსმენია, რომისინიხელისუფლებისათუბიზნესისგანდასაქმებისხელშეწყობასითხოვენდამათიაზრით ,თუიქნებადასაქმება, სოფლიდანქალაქებისკენადამიანებისმასობრივიმიგრაციაცშეჩერდება. ამისფონზეკიუცნაურია, რომროგორცაღმოსავლეთ, ასევედასავლეთსაქართველოშიმევენახეებიბოლოწლებშიმუშახელისნაკლებობასუჩივიან. არსებულიპრობლემაგანსაკუთრებით  მოზრდილივენახებისმქონემევენახე-მეღვინეებსაწუხებთ, რომლებიცხშირშემთხვევაშისაკუთარიდამათიოჯახებისშრომითიშესაძლებლობებითფიზიკურადვერახერხებენვაზისმოვლასდადახმარებასბუნებრივადსაჭიროებენროგორც.. მწვანეოპერაციებში, ასევესხვლაში, რთველშითუღვინისდამზადებაში.

ქართველი მევენახეები ხშირად ამბობენ, რომ სამწუხაროდ საქართველოში კიდევ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც გაჭირვების მიუხედავად 20-25-30 ლარზე უარს ამბობენ მუშაობაზე, ეს ყველაფერი კი მათი აზრით, საბჭოთა წყობილების პერიოდში გარკვეულწილად ჩვენში ჩამოყალიბებული სტერეოტიპებიდანაც მოდის, რომ ყველა ადამიანი იღებდა იმაზე მეტს, ვიდრე ეკუთვნოდა და თუ შეიძლებოდა საქმის გულგრილად გაკეთება, ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვდა და ანაზღაურებას მაინც იღებდა, შესაბამისად ეს ადამიანები დღესაც იგივე პრინციპით აგრძელებენ მუშაობას და ცხოვრებას, ხოლო გაწეული მომსახურების ხარისხი და მიღებული ანაზღაურების შესაბამისობა დღეის მდგომარეობით საკმაოდ რთულად მისაღწევია.

ამას გარდა, მევენახე-მეღვინეები ასევე მიუთითებენ იმაზეც, რომ სოფლად არის სხვა კატეგორიის ადამიანებიც, რომლებიც დამოკიდებულები არიან სოციალურ დახმარებაზე და ურჩევნიათ ეს დახმარება მიიღონ, ვიდრე დამატებით შეასრულონ სხვადასვა სამუშაოები და იყვნენ მუდმივად დასაქმებულები.

ახალგაზრდა მევენახე-მეღვინე გიორგი ლაცაბიძე, რომელმაც ქართლში (გორის მუნიციპალიტეტი), ოკუპირებული სამაჩაბლოს მოსაზღვრედ სოფელ ხვითში უკვე ოთხ წელზე მეტია რაც ვენახი გააშენა, წლების მანძილზე უჩივის დამხმარე მუშახელის ნაკლებობას და მისი აზრით, მუშახელის კვალიფიკაციის დაბალი დონეც უმთავრესი პრობლემაა.

გიორგილაცაბიძე, ქართლელიმევენახე-მეღვინე:“კვალიფიციური მუშახელის შემცირება სოფლის მეურნებაში პირველ რიგში დამოკიდებულია შესაბამის განათლებაზე, რომელიც დღეისათვის ფაქტობრივად მოშლილია და ძირითადად ადამიანებს მხოლოდ გლეხური მეურნეობიდან აქვთ შესაბამისი ცოდნა მიღებული, რომელიც ახალ თანამედროვე ფერმერულ მეურნეობებში და სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურების მოყვანისათვის არ არის საკმარისი. სოფლის თემებში თითქმის აღარ არსებობს კვალიფიციური ვეტერინარი და აგრონომი რომლებიც ადგილზე გაგიწევს კონსულტაციას და მოგცემს რეალურ რჩევას, ეს ყველააფერი გამოწვეულია განათლების სისტემის გაუმართაობით, ახალგაზრდების სასწავლებლად გადინება სოფლებიდან ხდება ძირითადად მსხვილ ქალაქებში და არა პროფსასწავლებლებში, რომლებიც შეძლებდნენ კვალიფიციური მუშახელის და სპეციალისტების გამოშვებას ბაზარზე.

- თქვენიაზრითარისთუარაგამოსავალიდამხმარემუშახელისთვისანაზღაურებისგაზრდა?

- დამხმარე მუშახელისთვის ანაზღაურების გაზრდამ შესაძლოა გარკვეულწილად გამოიწვიოს მათი მოტივაციის ამაღლება, თუმცა თუ არ მოხდა მათი გადამზადება და შესაბამის დარგობრივ სპეციალისტებად ჩამოყალიბება, ფერმერისთვის, რომელიც ისედაც ძალიან მცირე მოგებაზე მუშაობს სოფლის მეურნეობაში, კიდევ უფრო გაუძვირდება პროდუქცია და შესაძლოა საერთოდ შეწყვიტოს საქმიანობა.

