Quantcast
Viewing all 2712 articles
Browse latest View live

ვაზის ეკოლოგია


კენიჩი ოჰაში ქართული ღვინის შესახებ

ღვინის მატარებელი

Image may be NSFW.
Clik here to view.

გიორგი ბარისაშვილი

ქართული რკინიგზის საწყისად 1872 წელი ითვლება. იმჟამინდელი სარკინიგზო ხაზი თბილისსა და ფოთს აკავშირებდა. აღნიშნული დროიდან რამდენიმე წელში დაიწყო კახეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, რომელიც 1915 წელს დასრულდა. ის ბაკურციხიდან ლილოს მიმართულებით მოძრაობდა და როგორც ამბობენ ამ მონაკვეთის დაფარვას ორთქლმავალი თითქმის მთელი დღე ანდომებდა... დიდად სავარაუდოა, რომ მატარებლის დანიშნულება ტვირთის კახეთიდან თბილისამდე ჩამოტანა იქნებოდა და არა პირიქით. მაინც რა უნდა ყოფილიყო ის ძირითადი ტვიერთი, რაც კახეთიდან დედაქალაქში ჩამოვიდოდა თუ არა უპირატესად ღვინო? უნდა ითქვას, რომ პურთან ერთად ძირითადად ეს მართლაც ღვინო იყო! თუკი ამ დრომდე დედაქალაქში ღვინო მხოლოდ ურმებით ჩამოჰქონდათ, რკინიგზის ხაზის გაყვანამ ეს პროცესი დიდად გააიოლა. ცნობილია, რომ, როგორც ამჟამად, ისე იმ დროშიც თბილისი ქართული ღვინის ძირითადი მომხმარებელი იყო, ამიტომ აქ არა მარტო კახეთიდან, არამედ საქართველოს მევენახეობის თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოჰქონდათ ღვინო. მაინც უნდა აღინიოშნოს, რომ დედაქალაქში ყველაზე მეტად კახურ ღვინოსა და ჭაჭას მოიხმარდნენ.

რკინიგზის ხაზის გაყვანა ცხადია ერთბაშად მთელი კახეთის პრობლემას ვერ გადაჭრიდა, ამიტომ იმხანად კაცი მაინც მრავლად შეხვდებოდა შორიდან მომავალ ქართულ ურმებს, რომლებზეც ღვინით სავსე რუმბები ელაგა. ამგვარი კადრები არაერთჯერ აღუბეჭდავს ფირზე საქართველოში მოღვაწე ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვს (1846-1916 წწ). რაც შეეხება კახეთის რკინიგზასა და ამ მხრივ დედაქალაქში ღვინის ტრანსპორტირების საკითხს, უნდა ითქვას, რომ ეს ყველაზე თვალნათლივ აისახება ნიკო ფიროსმანის (1862-1918 წწ) ცნობილ ნამუშევარში - „კახეთის მატარებელი“. ნახატი შესრულებულია მუყაოზე და ის ამჟამად დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში. ნახატზე ღამის პეიზაჟია გამოსახული. მთვარით განათებული კავკასიონის დათოვლილი მთების ფონზე ვხედავთ კახეთის მატარებელს. ორთქლმავალი გასასვლელად ემზადება. გარეთ მდგომი ერთადერთი მამაკაცი მატარებელში მყოფ მგზავრს აწვდის სავსე ტიკს, ხოლო ორთლქმავალთან ახლოს აწყვია საღვინე ჭურჭელი, რაც მეორე მხრივ ნახატის შინაარსს წარმოადგენს. ვხედავთ სამ საღვინე რუმბს, სამ მოზრდილ ქვევრსა და სამ კასრს. მთვარის შუქით განათებული საღვინე ჭურჭელი და უპირატესად კი ქვევრები განსაკუთრებული სილამაზისაა...

 თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კახეთის რკინიგზის მშენებლობა 1915 წელს დასრულდა, ხოლო ფიროსმანი 1918 წელს გარდაიცვალა მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ „კახეთის მატარებელი“, რასაც „ღვინის მატარებელიც“ შეიძლება ეწოდოს, ნიკალას ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია. ფიროსმანის ეს ნახატი ბრწყილვალედ გადმოსცემს ჩვენი ქვეყნის ვაზისა და ღვინის ისტორიას. სურათზე გამოსახული სამი ტიპის საღვინე ჭურჭელი ქართული მეღვინეობის, ანუ ღვინის გზის სამ ეტაპს გამოხატავს. ქვევრი - ღვინის დასაყენებელი და შესანახი ჭურჭელი; რუმბი - ღვინის ტრანსპორტირების ჭურჭელი და კასრი - „სირაჯხანის“, ღვინის გასაყიდი ადგილის მაშინდელი ჭურჭელი. ხოლო მარნისა და ღვინის ბაზრის დამაკავშირებელ ტრანსპორტად ნიკალა იმჟამად ძალზე პოპულარულ ტრანსპორტს - „ღვინის მატარებელს“ ხატავს.

მცხეთა, 2017 წ.   

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

წიგნი ქართული ქვევრის ღვინოზე იაპონიიდან

Image may be NSFW.
Clik here to view.

იაპონელი ღვინის მწერალი იუტაკა კიტაჯიმა 2016 წელს გავიცანით „ახალი ღვინის ფესტივალის“ ფარგლებში გამართულ დეგუსტაციაზე -"ქვევრის ღვინოები საქართველოს ფარგლებს გარეთ," რომელზეც ფრანგი, იტალიელი, გერმანელი, ავსტრიელი, სლოვენიელი და იაპონელი მეღვინეების მიერ ქართულ ქვევრებში დაყენებულ ღვინოები გავსინჯეთ. აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა.

რამდენიმე დღის წინ კი ღვინის კლუბმა, ჩვენი იაპონელი მეგობრისგან, საჩუქრად მივიღეთ შესანიშნავი წიგნი - "ქართული ქვევრის ღვინო", რომელიც იაპონურად მოგვითხრობს ქართული ქვევრის ღვინის ტრადიციაზე.

