Quantcast
Channel: "მარანი" - ქართული ღვინო
Viewing all 2707 articles
Browse latest View live

იმერეთის მევენახეობის რაიონების ჰავა

$
0
0

გადმოწერეთ 

ა.ლ. შატსკი, იმერეთის მევენახეობის რაიონების ჰავა, თბ. მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 1938


ქართული ღვინის წარმატება დიდ ბრიტანეთში

$
0
0

ლონდონში ღვინის ინდუსტრიისა და მედიის  წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის ორგანიზებით მოეწყო და მასზე  კლასიკური და  ტრადიციული ქართული მეთოდებით დამზადებული სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.

დეგუსტაციას უძღვებოდა Swirl Wine Group-ის ხელმძღვანელი, ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott). მისი შეფასებით, ქართული ღვინისთვის მიმდინარე წელი დიდ ბრიტანეთში წარმატებული იყო.

„ქართულ ღვინოს მიმდინარე წელს დიდ ბრიტანეთში ფანტასტიკური შედეგები ჰქონდა. ბრიტანელმა იმპორტიორებმა და ღვინით მოვაჭრეებმა აღმოაჩინეს ახალი ქართული ღვინოები, გაფორმდა ახალი კონტრაქტები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა. აღნიშნულ დეგუსტაციაზე ფართოდ იყო წარმოდგენილი  ქართული ღვინის მრავალფეროვნება წითელი, თეთრი და ქარვისფერი ღვინოების სახით. ქართული ღვინო ბრიტანეთისთვის ახალია, თუმცა ჩვენ მზარდ ინტერესს ვხედავთ მეღვინეების მხრიდან“ - აღნიშნა სარა ებოტმა.

Swirl Wine Group-ის მხარდაჭერითა და ადგილობრივი იმპორტიორების ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ლონდონში „ქვევრის ღვინის ფესტივალი გაიმართება“, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ჩოლობარგიას შეფასებით, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორია. 

„ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის ინდუსტრიის შეთანხმებით, 2014 წლიდან დიდი ბრიტანეთი გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტისათვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი, სტრატეგიული ბაზარი. სააგენტოს მარკეტინგული სტრატეგიის თანახმად, ქართული კომპანიები  დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობენ, ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში ინგლისელი ღვინის პროფესიონალებისთვის. აღნიშნული აქტივობების მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება ლონდონში, ქალაქში, რომელიც ევროპაში ითვლება ტენდენციის განმსაზღვრელად ღვინის ინდუსტრიაში“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 68 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

კავკასიის ღვინის უნივერსიტეტი კახეთში

ქართული ღვინის დეგუსტაცია მაცუიამაში

$
0
0

იაპონიის ქალაქ მაცუიამაში, ეჰიმეს პრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ორგანიზებით გაიმართა.

ქართული ღვინის წარდგენას Red Bridge-ის ხელმძღვანელი, იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრი, კენიჩი ოჰაში უძღვებოდა. ღვინის მოხმარების კუთხით, მაცუიამა  ლიდერი ქალაქია რეგიონში. დეგუსტაციას 60-მდე ადგილობრივი ღვინის იმპორტიორი, დისტრიბუტორი და რესტორნების ქსელების წარმომადგენელი დაესწრო.

„მე ძალიან ვაფასებ ყველა მონაწილეს, რომლებიც ქართული ღვინის დეგუსტაციას ესწრებიან. საქართველო არის ღვინის სამშობლო, სადაც 525 ადგილობრივი ვაზის ჯიშია. ისევე როგორც იაპონური სამზარეულო, ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაც შესულია „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ჩვენ მომავალ წელსაც გავაგრძელებთ ქართული ღვინის მარკეტინგულ აქტივობებს საქართველოში“ - აღნიშნა ღვინის მაგისტრმა.

კენიჩი ოჰაშიმ, რომელიც  „ქართული ღვინის ელჩია“ იაპონიაში, ადგილობრივ პროფესიონალებს 7 დასახელების ქართული ღვინო წარუდგინა: „რქაწითელი სუპერიორი 2015“ (შატო მუხრანი), „რქაწითელი 2016“ (ორგო), „მწვანე 2015“ (შუმის ხაზი „იბერიული“), „მწვანე 2016“ (მეღვინეობა ვაზიანის ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“), „საფერავი 2016“ (გიუაანი), „მუკუზანი 2014“ (შუმის ხაზი „იბერიული“) და  „საფერავი 2015“ (შალაურის მარანი).