აღნიშნულის გადასაწყვეტად აუცილებელია მოხდეს სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ამ სფეროში დასაქმებული მუშახელის გადამზადება, რათა საქართველოში წარმოებულმა პროდუქციამ როგორც ფასით, ასევე ხარისხით რეალური კონკურენცია გაუწიოს იპორტირებულ პროდუქტს, რომლითაც დღეისათვის თითქმის მთლიანად გაჯერებულია ბაზარი“.

როგორც უკვე ვთქვით, არავისთვისაა უცხო, რომ საქართველოში სამწუხაროდ სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, არასასურვლია და მოქალაქეების უმეტესი ნაწილი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უკვე ათწლეულებია უმუშევრობას ასახელებენ. მაშ რატომ უჭირთ ქართველ მევენახეებს კარგი დამხმარე ხალხის მოძებნა? ამ პრობლემას ერთობ უცნაურად განმარტავს ფრონეს ხეობელი გლეხი, 34 წლის ხვიჩა კავთელაძე. იგი ამბობს, რომ ვენახებში შრომა დიდ ფიზიკურ ჯაფასთანაა დაავშირებული და ანაზღაურება იმდენად მცირეა, რომ უბრალოდ არ ღირს დღეში 25 და 30 ლარად ვინმეს ვენახში ჭაპანწყვეტა.

“ქალაქში მცხოვრები კაცისთვის სათქმელად ადვილია ვენახში მუშაობა. ხშირად საკუთარი ვენახებსაც კი ვერ ვუვლით ისე, როგორც გვინდა და 25 ლარად სხვის ვენახში რომ ჩაკვდე - ნამდვილად არაა კარგი პერსპექტივა. გარდა იმისა, რომ ანაზღაურება მცირეა, ასევე ბევრს უბრალოდ დრო არ გვაქვს, რომ სხვებს მივეხმაროთ. თბილისიდან ჩასულ ხალხს ვენახი და კარგი ღვინის ქონა უნდათ, მაგრამ როდესაც შრომაზეა საქმე მიმდგარი, სხვამ უნდა გაუკეთოს“ - გვეუბნებახვიჩაკავთელაზე, რომელიც არ განმარტავს იმას, თუ რატომ არის არასწორი გარკვეული თანხის საფასურად დამხმარე მუშახელის დაქირავება.   

ქართველი მევენახეების აზრით, ამ პრობლემურ საკითხს ორი მთავარი მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი ისაა, რომ საბჭოთა ეპოქის შემდეგ გლეხების დიდ ნაწილს უბრალოდ დაავიწყდა (ანდა არც არასოდეს უსწავლიათ) ვაზის სწორად მოვლა, ანუ ვენახის მოვლა ისე, როგორც ამას მათი წინაპარი აკეთებდნენ. ვენახის სწორად მოვლის გარეშე კი ხარისხიანი ღვინის მიღება წარმოუდგენელია. ვენახის მფლობელები უბრალოდ არ და ვერ ანდობენ ამ საქმის არმცოდნე ხალხს მათ ვენახებს და ეს ბუნებრივია.

დავით ლომთაძე, რაჭველი მევენახე-მეღვინე:"მევენახეობა საკმაოდ რთული და შრომატევადი დარგია, რაც თავისთავად მოითხოვს კვალიფიციურ მუშახელს. თუმცა დღეის მდგომარეობით საქართველოს ყველა რეგიონში არსებული სიტუაცია ამ კუთხით იდენტურია. ძირითადად დარგის ყველა სპეციალისტი ცდილობს თავის ცოდნა და შესაძლებლობა მეტად განვითარებულ რეგიონში გამოიყენოს და დასაქმდეს მაგალითად დიდ კომპანიებში, რომლებიც ძირითადად კახეთში საქმიანობენ. შესაბამისად, კვალიფიციური სპეციალისტები და მუშახელიც საკმაოდ რთულად მოსაძიებელია. აღნიშნული პრობლემა კი უფრო მეტად მცირე მიკროზონებში არის თავმოყრილი. მაგალითისთვის ასეთია რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის ზონა, სადაც ფაქტობრივად მუშახელის მოძიება დიდი თავისტკივილია და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ვცდილობთ იმერეთს ვუხმოთ დასახმარებლად.

- ბევრი ამბობს, რომ საქმე გვაქვს ელემენტარულ სიზარმაცესთან...

- რა თქმა უნდა, სიზარმაცესთან გვაქვს საქმე. წარმოუდგენელია ადამიანს არ შეეძლოს ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, შენ როგორც დამსაქმებელი სთავაზობდე სამუშაოს შესაბამისი გასამრჯელოს სანაცვლოდ (რაჭა-ლეჩხუმში გაცილებით ძვირია მუშახელი რომელიც შეადგენს მინიმუმ 30 ლარს ყველა სამუშაოზე) და პასუხს იღებდე, რომ მას არ სცალია. სამწუხაროდ ეს პრობლემა მასიურ ხასიათს ატარებს და არის კიდევ მეორე პრობლემა, რომელიც უხარისხოდ და უგულოდ გაკეთებულ საქმეს ეხება, რაც ძალიან სამწუხაროა. აღნიშნული უფრო გულდასაწყვეტია კიდევ უფრო იმიტომ, რომ ეს უპასუხისმგებლობა უკვე ერთგვარ ხასიათად ჩამოყალიბდა.