წიგნი შედგება ორი ნაწილისგან: თავი პირველი - ქვევრის ღვინო საქართველოში, თავი მეორე - საკვები და კულტურა საქართველოში. შესავალში მიმოხილულია ქართული ვაზის ჯიშები. ცალკე თავები ეთმობა ქართველ მეღვინეებს: სოლიკო ცაიშვილს (ჩვენი ღვინო), ნიკოლოზ ანთაძეს (ანთაძეების მარანი), ჯონ ვურდემანს (ხოხბის ცრემლები), არჩილ ნაცვლიშვილს (კეროვანი), იაგო ბიტარიშვილს (იაგოს ღვინო), რამაზ ნიკოლაძეს (ნიკოლაძეების მარანი), გაიოზ სოფრომაძეს (გაიოზ სოფრომაძის მარანი), გოგიტა მაკარიძეს (მაკარიძის მარანი), ზურაბ თოფურიძეს (იბერიელი); ასევე მექვევრე ზალიკო ბოჟაძეს და 2016 წლის ახალი ღვინის ფესტივალს.

ის, თუ საიდან გაჩნდა შორეულ იაპონიაში ქართულ ღვინოზე წიგნის შექმნის იდეა, ამის შესახებ ღვინის მწერალ იუტაკა კიტაჯიმასთან ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც საქართველოს ღვინის კლუბმა ჩაწერა:

Image may be NSFW.
Clik here to view.

- მოკლედ გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

- მე დამოუკიდებელი ღვინის მწერალი ვარ. 1998 წლიდან დაახლოებით ათი წელი გერმანიის ღვინის რეგიონის, მოზელის ძველ ქალაქ ტრირში ვცხოვრობდი, სადაც გერმანიის შუასაუკუნეების ისტორიას ვსწავლობდი. 2005 წელს ღვინის ჟურნალ „ვინოთეკაში“ დავიწყე წერა. იაპონიაში დაბრუნების შემდეგ შესაძლებლობა მქონდა, იაპონიაში ცნობილი ხარისხიანი ღვინის იმპორტიორი კომპანიის - „რასინის“ ჟურნალთან მეთანამშრომლა. სწორედ ესაა კომპანია, რომელმაც 2013 წელს იაპონიის ბაზარზე ქვევრის ნამდვილი, ბუნებრივი ქართული ღვინოები შეიტანა.

- როგორ გაგიჩნდათ იაპონიაში ქართული ქვევრის შესახებ წიგნის გამოქვეყნების იდეა ?

- სინამდვილეში ეს არ იყო ჩემი იდეა. 2016 წლის დასაწყისში, „რასინის“ გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა იასუკო გოდამ ქართული ქვევრის შესახებ წიგნის შექმნის იდეა გამიზიარა. მან მკითხა, მქონდა თუ არა სურვილი, ამ წიგნის ერთ-ერთი ავტორი გავმხდარიყავი. საქართველოში უკვე ნამყოფი ვიყავი, 2011 წლის ნოემბერში, ჟურნალ „ვინოთეკის“ სახელით და გამოქვეყნებული მქონდა სტატია, რომელსაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოსადმი და მისი ქვევრის ღვინოებისადმი ინტერესი არ გამნელებია, ამიტომ ვიფიქრე, რომ პროექტი კარგ შესაძლებლობას მომცემდა, საქართველოში ისევ ჩამოვსულიყავი და მეტი გამეგო მის შესახებ.

- ვინ არიან წიგნის ავტორები?

- წიგნს ოთხი ავტორი ჰყავს. ქართული კერძების და კულტურის შესახებ თავი დაწერა ქალბატონმა ნაცუ შიმამურამ, რომელიც ნიჭიერი ჟურნალისტია და თითქმის 20 წელია Slow Food-ში მუშაობს. ის საქართველოში 2002 წელს ჩამოვიდა და ბატონი რამაზ ნიკოლაძე გაიცნო. ორი წლის შემდეგ მან ბატონი რამაზი Slow Food–ს გააცნო, როგორც ქართული ღვინის კულტურის წარმომადგენელი. ნაცუ შიმამურა პირველი იაპონელი ჟურნალისტი იყო, რომელმაც ქართული ქვევრის ღვინოებს სრული სტატია მიუძღვნა.

ქალბატონი გოდა წიგნის დასკვნით ნაწილზეა პასუხისმგებელი. იგი თავის მოსაზრებებს საკუთარ ღვინის ბიზნესზე დაყრდნობით აყალიბებს და საკუთარ დაკვირვებებს გვიზიარებს. მე მოვამზადე თავი ქართული ღვინის შესახებ.

წიგნის გამოქვეყნების სრული დაგეგმვა უკვე სახეზეა. შესავალი ნაწილი მოამზადა ბატონმა მასააკი ცუკაჰარამ, რომელიც ღვინის შესახებ რამდენიმე წიგნის მთარგმნელი და ქალბატონი გოდას ბიზნესპარტნიორია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წიგნი მხოლოდ მეღვინეებისთვის მომზადდა და მათვე ეძღვნება. ის ქართული ქვევრის ღვინის ტრადიციაზე მოგვითხრობს.

- ვისთან თანამშრომლობდით საქართველოში წიგნზე მუშაობისას ?

- გასულ წელს თითქმის ერთი კვირით ვიყავი საქართველოში. რამდენიმე მეღვინემ გამიწია დახმარება, რომლებიც ქვევრის ღვინოების ასოციაციის წევრები არიან. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი რამაზს, ნიკოლოზ ანთაძეს, სოლიკო ცაიშვილს, ჯონ ვურდემანს და ზურაბ თოფურიძეს. როცა იაპონიაში ვიყავი და კითხვა გამიჩნდებოდა, ელექტრონული ფოსტით ვუკავშირდებოდი რამაზს. ისიც სულ რაღაც 5 წუთში მიგზავნიდა პასუხს.