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 170 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 68%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ქართული ღვინო Expovina 2018-ზე

$
0
0

1-15 ნოემბერს შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, ღვინის საერთაშორისო გამოფენა Expovina იმართება, სადაც  საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით პირველად წარსდეგება. 

Expovina განსაკუთრებული ადგილმდებარეობით და ფორმატით გამოირჩევა - გამოფენა ყოველი წლის შემოდგომაზე ციურიხის ტბაზე მდებარე გემებზე ტარდება. აღნიშნულ  გამოფენაზე ტრადიციულად დაახლოებით 4 ათასი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მას  65 ათასამდე ღვინის იმპორტიორი ესწრება.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე ღვინის კომპანია და მცირე მარანი მონაწილეობს.

გამოფენას გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა დაესწრო. მისი შეფასებით, გამოფენაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით დასწრება  ხაზგასმით მიანიშნებს, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მატულობს და მსოფლიოს სულ უფრო მეტი უნდა რომ გაიგოს ქართული ღვინის შესახებ.

გამოფენის გახსნას წინ უძღვოდა საზეიმო მიღება, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ ისაუბრა.

ქართული ღვინის წარდგენა აღნიშნულ გამოფენაზე საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ „საქპატენტი“-ს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საქართველოდან შვეიცარიაში მიმდინარე წლის 10 თვეში ექსპორტირებულია 20 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 300%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

15-17 დეკემბერი - საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი

$
0
0

ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2018 წლის 15-17 დეკემბერს საქართველოში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ რეგისტრაცია უნდა გაიაროს არა უგვიანეს 2018 წლის 5 დეკემბრისა. ნიმუშების მოტანამდე საჭიროა, მითითებულ ელ-ფოსტაზე (saperavi@gwa.ge) გამოაგზავნოთ შევსებული ანკეტა.

კონკურსის მიზანი მთელ მსოფლიოში წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავის ცნობადობის ამაღლება და საუკეთესო საფერავის ღვინოების წარდგენაა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ბაზრებიდან.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსზე უნდა წარადგინოთ100%-ით საფერავის ვაზის  ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.

კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა, ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:

ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული;  წარდგენილი ღვინის მინიმალური რაოდენობა 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს;  ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება, ღვინის დასახელება, მოსავლის წელი, ვაზის ჯიში, რეგიონი/ქვეყანა, მოცულობა.

ნიმუშების წარდგენა: წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში (ბოთლი= 0.75ლ) 

ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი.

ნიმუშების მოტანამდე საჭიროა ელექტრონული აპლიკაციის შევსება და მისი გადმოგზავნა ელ-ფოსტით მისამართზე saperavi@gwa.ge, 2018 წლის 5 დეკემბრამდე.

ნიმუშები უნდა გამოიგზავნოს ასოციაცია„ქართული ღვინო“-ს მისამართზე: მთაწმინდის ქ. 12, 0108 თბილისი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე. საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018წლის 5დეკემბერი.

მნიშვნელოვანი:

ნიმუშები,რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.

ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:

ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 20ლარს დღგ-ს ჩათვლით.

მიმღების სახელი: ააიპ ასოციაცია „ქართულიღვინო“, მიმღები ბანკი“ - ს.ს. „თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი:  TBCBGE22 მიმღების ანგარიში:  GE62TB7055136080100006 დანიშნულება: საფერავის საერთაშორისო კონკურსის საფასური თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს 2018წლის 5დეკემბრის ჩათვლით.

გადარიცხვის ფურცელი თან უნდა დაურთოთ მოტანილ ნიმუშებს.

ნიმუშების მიღება და დასაწყობება:

ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას, ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინიე ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ქვევრის ღვინო აშშ-ში

$
0
0

ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები ნიუ-იორკში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში RAW Wine 2018 (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდნენ.

გამოფენა RAW WINE-ს სხვადასხვა ქვეყნიდან ასზე მეტი ღვინის მწარმოებელი და რამდენიმე ათასი სტუმარი დაესწრო.  აღნიშნული გამოფენა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი  დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობდნენ: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ტიბაანი“, „მეღვინეობა ართანა“, „ღვინის ქურდები“, „ახმეტის ღვინის სახლი“ და „ნიკალას მარანი“.