ანაზღაურების გაზრდა პრობლემას ვერ მოაგვარებს. გაზრდილი ანაზღაურების მოთხოვნა, დასაქმებულის მხრიდან  ხდება მხოლოდ მაშინ, თუ მას ზურგს უმაგრებს დიდი გამოცდილება, აღებული საქმის ხარისხიანად და პასუხისმგებლობით შესრულება. მერწმუნეთ ასეთი მუშა ჯგუფი რომ არსებობდეს რაჭა-ლეჩხუმში, მოთხოვნაც იქნება მათზე და არც სამუშაო მოაკლდებათ".

აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს სამწუხაროდ, უბრალოდ არ სურს ფიზიკური შრომა (რასაც ხვიჩა კავთელაძეც აღიარებს) და სოფლად მასობრივი უმუშევრობის მიუხედავად, მათთვის შრომის შესაბამისი ანაზღაურებაც ვერაა სათანადო მოტივაცია. ჩვენთან  საუბარში მევენახეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან - ქართლიდან, კახეთიდან, იმერეთდან თუ რაჭა-ლეჩხუმიდან სწუხან იმაზე, რომ ვენახში დასასაქმებელი მუშახელისათვის ანაზღაურება წლიდან-წლამდე იზრდება, თუმცა ამის  მიუხედავად კარგი დამხმარის მოძებნა თითქმის ყველგან ურთულესი საქმეა.

ბექანეშუმაშვილი, მევენახე-მეღვინე, მარანნაოტრებისწარმომადგენელი:“ჩემი აზრით არსებული მდგომარეობა განაპირობა ახალგაზრდების არასრულფასოვანმა ინტერესმა ვენახის სამუშაოებისადმი. სოფლების დაბერების პროცესმა (ვგულისხმობ ახალგაზრდა შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინებას სოფლებიდან თბილისში თუ  ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ) და ვენახების უსისტემოდ გაშენებამ გამოიწვევია კონკრეტული ოპერაციების შესრულებისას მუშახელის დეფიციტი და ეს რაც შემდგომში იწვევს ფასის მატებას სამუშაო ძალაზე. მოკლედ რომ ვთქვა, მოთხოვნა-მიწოდების საკითხია.

ამასთან, არ არსებობს შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტები ამპელოგრაფები, აგრონომები, ალბათ ბევრია დიპლომირებული აგრონომი, მაგრამ ვაზის სხვლის და ფორმირების რამდენი ფორმა არსებობს, ვერც კი გვეტყვის. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში რამდენ მუშაზე რამდენი კვალიფიციური აგრონომია საჭირო, ალბათ 30 -35 წელია არავის დაუანგარიშებია.

- სხვადასხვაკვლევებითსაქართველოშიმასობრივიუმუშევრობაა. თუმცა, ამისფონზე, მევენახეებსმაინცბევრიადამიანიეუბნებაუარსმიხმარებაზე (ცხადიაშესაბამისანაზღურებისპირობით). იქნებმენტალურპრობლემასთანგაქვსსაქმე?

- ეს წმინდად მენტალური პრობლემაცაა და არ დაწყებულა გუშინ. დაიწყო ალბათ გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა ყველა მშობელს შვილი უნდა ჰყოლოდა დიპლომიანი და ყველას ”თეთრ” სამუშაოზე სურდა საკუთარი შვილი. ბოლოს მივიღეთ “დიპლომიანი ტაქსისტები“ და არა მევენახეები. 

რეგიონში არსებული ეს მახინჯი მენტალობა იმედია მალე შეიცვლება და ვენახში მუშაობა არ იქნება ”დაბალი სოციალური მდგომარეობის“ მაჩვენებელი. ამასთან აუცილებელია საათობრივი სამუშაოს ანაზღაურება, რადგანაც ბევრი ადამიანია, რომელსაც არ შეუძლია სრული რვა საათი მუშაობა. თუ შემოვა საათობრივი ანაზღაურება, ეფექტიც მეტი ექნება და მოსახლეობაც უფრო ჩაერთვება. ზოგადად, ყოველგვარი ანაზღაურების ზრდა ეკონომიკური და სოციალური ანალიზის გარეშე მიუღებელია. ჩვენთან პრობლემაა მტკივნეული სიმართლის თქმა, რომ ქაოტური ქმედებები იწვევენ უკუქმედებას და რომ შემდეგ მისი შედეგები უფრო მტკივნეულია. ასე რომ, საბოლოოდ მაინც განათლებასთან მივდივართ“.