- რა იყო ყველაზე უცნაური და მოულოდნელი შთაბეჭდილება/მოგონება საქართველოდან, რაც გსურთ გაიხსენოთ?

- ყველაზე შთამბეჭდავი მოგონება იყო სოლიკოს მეგობრის დაბადების დღის სუფრა, რომელზეც, საბედნიეროდ, მეც აღმოვჩნდი. სუფრის გამოცდილება უკვე მქონდა 2011 წელს საქართველოს მთავრობის მიერ უცხოელი სტუმრებისთვის გამართული ოფიციალური მიღებიდან. თუმცა, ამჯერად ეს ნამდვილი სუფრა იყო ოჯახის წევრების, მეგობრების და მეზობლებისთვის. მართალია, ბოლომდე არ მესმოდა, რას ამბობდნენ თამადა და ჩემს ირგვლივ მსხდომი ადამიანები, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ატმოსფერო სრულიად განსაკუთრებული იყო: ძალიან მეგობრული, შინაურული, თავაზიანი. ერთგვარი სიწმინდის განცდა მეუფლებოდა. ღვინო და კერძები ძალიან გემრიელი იყო. ვფიქრობ, იმ საღამოს მივხვდი, თუ რატომ გრძელდება მეღვინეობის ტრადიცია საქართველოში 5000 წელზე მეტხანს.

Eng

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.

ალექს მოწერელია, ბრუალე – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (30)

Image may be NSFW.
Clik here to view.

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

ვარ ღვინის მოყვარული. მაქვს მიწის ნაკვეთები ყვარელის რაიონში, ქინძმარაულის ზონაში.

ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ბიძგის მიმცემი მაინც ის იყო, რომ ხორვატიაში ყოფნისას გავიცანი ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი, რომელიც აწარმოებს ღვინოს ქვევრში და სრულად იყენებს ქართულ მეთოდს, თუმცა ამას არსად აღნიშნავს. ნამდვილად არ მინდა, რომ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება სხვამ გამოიყენოს, ისე რომ არც კი აღნიშნოს ამის შესახებ. გადავწყვიტე ჩემი წვლილი შემეტანა ქვევრის ღვინის პოპულარიზაციაში და ჩვენი ინტელექტუალური სიმდიდრის დაცვაში.

Image may be NSFW.
Clik here to view.

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვაწარმოებ ორი სახის ღვინოს: თეთრი – რქაწითელი-მწვანე, წითელი - საფერავი.

ღვინო გამორჩეულია ჰარმონიულობით და სიმსუბუქით, მიუხედავათ იმისა, რომ ვაწარმოებთ  ქვევრში, კახური მეთოდის სრული დაცვით.

გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

პირველ გამოცდილებას და ასევე ზოგადად გამოცდილებას საინტერესოს ვერაფერს გავიხსენებ გარდა იმისა, რომ თავიდან ყველა სკეპტიკურადაა განწყობილი, დროულად პასუხის მიღებაც კი ჭირს. უნდა აღინიშნოს ასევე მომხმარებელთან და მომწოდებელთან ურთიერთობის დაბალი კულტურა და ამავე დროს არაპროფესიონალიზმი.

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

მეტი განათლებაა საჭირო სფეროში. ხშირად მქონია შემთხვევა ე.წ. სომელიეები არ გამოხატავენ არანაირ ინტერესს ღვინის მიმართ, მაგრამ როდესაც ვინმე უცხოელი მიუთითებს, მერე რატომღაც დიდ დაინტერესებას იჩენენ. ზოგადად ისევ განათლების პრობლემაა და სხვა პრობლემებიც სწორედ აქედან მომდინარეობს.

რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

Image may be NSFW.
Clik here to view.

ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია, განათლება და ხარისხი. ჩემი აზრით ხარისხის გაუმჯობესებას ალტერნატივა არა აქვს. ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ნოუ-ჰაუ და არ ჩამოვრჩეთ პროგრესს და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ჩვენ უნდა შევთავაზოთ ბაზარს მაღალი ხარისხის განსაკუთრებული პროდუქტი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონკურენცია ძალიან დიდია.

რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

ვურჩევდი ხარისხზე ორიენტირებას.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

მე-9 საერთაშორისო ღვინის კონკურსი International Wine Competition ახლოვდება

Image may be NSFW.
Clik here to view.

9-11 ივნისს თბილისში Winexpo Georgia 2017-ის ფარგლებში ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის, OIV-ის ოფიციალური პატრონაჟით ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი International Wine Competition ჩატარდება.

შეგახსენებთ, Winexpo Georgia 2017 გამოფენა გაიხსნება 9 ივნისს, ექსპო ჯორჯიის მე-11 პავილიონში (სამუშაო საათები - 11:00 – 18:00).

ქართული ღვინის კომპანიები საგანგებოდ ემზადებიან ამ კონკურსისთვის. გამოფენას კი დიდი ინტერესით ელიან ღვინის სპეციალისტები და მოყვარულები, რომლებიც „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ღვინოებს სამი დღის განმავლობაში დააგემოვნებენ და შეაფასებენ.

წელს გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე კომპანია, მსოფლიოს 11 ქვეყნიდან: საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. მათ შორის იქნება 24 ქვევრის ღვინის მწარმოებელი მეღვინეობა. Winexpo Georgia 2017-ზე წარმოდგენილი იქნება როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ღვინის წარმოებისთვის საჭირო დამხმარე მასალები: მანქანა-დანადგარები, შესაფუთი მასალები, მინის ტარა, საცობები და სხვა.

საკონკურსო ღვინოებს შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები: ცნობილი ქართველი და უცხოელი ღვინის დიდოსტატები, ენოლოგები, სომელიები და ღვინის ჟურნალისტები.