ქართული ღვინო ასევე წარმოდგენილი იქნება 11-12 ნოემბერს ლოს-ანჯელესში დაგეგმილ ამავე ფორმატის გამოფენაზე RAW Wine LA. მსგავს გამოფენებში ქართული ღვინის წარდგენით იზრდება ქვევრის ღვინის ცნობადობა, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 400 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.

კოლოში მიხეილ ცირდავას მარანში


614 ქართული ვაზის ჯიში ერთ წიგნში

მესხეთ-ჯავახეთის ჰავა

$
0
0

გადმოწერეთ 

შოთა ჯავახიშვილი, მესხეთ-ჯავახეთის ჰავა. თბ. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1990.

ქართული ღვინის პირველი ფორუმი ვაშინგტონში

მიწაში ჩასაფვლელი საღვინე ჭურჭლის ტერმინები ქართულში

$
0
0

გადმოწერეთ 

ნინო ფხაკაძე, მიწაში ჩასაფვლელი საღვინე ჭურჭლის ტერმინები ქართულში. ქართველური მემკვიდრეობა, IX, 2005

რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ ღვინის ქართველ მწარმოებლებს

GIZ–ის პროექტი მეღვინეებისთვის

ხვალ, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი "ამერიმერი 2018"!

$
0
0

15 დეკემბერს ქუთაისი ბუნებრივი ღვინის ფესტივალს "ამერიმერი"-ს უმასპინძლებს. ფესტივალის ორგანიზატორი ასოციაცია ბუნებრივი ღვინოა. "ამერიმერი" სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის საუკეთესო ღვინოებს დაახვედრებს. ფესტივალში ასოციაცია ბუნებრივი ღვინის წევრი 50-მდე მცირე მარანი მიღებს მონაწილეობას.

სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ მეღვინეებს, დააგემოვნონ და შეიძინონ მათი იშვიათი ღვინოები, ისიამოვნონ და აღმოაჩინონ ახალი გემოები.

ფესტივალი ჩატარდება სასტუმრო "რჩეული"-ში, (მისამართი გრიგოლ ხანძთელის 21ბ), 1 დან 6 საათამდე. ბილეთის ფასი 10 ლარი.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


Sony Music Communication ქართული ღვინის შესახებ სპეციალური პროექტზე მუშაობას იწყებს

$
0
0

ქართული კულტურის, ისტორიისა და ქართული ღვინის შესახებ ვიდეოპროექტის მოსამზადებლად საქართველოს Sony Music Communication-ის წარმომადგენლობა გერმანელ პარტნიორებთან ერთად ეწვია. 

Sony Music Communication და კომპანია TOPPAN საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ასოციაცია  „ქართული ღვინოსთან“  ერთად, ტოკიოში დაგეგმილი გამოფენისთვის სპეციალურ პროექტზე მუშაობას იწყებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და  ასოციცია  „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით,  2019 წლის  გაზაფხულზე ტოკიოში  პროექტის  „საქართველო - ღვინის სამშობლო“  რიგით მეორე გამოფენა იგეგმება. ვიდეოპროექტის გადაღებები თბილისსა და კახეთში განხორციელდება. საქართველოსა და ქართული მეღვინეობის  შესახებ უახლესი ტექნოლოგიებით მომზადებულ პროექტს იაპონელი დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრ Terrada Warehouse-ში იხილავს. 

ღონისძიება 2017 წელს საფრანგეთში, ბორდოში, ქართული ღვინის შესახებ გამართული საერთაშორისო გამოფენის ლოგიკური გაგრძელებაა.

საქართველო ღვინის სამშობლოდ 2017 წელს, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი ოთხწლიანი საერთაშრისო კვლევის შედეგად აღიარეს. ამ აღიარებას მოჰყვა უდიდესი ინტერესი საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ, რაც ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის მაიმართულებით დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციონირება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და პოპულარიზაციისთვის.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ქართული ღვინის პირველი ფორუმი აშშ-ში

"ქართული ღვინის ფორუმი"აშშ-ში და ღვინის წარმოების ტექნიკური რეგლამენტაცია

ქართული ღვინო შანხაიში „პროვაინ ჩაინაზე“

საფერავის ფორუმი ვაშინგტონში

Viewing all 2707 articles
Browse latest View live