ქართველი მევენახეებთან საუბრებში გავარკვიეთ, რომ ვენახში ერთი დღე მოხმარებისათვის ადგილობრივ გლეხებს დაახლოებით ათი წლის წინ ქართლში და კახეთში 20 ლარს, იმერეთსა და გურიაში კი 15 ლარს უხდიდნენ. დღეს სიტუაცია ამ მხრივ გაუმჯობესებულია. ასე მაგალითად, გურჯაანის მიმდებარე სოფლებში, თუკი მევენახემ შეძლო და ბირჟებზე უქმად მჯდომი ახალგაზრდა ბიჭები მისახმარებლად წაიყვანა, 30-35 ლარზე ნაკლებად არავინ გაყვება, მაგრამ ესეც პრობლემაა. ხშირად რთველისათვის მომხმარე ქალების გადმოყვანა მევენახეებს კახეთში მდებარე ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებიდანაც კი უწევთ. ამ ქალებს მართალია ვაზის მოვლის ბევრი არაფერი გაეგებათ, მაგრამ ვენახების მეპატრონეები ამბობენ, რომ ბევრ მათ თანასოფლელებზე კარგი მოხმარება იციან და არც სიცხისა თუ სიცივის გამო იწუწუნებენ.

სამწუხაროდ, ეს პრობლემა მხოლოდ მევენახეებს არ აწუხებთ და ზოგადად სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული მცირე მეწარმეების პრობლემაა. როგორც ირკვევა, მევენახეების მსგავს სიტუაციაში არიან გარკვეული ფართობების მქონე მეკარტოფილეები, მეხორბლეები თუ მებოსტნეები. აგრო-მეწარმეები ირწმუნებიან, რომ თუნდაც მაღალი ანაზღაურების პირობით ფიზიკური შრომა ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდებს აღარ სურთ. გარდა ამისა, პროფესიონალიზმის ნაკლებობაც თვალშისაცემია და ვიღებთ მეტად უცნაურ რეალობას - სოფლად ვენახში მუშაობა ბევრს არ სურს ქვეყანაში, რომლის ღვინოსადმი ინტერესი მთელს მსოფლიოში იზრდება. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

შენ ხარ ვენახი

ქართული ვაზის ჯიშები სოფლებისა და ქალაქების დასახელებებით

$
0
0

გიორგი ბარისაშვილი

  გვინდა მცირედი ცნობები მოგაწოდოთ იმ ქართულ ვაზის ჯიშებზე, რომლებიც ატარებენ ჩვენი ქვეყნის ამა თუ იმ სოფლებისა და ქალაქების სახელებს. ქართულ ვაზის ჯიშთა ჩმონათვალში ასეთები არაერთია. ჩვენი მიზანია, პოპულარიზაცია გავუწიოთ ამ ჯიშებს, რადგან შემდგომად მოხდეს მათი თავ-თავიანთ ადგილებზე დაბრუნება და გამრავლება. მართლაც და რა უნდა იყოს იმაზე კარგი, როდესაც რომელიმე ვაზის ჯიში ატარებს ჩვენივე სოფლისა თუ ქალაქის სახელს? ქართული ვაზის ჯიშები სახელდებულია ასევე რეგიონების სახელებითაც, თუმცა, მათ ამ ჯერზე არ შევეხებით.

ჩვენი ვაზის ჯიშები ამ მხრივ მართლაც მრავალფეროვნებითაა გამორჩეული, რადგან მათი სახელდებები უკავშირდება არა მხოლოდ ადგილებს, არამედ ადამიანის გვარ-სახელებს, ცალკეულ უბნებს, ყურძნის დანიშნულებას, მტევნისა თუ მარცვლის ფორმასა და შეფერილობას, სიმწიფის პერიოდსა და სხვ.

  სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ვაზის ჯიშთა საბოლოო იდენტიფიკაცია ამ ეტაპამდე ვერ მომხდარა, თუმცა ამას არაერთი მიზეზიც აქვს, რომელ თემასაც არ ვეხებით. რიგ შემთხვევებში ესა თუ ის ვაზის ჯიში ზოგიერთ ადგილას ცნობილია სინონიმითაც, რაც მეორე მხრივ უკავშირდება ან არც უკავშირდება სოფელსა თუ ქალაქის სახელს. მაგალითად კორტნულას სინონიმია სეურა. ადგილობრივ მოსახლეობაში ვაზის ჯიში სწორედ სინონიმით, ანუ „სეურას“ სახელითაა ცნობილი. სევა ზემორაჭის სოფელია და ჯიშის სახელიც აქედან უნდა მოდიოდეს. ასევეა, მაგალითად უსახელოურიც, რომლის სინონიმია ოყურეშული; ჭყაპას სინონიმია მუხრანული, მეჯვრისხევის საფერავის სინონიმი - ხომასურიანთ საფერავი და ასე შემდეგ. ამის გამო, როგორც აღინიშნა, ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც ამგვარ სახელებს ატარებენ, ბოლომდე არცაა გამოკვლეული. უკანასკნელ პერიოდში ვაზის გაშენებითა და ოჯახური მეღვინეობით ბევრი ადამიანი ინტერესდება, რაც თავის მხრივ მისასალმებელია. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად კახეთისა თუ იმერეთის ისეთ სოფლებში, რომელთა სახელებით სახელდებულია უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები მოსახლეობის ნაწილი ინფორმაციის არქონის გამო რქაწითელს, ცოლიკოურსა და სხვა ჯიშებს აშენებენ. მეორე მხრივ ეს ჯიშებიც უნიკალურია თავისი შინაარსით, მაგრამ როდესაც არსებობს ჯიში „იყალთოს წითელი“ ამ სოფლის მოსახლეობა რატომ უნდა აშენებდეს პირველ რიგში სხვა ჯიშებს? ასევეა იმერეთისა თუ დანარჩენი საქართველოს სოფლებსა და ქალაქებშიც. ამჯერად გვინდა შემოგთავაზოთ სწორედ ამგვარი ვაზის ჯიშების დასახელებები და აქვე დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ საქმეს ერთობლივად უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ. ჩვენი ჩამონათვალის წყაროს წარმოადგენს ახლახანს გამოცემული წიგნი „ქართული ვაზის ჯიშები“. ლევან უჯმაჯურიძის, გიორგი კაკაბაძისა და ქალბატონი ლონდა მამასახლისაშვილის ავტორობით. თბილისი, 2018 წ.

ჩამონათვალი ხარვეზებისაგან დაცული არაა, რისთვისაც წინასწარ ვიხდით ბოდიშს.

ანანურა, არგვეთულა საფერე, ასპინძურა შავი, ასურეთული თეთრი, ასურეთული შავი, ატენის საფერავი, აჭანდრის წითელი, ახალციხური თეთრი, ახმეტური შავი, ბაზალეთური, ბათომურა, ბზვანურა, ბორჩალო, გომის თეთრი (იმერეთი), გომის შავი (იმერეთი), გორულა, გორული მწვანე, დიღმურა, ენაგეთის თეთრი, ენაგეთის წითელი, ვაზისუბნის წითელი (იგივე ურიათუბნის წითელი), ვაიოს საფერავი, ვანის ჩხავერი, ვერტყვიჭალის თეთრი, ვერტყვიჭალის შავი, ზაქათალის თეთრი, ზაქათალის შავი, ზენათური, თხმორულა, იყალთოს წითელი, კახის ვარდისფერი, კახის თეთრი, კახის წითელი, კლდის წითელი, მაღლარი თვრინა, მაღრანული, მირზაანული თეთრი, ობჩური შავი, ორბელური, ორხურა, ოძისური, საფარული, საფერავი მეჯვრისხევის, სეურა, სხალთური, უსახელოური, ქაქუთურა, ქისტაურული შავი, ქციის შავი, ღობიეთის წითელი, ჩიტისთვალა ბოდბური, ძელშავი ობჩის, ძელშავი საჩხერის, ძირაგეული შავი, წირქვალის თეთრი, წნორის თეთრი, ხოტეურა.   

მცხეთა, 2019 წ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ქართული ვაზის ფონდი - პირველი 10 წელი

$
0
0

ალეკო ცქიტიშვილი

ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების მეღვინეობაში დაბრუნება ბოლო წლების ერთ-ერთი სასიამოვნო ტენდენციაა. ამ პროცესში დიდი წვლილი შეაქვთ ენთუზიასტებს, ვისაც ეს ჯიშები საკოლექციო ნაკვეთებიდან მოაქვთ, ვენახებს აშენებენ და რამდენიმე წლის შემდეგ ექსკლუზიურ ღვინოებსაც აყენებენ. სწორედ ენთუზიასტთა ერთ-ერთი ასეთი გაერთიანებაა ქართული ვაზის ფონდი, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციის სახე 2011 წელს მიიღო.

მანამდე კი იყო არაფორმალური გაერთიანება - www.vinoge.com-ის ბაზაზე არსებული ინტერნეტფორუმი, სადაც 2009 წელს დაიბადა იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ვენახების გაშენების იდეა. ამ იდეის გარშემო თავიდან 15 ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც საკუთარი სახსრებით დაიწყეს თანხის შეგროვება სავენახე ადგილების შესაძენად.

„ფორუმის ვენახის“ გაშენების ადგილად რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა. საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეზე (ზვარი - ჭორტაული), სადაც ვენახების გაშენების, მოვლა-პატრონობისა და ღვინის დაყენების პროცესზე ზედამხედველობა იტვირთა კომპანია „ჩვენი ღვინის“ მეღვინემ, სოლომონ ცაიშვილმა.