International Wine Competition–ის ჟიურის თავმჯდომარეა ტიმ ატკინი,ღვინის მაგისტრი, ღვინის მწერალი დიდი ბრიტანეთიდან. წლევანდელი ჟიურის წევრები არიან: იაპონელი ღვინის დიდოსტატი (MW) კენიჩი ოჰაში,ცნობილი სომელიე ისა ბალი (თურქეთი), ღვინის დიდოსტატი სარა ებოტი,ბრიტანეთიდან, ღვინის ჟურნალისტი, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება აქვს ღვინის მარკეტინგში; გოგიდაქიშვილი, ენოლოგი და მეღვინე, ენოლოგიისა და მევენახეობის ამერიკული საზოგადოების წევრი,მიხეილ მესხი, ღვინის ექსპერტი, Shvidi Wine-ს დირექტორი (საქართველო).

საუკეთესო ღვინოები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდება.

წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, კონკურსში გამარჯვებული ღვინოებისთვის ივანე მუხრან ბატონის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანისა და ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედლები დაწესდა.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება ტრენინგები, საქმიანი შეხვედრები, ლექციები, პრეზენტაციები.

გამოფენაზე საუკეთესო ქართულ ღვინოსთან ერთად წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველი, ღვინის აქსესუარები და ქართული რეწვის უნიკალური ნიმუშები.

გამოფენის მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო.

Дикорастущий виноград Закавказья

Image may be NSFW.
Clik here to view.

გადმოწერეთ 

Реваз Рамишвили, Дикорастущий виноград Закавказья, Тбилиси, Ганатлеба, 1988.

ქართული ღვინის ამერიკული პერსპექტივა


ძველი ღვინოები „მილდიანისგან“

Image may be NSFW.
Clik here to view.

რაც დრო გადის, მეღვინეები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ თავიანთ ღვინის კოლექციას, სხვადასხვა წლის მოსავლის ღვინოებს, მათი დაძველების პოტენციალს. კომპანიებს, რომლებმაც ჯერ კიდევ 90–იანებში დაიწყეს ღვინის დაყენება, ყველაზე დიდი მარაგი დაუგროვდათ, ეს კი საშუალებას იძლევა წლების შეფასებასთან ერთად, ჯიშის და ამათუიმ სტილის შესაძლებლობებიც შეფასდეს. ერთ–ერთი ასეთი კომპანიაა „მილდიანი“, რომელსაც ცოტა ხნის წინ ვეწვიეთ ღვინის საცავში, ძველი ღვინოების გასასინჯად.

სულ 15–მდე ღვინო გავსინჯეთ და უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ჯერ კიდევ საუკეთესო ფორმაში იყო, თუმცა იყო გადაძველებული ნიმუშებიც, რაც, რა თქმაუნდა, ჩვეულებრივი მოვლენაა 15–20 წლის ღვინოებისთვის.

ძირითადად გოგი დაქიშვილის, მიხეილ მესხისა და გოგა ხატიაშვილის მიერ სხვადასხვა დროს დაყენებული ღვინოები გავსინჯეთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა თეთრებით დავიწყეთ და პირველივე ნიმუშმა, 2002წლის ლეჩხუმურმა ცოლიკოურმაყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ეს 14 წლის ღვინო ელვარე ოქროსფერი იყო, ლიმნისფერით, დაძველებული სოტერნივით გამოიყურებოდა. ჰქონდა თეთრი ბლის მურაბის, თხილისა და ნიგვზის ტონები, გემოზე კი რბილი და გაწონასწორებული იყო, თაფლის, მწიფე მსხლის ნიუანსებით. მჟავიანობა – ჯერ კიდევ კარგად შენარჩუნებული. დაბოლოება – ხანგრძლივი.

Image may be NSFW.
Clik here to view.

შემდეგ 2000წლის წინანდლისჯერი დადგა, რომელიც 16 წლის მანძილზე მკრთალი ჩალისფერიდან ელვარე ქარვისფრად იქცა. სურნელები – ლეღვის მურაბა, მოხალული თხილი, ხმელი მცენარეები, ქონდარი, ბენზინის მკვეთრი ტონები (რაც მაგ. ზოგიერთი დავარგებული თეთრი ღვინოების, მაგ. რისლინგის ერთ–ერთ მთავარ სურნელად ითვლება).

ტვიში, 2004– ეს ელვარე ოქროსფერი ღვინო საუკეთესო ფორმაში იყო, თეთრი ბლის მურაბის, თაფლის, გემოზე მჟავიანობისა და სიტკბოს იდეალური შერწყმით.

ბარაკონი, 2004– ალექსანდროულიდან და მუჯურეთულიდან დაყენებული ეს ნახევრადმშრალი ღვინო იდეალურად იყო შენახული. საკმაოდ გამჭვირვალე ძოწისფერი ღვინო ძახველისა და წითელი კენკრის არომატებით გამოირჩეოდა, ასევე აღმოაჩენდით მზეზე დამწვარი ალუბლის კერკის, ჟოლოს მურაბის,  ქლიავის ჩირის, ტყავის ტონებს. დაძველებულ პინო ნუარს ჰგავდა, სასიამოვნო, რბილი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.

საფერავი 2001–ს მკრთალი ძოწისფერი ჰქონდა, მუხა მკვეთრად იგძნობოდა და ვერ ეწეოდა დავარგებისა და ჯიშური არომატები. ძირითადად ტყის, ნეშომპალის ტონები ჰქონდა.

მუკუზანი 2000– 16 წლის მანძილზე, რა თქმა უნდა ეს საფერავიც გამკრთალდა. ამ ძოწისფერ ღვინოშიც მუხის და ტყის ტონები იყო წამყვანი, ასევე კენკრა, ქლიავის ხილფაფა, ტკბილი ტყლაპი.

Image may be NSFW.
Clik here to view.

დავარგებულ საფერავებს შორის საუკეთესო იყო მუკუზანი 1999,ეკზოტიკური არომატებით, ჯერ კიდევ შენარჩუნებული ყვავილოვანი ტონებით, მაღალი მჟავიანობითა და ზომიერი, დარბილებული ტანინებით.

Image may be NSFW.
Clik here to view.

მას არ ჩამოუვარდებოდა ნაფარეული 2000, ელვარე ძოწისფერი ღვინო, გახსნილი და გულახდილი, ძლიერი არომატებით – მზესუმზირა, ტყავი, მუხა, გახუხული პური, ხილფაფები, მაყვლის მურაბა. ამ ძლიერი ტანინების მქონე ღვინოში ჯერ კიდევ იგრძნობოდა სიხალასე.

Image may be NSFW.
Clik here to view.

თელიანი 1998–ც ერთ–ერთი საუკეთესო ნიმუში გამოდგა, როგორც სხვა წითლები, ესეც ცოტათი მოგუდული იყო თავიდან, თუმცა შემდეგ კარგად გამოჩნდა კაბერნეს ნაცნობი ჯიშური სურნელები, რომელსაც კვამლის, ყავის ტონები დაემატა. ახალი ღვინის შთაბეჭდილებას ტოვებდა ეს 18 წლის ვეტერანი – ტანინებით, მჟავიანობით, სიხალასით. კარგი, ხანგრძლივი დაბოლოება ჰქონდა.

ხვანჭკარამ (რომლის წელიც ვერ დავადგინეთ) ძალიან გაგვაკვირვა. ამ მკრთალმა ღვინომ მოტკბო პირველი არომატები გამოაჩინა (კომშის მურაბა), გემოზე კი კარგად იყო შერწყმული სიტკბო და მჟავიანობა, ასევე მკვეთრი ჯიშური არომატებიც იგრძნობოდა. და რაც მთავარია, ღვინო ძალიან კარგად იყო შენახული.

ასეთი კოლექციები სხვა კომპანიებშიცაა, გასულ წელს, მარტში ღვინის კლუბში ძველი ღვინოების დეგუსტაციაცგავმართეთ, სადაც GWS–ის, ვინოტერას, თელავის მარნის, თბილღვინოს, აკვანის, კორპორაცია ქინძმარაულის, ძველი კახური მარნის და თელიანი ველის 15 სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. ღვინის კლუბი წელსაც გეგმავს ძველი ღვინოების ჭაშნიკის გამართვას და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე ზემოთნახსენები ღვინოც გასინჯონ.

იხ. ვიდეოშარშანდელი დეგუსტაციიდან.

ირაკლი ანდღულაძის ფოტოები

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ღვინის ეტიკეტები – C სტუდია

ქართული ღვინო ჩეხეთის საერთაშორისო გამოფენაზე

Image may be NSFW.
Clik here to view.

გიორგი ბარისაშვილი

წელს, 29-31 მაისს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა ღვინის საერთაშორისო გამოფენა - „Wine Prague 2017“.

გამოფენა ყოველწლიურად ტარდება და მისი მასშტაბები სულ უფრო და უფრო იზრდება. წელს პრაღის გამოფენაზე ქართულ სტენდთან ხალხმრავლობა და დიდი ინტერესი ჩანდა. წარმოდგენილი გვქონდა “ENPARD-ის” პროექტის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივების ღვინოები იმერეთისა და რაჭის რეგიონებიდან: ალექსანდროული, ჩხავერი, ციცქა, ცოლიკოური, ოცხანური საფერე და ციცქასა და ოცხანური საფერეს კუპაჟი. გარდა ამისა, გამოფენაზე იყო ჭაჭა და ქართული ოჯახური ბრენდიც.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი ღვინოები დაყენებული იყო ქვევრში, რითიც გამოფენის ვიზიტორები განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ. მოსულ სტუმრებს ღვინოს სთავაზობდნენ პროექტების: „PIN-ისა“ და „ელკანას“ თანამშრომლები. გარდა სასმელისა, ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას პროექტის ფარგლებში გამოცემულ ნაშრომს ­- „ღვინის დაყენება ქვევრში“, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. ქართულ სტენდს ამშვენებდა ქვევრი, ორშიმო და ქვევრის სარცხი.

გამოფენის მსვლელობის დროს დამყარდა არაერთი საინტერესო კონტაქტი, რაც იმედს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ჩეხეთის ბაზარზე ქართულ ტრადიციულ ღვინოს ნამდვილად აქვს მომავალი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასევე სამხრეთ აფრიკის, ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, გერმანიის, უნგრეთისა და სხვა ქვეყნების ღვინოები.  

  გვინდა განსაკუთრებით აღვნიშნოთ, რომ ქვევრში დაყენებული ღვინის ცნობადობა მსოფლიოში სულ უფრო და უფრო იზრდება და პოპულარობას იძენს. ქართული მხარისათვის ნამდვილი მოულოდნელობა იყო ჩეხეთში, მორავიის მხარეში „ქვევრის კლუბის დაარსება“, რომელიც ამავე გამოფენაზე მონაწილეობდა საქართველოდან ჩატანილ ქვევრებში დაყენებული ღვინით. ინფორმაციას ჩეხეთის ქვევრის კლუბის შესახებ უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.

 ქვევრში დაყენებული ღვინო გარდა ქვევრის კლუბისა ცალკეულ პირებსაც ჰქონდათ გამოტანილი. ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი ქვევრი და ქვევრში დაყენებული ღვინო მსოფლიო ღვინის სამყაროსთვის განსაკუთრებული ინტერესს წარმოადგენს, რაც, მეორე მხრივ ერთიორად ზრდის შანსს, რომ ჩვენ ჩვენი ღირსეული პროდუქციით დავიმკვიდროთ ღვინის მსოფლიო ბაზარი.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ღვინო და ახალი ტექნოლოგიები

საქართველოს მევენახეობის სპეციფიკური მიკროზონები

Image may be NSFW.
Clik here to view.

გადმოწერეთ 

თეიმურაზ დეკანოსიძე, მაია მირველაშვილი, საქართველოს მევენახეობის სპეციფიკური მიკროზონები. თბ. 2010.