2010 წელს სახელდახელოდ აკრეფილი თანხებით „ფორუმის ვენახის“ ერთობამ შეიძინა სავენახე მიწა. 2011 წლის გაზაფხულზე კი ერთ ჰექტარ ნაკვეთზე სხვადასხვა რაოდენობით დაირგო 9 ქართული ჯიშის ვაზი: რქაწითელი, ვარდისფერი რქაწითელი, ბუდეშურისებრი საფერავი, მწვანე კახური, ქისი, ღვინის თეთრი, ბუერა, მცვივანი კახური, ხიხვი. 2012 წელს ამ ჯიშებს დაემატა საფერავი. ნერგების მოძიებასა და გაშენებაზე პასუხისმგებლობის ორგანიზაციული მხარე იტვირთა ღვინის კლუბმა, რომელსაც საგურამოში არსებულმა ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულმა ცენტრმა 3000-ზე მეტი ნერგი გადასცა ბაკურციხეში გასაშენებლად.

ამ ეტაპზე უკვე საჭირო გახდა ორგანიზაციის დაფუძნება. ვინაიდან იშვიათი ვაზის ჯიშების ვენახების გაშენების იდეა, სულ ცოტა, ოცწლიან პერსპექტივაში მოგებაზე ორიენტირებული არ იყო, არჩევანი შეჩერდა არამომგებიან (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე, რომელსაც ეწოდა „ქართული ვაზის ფონდი“. ორგანიზაციის წევრები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებსაც ქართული ვაზისა და ღვინის სიყვარული აერთიანებთ.

შემდგომ წლებში ქართული ვაზის ფონდმა ბაკურციხეში მოაწყო მარანი, სადაც დაიფლა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში ღვინის კლუბის ფინანსური მხარდაჭერით შეძენილი ქვევრები (ჯამში 5 ტონამდე ტევადობის). შეძენილია კიდევ ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც ამ გაზაფხულზე ვარდისფერი რქაწითელისა და მუხამწვანის ვენახის გაშენება იგეგმება.

ქართული ვაზის ფონდის დაფუძნებასა და განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა სოლომონ ცაიშვილმა - თანამედროვე ქართული ბუნებრივი მეღვინეობის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა. იგი პირადად უვლიდა ბაკურციხეში გაშენებულ ქართული ვაზის ფონდის ვენახებს. ამ სტატიის მომზადება სწორედ იმ პერიოდში დაიგეგმა და როდესაც იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების გაშენების იდეის შეფასება ვთხოვეთ, გვითხრა: „დარწმუნებით და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე, რაც კი ამ ბოლო წლებში გაკეთებულა. თუმცა, ჯერ მთლად გაკეთებულსაც ვერ ვუწოდებ. წინ კიდევ ბევრი წინაღობაა გადასალახი. ათი გაშენებული ჯიში ზღვაში წვეთია. სულ ცოტა სამი ამდენი კიდევ გასაშენებელია. მარანი და მეურნეობაც მეტად გასაუმჯობესებელია. მოკლედ, კიდევ ბევრი შრომა და ფულია საჭირო... მაგრამ ღირს ხარჯად!.. ხომ უნდა გავიგოთ ბოლოს და ბოლოს რა სიმდიდრის პატრონები ვართ და როგორ უნდა მოვუაროთ ამ სიმდიდრეს?!“

პირველ მოსავლამდე ვენახის მოვლა-პატრონობას ხუთი წელი დასჭირდა. 2013 წელს ვენახი დაისეტყვა, რის გამოც პირველი სრული მოსავალი ფონდმა ერთი წლის დაგვიანებით - 2015 წელს მიიღო. ამავე წელს ჩამოისხა 2014 წლის მოსავლის ღვინო - სულ რაღაც 50 ბოთლი, მაგრამ - განსაკუთრებული ხასიათის. აქედან იწყება ქართული ვაზის ფონდის ღვინოების ისტორია და თავგადასავალი.

ღვინოების დიდი ნაწილი ტრადიციული კახური წესით - ქვევრებში, ხოლო ზოგიერთი მოსავლის ღვინო უჭაჭოდ, მინის საღვინე ჭურჭელში ან კასრებშია დაყენებული. ქართული ვაზის ფონდი არის ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი და იზიარებს ნატურალური მეღვინეობის პრინციპებს - ვენახის მოვლისას დაცულია ბიომეღვინეობის მკაცრი სტანდარტები, ხოლო ღვინის დაყენებისას არ გამოიყენება არანაირი გამწებავი საშუალებები, ენზიმები, სელექციური საფუვრები თუ სხვადასხვა ინდუსტრიული დანამატები.

2018 წელს ქართული ვაზის ფონდის ღვინოების მცირე საექსპორტო პარტიამ პირველად გადაკვეთა საქართველოს საზღვრები - „ბუდეშურისებრი საფერავი 2017“, „მცვივანი კახური 2017“, „ქისი/მწვანე 2017“ აშშ-ში გავიდა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


პრაქტიკულ-ლაბორატორიული მეცადინეობა მევენახეობაში

$
0
0

გადმოწერეთ

ჩახნაშვილი, ნ. გადახაბაძე, მ. პრაქტიკულ-ლაბორატორიული მეცადინეობა მევენახეობაში. თბ. განათლება, 1973.