26 ოქრო, 36 ვერცხლი და 84 ბრინჯაო

Image may be NSFW.
Clik here to view.

მე-9 საერთაშორისო ღვინის კონკურსის შედეგები

9-11 ივნისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეათე საიუბილეო გამოფენა WinExpo 2017 ჩატარდა. ერთ სივრცეში თავმოყრილი საუკეთესო ქართული ღვინოების დაგემოვნება მოსულ სტუმრებს სამი დღის მანძილზე შეეძლოთ და მონაწილეებიცა და სტუმრებიც აღნიშნავდნენ, რომ გამოფენის დღეებში განწყობა საქმიანი, საზეიმო და ამაღელვებელი იყო.

ინტერესი ქართველი და უცხოელი მომხმარებლებისა და სპეციალისტების მხრიდან ძალიან დიდი იყო. მეღვინეებმა აღნიშნეს, რომ გამოფენის უცხოელ სტუმრებს უკვე გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ქვევრის ღვინოზე, ჯიშებზე, ზუსტად იციან რა უნდა გასინჯონ. 

Image may be NSFW.
Clik here to view.

წელს გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 100-მდე კომპანიამ მსოფლიოს 11 ქვეყნიდან: საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. გამოფენაში  დიდი ღვინის კომპანიებთან ერთად წარმოდგენილი იყო 24 ქვევრის ღვინის მწარმოებელი საოჯახო მარანი. ბევრი მათგანი პირველად იღებდა მონაწილეობას WinExpo-ზე.

გამოფენის მსვლელობის დღეებში ღვინის კლუბი ესაუბრა გამოფენის ორგანიზატორებს  და მონაწილეებს:

Image may be NSFW.
Clik here to view.

ირაკლი ჩოლობარგია, ღვინის ეროვნული სააგენტო:  "WinExpo Georgia ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადგილია, სადაც მეღვინეები და ღვინის მოყვარულები ხვდებიან ერთმანეთს. მეათე საიუბილეო გამოფენაზე რამდენიმე მთავარი თემაა წინ წამოწეული: პირველ რიგში, გაყიდვების თემის ხელშეწყობა. მოგეხსენებათ, სპეციალურად გამოფენისთვის ღვინის ეროვნულ სააგენტოს ჩამოჰყავს იმპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაც შეუძლიათ ერთ ადგილზე გასინჯონ ძალიან ბევრი ღვინო. გამოფენაზე ახალ მემარნეებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროდუქცია წარმოადგინონ. და ღვინის საერთაშორისო კონკურსი, ეს არის ყველაზე კარგი გამოხმაურება უცხოელი მომხმარებლისგან, რომელიც შეიძლება შენ ღვინოს ქონდეს. რამდენიმე წელია უკვე ჟიურის წევრები არიან საერთაშორისო ღვინის მაგისტრები, რომლებიც ბრმა დეგუსტაციაზე მიუკერძოებლად აფასებენ საკონკურსო ღვინოებს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ადგილობრივ მოხმარებას, დარგის წინსვლას და ექსპორტის წახალისებას და ამას, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ. წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დააწესა ჩვენი დიდი წინაპარი მეღვინეების სახელობის სპეციალური ჯილდოები, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს ქართული ღვინის უახლეს ისტორიას.“ 

Image may be NSFW.
Clik here to view.

კახა ჭოტიაშვილი, ღვინის კომპანია საწნახელი: "წელს უფრო მასშტაბურია გამოფენა, ძალიან ბევრი სტუმარია მოსული და მიხარია, რომ უფრო ინფორმირებულია ხალხი. სტუმრებმა იციან ვისთან მოდიან ღვინის დასაგემოვნებლად. უცხოელ სტუმრებს ქართული ქვევრის ღვინოზე მეტი ცოდნა აქვთ, კონკრეტულ ღვინოზე, ჯიშზე საუბრობენ. ბევრი ექსპერტი და პროფესიონალია მოსული და ძალიან სასიამოვნოა, როცა ღვინოს სინჯავენ, რეკომენდაციებს, შეკვეთებს გვაძლევენ და მოსწონთ".

Image may be NSFW.
Clik here to view.

გვანცა აბულაძე, ბაიას ღვინო : "მცირე მარნებისთვის ასეთი გამოფენები არის უმნიშვნელოვანესი, რადგან შეგვიძლია ჩვენი ცნობადობა უფრო გავზარდოთ და დავაინტერესოთ მომხმარებელი. აგრეთვე, ასეთ შეხვედრებზე ადამიანებისგან ბევრ რჩევას ვიღებთ, რასაც შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებთ ჩვენი წარმოების და ღვინის განვითარებისთვის".

Image may be NSFW.
Clik here to view.

ნუკრი ქურდაძე, ფაფრის ველი :"მე პირველად ვმონაწილეობ და მინდა გითხრათ, რომ მშვენიერი გამოფენაა, წარმოდგენილია როგორც დიდი, ისე მცირე მეწარმეები, ამ მხრივ საინტერესოა. მსურველი ბევრია, ვისაც უნდა რომ გასინჯოს ღვინო."

Image may be NSFW.
Clik here to view.

ლომთაძეების მარანი, სოფო სამთელაძე:  "პირველად ვიღებთ მონაწილეობას ექსპო ჯორჯიაში, მოლოდინი ძალიან დიდი გვაქვს, გვინდა რომ ფართო საზოგადოებამ გაიცნოს ჩვენი ღვინოები. გამოფენაზე წარმოდგენილი გვაქვს ხვანჭკარა, ალექსანდროული, ქვევრის თეთრა და ნახევრად ტკბილი თეთრა. რაჭული ჯიშები გვაქვს საკუთარი ვენახებიდან. საინტერესოა, თუ დაინტერესდებიან ღვინის ექსპორტიორები ჩვენი ღვინით, ამ ღვინოს დიდი სიყვარულით ვქმნით და ძალიან დიდ შრომას ვდებთ. უკვე პირველივე დღეს შემოთავაზებები და ინიციატივებია, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც პოპულარიზაციას უწევს ამ საქმეს, ეხმარება მცირე მარნებს, ჩვენ ეს გვაძლიერებს და სტიმულს გვაძლევს".

Image may be NSFW.
Clik here to view.

გიორგი ღვარძელაშვილი, ღვარძელაშვილის მარანი:"ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, მცირე მარნების წარდგენა მოხდეს, ხალხმა გაგვიცნოს. რაც ხშირი იქნება ასეთი ღონისძიებები, მოხარული ვიქნებით საოჯახო მარნები. 2010 წელს, ერთი სახეობის ღვინო გვქონდა, აგერ მესამე წელია და უკვე 6 სახეობის ღვინო გვაქვს. კარგად გაამართლა ამან, ერთი სახეობა რა არის საკმარისი, მრავალფეროვნებაა საჭირო, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ მეტი არჩევანი. დღესაც კმაყოფილი ვარ. წელს საკონკურსოდ წარდგენილი გავქვს კონდოლური. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ტარდება, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.“

Winexpo Georgia 2017-ზე ღვინო და ალკოჰოლური სასმელების გარდა, წარმოდგენილი იყო ღვინის წარმოებისთვის საჭირო დამხმარე მასალები: მანქანა-დანადგარები, შესაფუთი მასალები, მინის ტარა, საცობები და სხვა. წარმოდგენილნი იყვნენ როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები.

პირველად გამოჩნდა გამოფენაზე ქართული კომპანია ტაბლა ნოვა,რომელიც ინოვაციური და თანამედროვე დიზაინის ღვინის ჭურჭელს და აქსესუარებს სთავაზობს მომხმარებელს.

უცხოური კომპანიებისთვის ქართული ბაზარი საინტერესო და პერსპექტიულია. იტალიური კომპანია ტაპის წარმომადგენელმა,ვიაჩესლავ შიშმა აღნიშნა:  "ქართულ ბაზარზე რამდენიმე წელია ვმუშაობთ. მეორე წელია ვიღებთ მონაწილეობას გამოფენაში, ვაწარმოებთ იტალიაში საცობებს, ჩაჩებს ღვინისა და სპირტიანი სასმელებისთვის, ასევე მინის ქარხანა გვაქვს, კონიაკის, ღვინის და სხვა ბოთლებს. ძალიან კმაყოფილები ვართ, ბევრი ახალი და ძველი მომხმარებელი გვყავს".

უკრაინული კომპანია გრინ თრეიდ, ანდრეი რომანოვი:  "ჩვენ ვართ თანამედროვე დიზაინის სტუდია, გამოფენაზე წარმოვადგენთ ახალ მასალებს, იდეებს, მიდგომებს. მონაწილეობას ვიღებთ მსოფლიოს წამყვან გამოფენებში დიუსელდორფში, შანხაიში, ბორდოში და ა.შ. ჩვენს კომპანიას აქვს 19 წლიანი გამოცდილება შეფუთვებსა და ეტიკეტების წარმოების სფეროში. ვთავაზობთ მომხმარებელს ღვინის ეტიკეტების შექმნას უახლესი ტექნოლოგიით. სქართველოს ბაზარიც ჩვენთვის საინტერესო და მიმზიდველია. გამოფენაზე გვაქვს ძალიან კარგი საშუალება გავაცნოთ ღვინის კომპანიებს ჩვენი შესაძლებლობები".

გამოფენის ფარგლებში ყოველ დღე ტარდებოდა ტრენინგები, საქმიანი შეხვედრები, ლექციები, მასტერკლასები და პრეზენტაციები:

A Guide to the Cradle of Wine - ქართულიქვევრისღვინისადმიმიძღვნილიწიგნისპრეზენტაცია, ავტორები: Miquel Hudin (ესპანეთი/აშშ) და Daria Kholodilina (უკრაინა/საქართველო).

ტრენინგითემაზე - „აღმოსავლეთდასავლეთისღვინისშეხვედრა“. ტრენინგსგაუძღვასაქართველოსსომელიეთაასოციაციისდა WSET სერტიფიცირებულისომელიეზაზაგრიგალაშვილი.

სომელიეთაასოციაციისმასტერკლასები  საქართველოსსომელიეთაასოციაციისმიერაკრედიტებულისომელიეების: თაზოთამაზაშვილის, კობააბარამიშვილისდათბილისისღვინისსკოლისპროგრამებისმენეჯერისანახითარიშვილისხელმძღვანეობით.

სემინარი"ქართულიმეღვინეობისჯიშურიმრავალფეროვნებისგაზრდისპერსპექტივები", პროფესორიდავითჩიჩუა.

მალხაზხარბედიასლექციათემაზე"მცირემარნებისგანვითარებაბოლოათწლეულისსაქართველოში".

ღვინისტურიზმისასოციაციისწარმომადგენლებმალევანჩუბინიძემდაელენებუხაიძემგამართესსემინარითემაზე: ღვინისტურიზმი.

გამოფენისბოლოდღესგაიმართაშეხვედრაბორდოსღვინისცენტრისა  მუზეუმისწარმომადგენელთან Adrien Clemenceau - La Cité du Vin un monde de cultures / A world of culture.

გამოფენაზე საუკეთესო ქართულ ღვინოსთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველი, ღვინის აქსესუარები და ქართული რეწვის უნიკალური ნიმუშები.

Image may be NSFW.
Clik here to view.

10 ივნისს, მე-9 საერთაშორის ღვინის კონკურის საზეიმო მიღებაზე 6 კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები გამოავლინეს. 26 ოქრო, 36 ვერცხლი და 84 ბრინჯაო - ასეთია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ჩატარებული მე-9 საერთაშორისო ღვინის კონკურსის შედეგები. წლის საუკეთესო  ღვინოებად ღვინის კომპანია შუმის ,,საფერავი გეორგიკა 2013“ (წითელი მშრალი) და  კომპანია ქვევრის ღვინის მარანის ,,ქვევრის მწვანე 2016“ (ქვევრის თეთრი მშრალი) აღიარეს. კონკურსი მონაწილეობდა როგორც დიდი ღვინის კომპანიები, ისე მცირე საოჯახო მარნები. სულ 43 კომპანიის 164 ღვინო გაისინჯა.