ვენახების 1940 წლის სრულიად საკავშირო აღწერის შედეგები საქართველოს სს რესპუბლიკაში

$
0
0

გადმოწერეთ

ვენახების 1940 წლის სრულიად საკავშირო აღწერის შედეგები საქართველოს სს რესპუბლიკაში. თბ. 1941.

ღვინის კლუბის საიუბილეო დეგუსტაცია, 4 მაისს

$
0
0

როგორც იცით, „საქართველოს ღვინის კლუბი“ ყოველწლიურად მაისის მეორე შაბათს ატარებს ახალი ღვინის ფესტივალს. წელს ფესტივალი 11 მაისს გაიმართება და იგი საიუბილეოა. მე-10 ფესტივალზე საქართველოს მეღვინეობის ყველა კუთხიდან ჩამოვლენ ოჯახური და მცირე მარნები, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ასევე თითქმის ყველა დიდი კომპანია. გარდა ამისა, 2019 წელს ღვინის კლუბის დაარსებიდან ათი წლისთავიც სრულდება და  ამ ორმაგ იუბილესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან სიახლეებს გთავაზობთ. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავი წინასაფესტივალო დეგუსტაცია, რომელიც 4 მაისს გაიმართება ღვინისბარ 8000 მოსავალში, ვაკეში (აბაშიძის #60)და სადაც 2009–2010 წლის 10–ზე მეტი ღვინო იქნება წარმოდგენილი. დეგუსტაციისთვის უკვე დარეგისტრირებულია ღვინის კომპანიები:

ჯაყელებისღვინო

ლუკასი

თბილღვინო

სესიაშვილისმარანი

კონჭოდაკო.

კალამი

საწნახელი

შუმი

ღვალაძეებისმარანი

ვაჟაგეთიაშვილისმარანი

დეგუსტაციაში მონაწილე მარნების რეგისტრაცია, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ 2009 ან 2010 წლის ღვინოებით, გრძელდება. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას 45, სართული 14, ღვინის კლუბი. ტელ: 2180171 მობ: +995 598308688, E-mail: info@wineclub.ge

შეგახსენებთ, საიუბილეო დეგუსტაცია გაიმართება ვაკის 8000 მოსავალში, აბაშიძის #60. დასწრების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება მოგვიანებით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრია

„საქართველო ღვინის სამშობლო“ - გამოფენა ტოკიოში

ხვალ, ლექცია ღვინის კლუბში – ქართული ღვინის შესაძლებლობები ამერიკის ბაზარზე

$
0
0

ჩვენი ტრადიციული სამშაბათობები გრძელდება!

ღვინის კლუბის თავისუფალი ლექციები ღვინის თანხლებით!
ხვალ, 2 აპრილს, საღამოს 19:00–ზე მორიგი შეხვედრა გაიმართება ვაკეში, ღვინის ბარ 8000 მოსავალში, აბაშიძის #60.
შეხვედრას გაუძღვებიან:
მალხაზ ჯაყელი და ლიზა გრანიკი MW
შეხვედრაზე ვისაუბრებთ ამერიკული ბაზრის თავისებურებებზე, აღმოსავლეთი და დასავლეთი სანაპირო, დიდი ქალაქები, ღვინის სტილები, ახალი ტენდენციები. ქართული ღვინის პოტენციალი ამ ფართო კონტექსტის გათვალისწინებით.
ტრადიციულად, ჩვენს საკლუბო შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანიის 10–ზე მეტი დასახელების ღვინო, გასასინჯად. სპეციალურ ფასად. გარდა ამისა სტუმრებს შეეძლებათ თავიანთი ღვინოებიც მოიტანონ (აუცილებლად მინის ბოთლში ჩამოსხმული, საცობით) გასასინჯად და ღვინის კლუბის წევრებისთვის თუ სხვა მონაწილეებისთვის გასაცნობად.
ეს ღონისძიებები კიდევ უფრო გააფართოვებს ღვინის მოყვარულთა წრეებს, ხელს შეუწყობს იდეების გაცვლას და საშუალებას მოგვცემს ერთმანეთს გავუზიაროთ შთაბეჭდილებები ახალი ღვინოების შესახებ.
ასერომ, გელით სამშაბათს, 2 აპრილს, ღვინის ბარ 8000 მოსავალში, აბაშიძის #60
დასაწყისი 19:00 სთ-ზე.
დასწრება თავისუფალია.

კახეთში ვაზის ნერგები მოიპარეს

ღვინის მწარმოებელი სამი კომპანიის ერთობლივი განცხადება


ტრენინგის ანონსი – ღვინის მარკეტინგის საფუძვლები - ირაკლი ჩოლობარგია

$
0
0

ტრენინგი–ღვინის მარკეტინგის საფუძვლები-ირაკლი ჩოლობარგია 

13-14 აპრილს  ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩოლობარგია გაუძღვება ღვინის კლუბის მორიგ ტრენინგს – „ღვინის მარკეტინგის საფუძვლები“.

მსმენელები შეისწავლიან  ღვინის მარკეტინგის ძირითად პრინციპებს. 

• როგორ შევფუთოთ ღვინო (ბრენდირება)

• როგორ გავხადოთ ღვინო კონკურენტუნარიანი

• სტილის შექმნა

• ფასწარმოქმნა და ღვინის გაყიდვა (საფასო პოლიტიკა, ფასდაკლებები, სხვადასხვა აქცია)

• პროდუქტის დისტრიბუცია

• რეკლამა 

• ექსპორტის მთავარი საკითხები

• შიდა ბაზრის თავისებურებები

• ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე, 11:00–16:00 საათები.

• ტრენინგის ღირებულება: ერთ მსმენელზე შეადგენს 70 ლარს.

• “ღვინის კლუბის” წევრებისთვის, რომელთაც არ ერიცხებათ საწევრო დავალიანება, გათვალისწინებულია 20%–იანი ფასდაკლება.

• კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო, ტესტები, სერტიფიკატი, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი (2 დღე).

• სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ გამოცდას.

• რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.geან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88.

• ჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადაა 11 აპრილი.
გთხოვთ თანხა გადმორიცხოთ ანგარიშზე:
ააიპ "ღვინის კლუბი"
ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში:GE66TB1144536080100002

თანხა უნდა ჩაირიცხოს არაუგვიანეს 11 აპრილისა.

11 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალი 2019-ის პროგრამა

$
0
0

11 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი ჩატარდება მთაწმინდის პარკში (11:00 – 18:00 საათი).

11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მარნები საქართველოს ყველა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2018 წლის მოსავლის ღვინოებს. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნებათ იგემონ საუკეთესო ღვინოები.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალი ტრადიციულად დაიწყება ქვევრის საზეიმო გახსნით.

ფესტივალის მუსიკა: „ნალი ბენდი“, რეზო კიკნაძის ჯაზ–ბენდი და ფოლკლორული ანსამბლი "დიდგორი".

ფესტივალზე ღვინის კლუბისგან 10 ცალი 10 ლიტრიანი საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრი გათამაშდება. ფესტივალზე, ტაბლა ნოვას კარავში (#A, 28) სადეგუსტაციო ჭიქის შეძენისას, სტუმრებს გადაეცემათ  გათამაშების ბილეთი, რომელიც 13:00, 14:00, 15:00, 16:00 საათებში უნდა ჩააგდონ ქვევრში (ცენტრალურ მოედანზე, გათამაშების ქვევრში). 13:10, 14:10, 15:10, 16:10 საათზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები ქვევრიდან შემთხვევითობის პრინციპით ამოღებული ბილეთით.

ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილე ღვინის კომპანიებს ღვინის კლუბის ჯილდო „ელიბო“-ს საზეიმოდ გადაცემათ.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ საკუთარი ხელით შექმნან თიხის ნაკეთობები. ფესტივალზე გაიმართება ტრადიციული და თანამედროვე ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც.

ახალი ღვინის ფესტივალი 2019–ის მხარდამჭერები ტრადიციულად არიან - ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ.თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, ჯაკო FM. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი g.Vino, 8000 მოსავალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

ფესტივალის პროგრამა:

11:00   ფესტივალის დაწყება

11:30   მუსიკა: ნალი ბენდი

12:00   ფესტივალის საზეიმოდ გახსნა, ქვევრის გახსნა, მუსიკა - ანს. დიდგორი

12:30   მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა)

13:00   მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი

13:10   ღვინით სავსე კასრის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა)

13:15   ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ოჯახური მარნების დაჯილდოება

13:30   მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა)

14:00   მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი

14:10   ღვინით სავსე კასრის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა)

14:30   მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა)

15:00   მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი

15:10   ღვინით სავსე კასრის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა)

15:15   ღვინის კლუბის ჯილდო „ელიბო“-ს საზეიმო გადაცემა ღვინის კომპანიებისთვის.

15:30   მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა)

16:00   მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი

16:10   ღვინით სავსე კასრის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა)

17:30   მუსიკა: დიდგორი

18:00   ფესტივალის დახურვა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

ვაზის მავნებლები, დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები

$
0
0

გადმოწერეთ

ვაზის მავნებლები, დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, გზამკვლევი ფერმერებისათვის. თბ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. 2015

ვაზი, ღვინო და პრობლემები: წერილები, 2005-2012

$
0
0

გადმოწერეთ

თეიმურაზ ღლონტი, ვაზი, ღვინო და პრობლემები: წერილები, 2005-2012, თბ. ქვევრის ფონდი, 2012

ღვინის სადეგუსტაციო ტრანსპორტი

Viewing all 2695 articles
Browse latest View live