გამარჯვებულები  სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და კონკურსის ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს.

კონკურსის ჟიურის წევრები მსოფლიოს სახელოვანი ღვინის ექსპერტები და სპეციალისტები იყვნენ, რომელთა შეფასება მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის აღიარებისთვის. 

შეგახსენებთ წლევანდელი ჟიურის შემადგენლობას: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი - ტიმ ატკინი (MW - ბრიტანეთი), იაპონელი ღვინის დიდოსტატი (MW) კენიჩი ოჰაში,ცნობილი სომელიე ისა ბალი (თურქეთი), ღვინის დიდოსტატი სარა ებოტი,ბრიტანეთიდან, ღვინის ჟურნალისტი, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება აქვს ღვინის მარკეტინგში; გოგიდაქიშვილი, ენოლოგი და მეღვინე, ენოლოგიისა და მევენახეობის ამერიკული საზოგადოების წევრი,მიხეილ მესხი, ღვინის ექსპერტი, Shvidi Wine-ს დირექტორი (საქართველო).

წელს პირველად, საუკეთესო ღვინოებს სპეციალური პრიზი ე.წ ,,ტროფი“ (TROPHY)  და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებული სახელობითი მედლები გადაეცათ:

Image may be NSFW.
Clik here to view.

საუკეთესოთეთრიმშრალიღვინო - ივანემუხრან-ბატონისსახელობისოქროსმედალი

მწვანე (2015) - ბატონო

საუკეთესოწითელიმშრალიღვინო - ალექსანდრეჭავჭავაძისსახელობისოქროსმედალი

საფერავი გეორგიკა (2013) - შუმი

საუკეთესოთეთრინახევრადტკბილიღვინო  - დიმიტრიყიფიანისსახელობის   ოქროსმედალი

ტოლიბაში (2016) - Wine Products of Spirits

საუკეთესოთეთრიქვევრისღვინო - ზაქარიაჯორჯაძისსახელობისოქროსმედალი

ქვევრის მწვანე (2016) - ქვევრის ღვინის მარანი

საუკეთესოწითელიქვევრისღვინო - ზაქარიაჯორჯაძისსახელობისოქროსმედალი.

საფერავი (2015) - ბატონო

ღვინისადაალკოჰოლურისასმელებისსაერთაშორისოგამოფენისფარგლებშიგამართულღვინისმე-9 საერთაშორისო  კონკურსზედაჯილდოვდნენ:

ოქროსმედალი

კატეგორიათეთრიმშრალიღვინო

1. ფაფრის ველი რქაწითელი (2013) - ფაფრის ველი

2. მანაველი მწვანე (2016)- მანაველი

3. მწვანე (2015) - ბატონო

4. კახური მწვანე შუმი (2015) - შუმი

კატეგორიაქვევრისთეთრიმშრალიღვინო

1. კახური (2016) - კახური ღვინის მარანი

2. კრახუნა (2015) - ვარციხის მარანი

3. ქვევრის რქაწითელი (2016) - ძმების მარანი

4. მწვანე  ქვევრის (2016) - ქვევრის ღვინის მარანი

5. Vine Ponto (2015) –Spirit of Georgia

6. ვინოტერა ქისი (2014) - Schuchmann Wines Georgia

7. რქაწითელი (2016) - გრავისი

8. კახური მწვანე (2016) - გრავისი

9. ქვევრის მწვანე (2016) - გიუანი

10. Eristavi Wine (2016) - Spazio Libero

კატეგორიაწითელიმშრალიღვინო

1. საფერავი (2016) - ძმების მარანი

2. საფერავი გეორგიკა (2013) - შუმი

3. ყვარელი შუმი (2014) - შუმი

4. მუკუზანი იბერიული (2013) - შუმი

5. საფერავი (2015) - ქინძმარაულის მარანი

6. საფერავი (2015) - ბატონო

7. Mosmieri Saperavii (2015) - Georgian Hospitality Investment

კატეგორიაქვევრის  წითელიმშრალიღვინო

1. ალექსანდროული (2015) - ვარციხის მარანი

2. საფერავი ქვევრის (2016) - ქვევრის ღვინის მარანი

3. საფერავი რეზერვი (2013)  - საწნახელი

4. საფერავი (2015) - ბატონო

კატეგორია  „წითელინახევრადტკბილი  ღვინო

1. Tolibashi (2016) - Wine Products of Spirits

 ვერცხლისმედალი

კატეგორიათეთრიმშრალიღვინო

1. ცოლიკოური (2015) - ვახტანგური

2. კახური მწვანე (2014) - კახური ღვინი მარანი

3. მანავი (2015) - კახური ღვინის მარანი

4. გურჯაანი (2015) - კახური ღვინის მარანი

5. წინანდალი იბერიული (2015) - ღვინის კომპანია შუმი 

6. ქისი (2015) - ქინძმარაული მარანი

7. ფაფარი ველი ქართლი-კახეთი (2016) - ფაფარი ველი

8. კახური სამეფო (2013) - ქინძმარაული მარანი 

 კატეგორიაქვევრისთეთრიმშრალიღვინო

1. ობჩური ცოლიკოური (2016) - სიმონ ჩხეიძის მარანი

2. ტიბაანი (2012) - დუგლაძეების ღვინის კომპანია

3. რქაწითელი (2015) - როიალ ხვანჭკარა

4. რქაწითელი ქვევრის (2016) - დუგლაძეების ღვინის კომპანია 

5. რქაწითელი ქვევრის (2016) - გიუაანი

6. ქისი ქვევრის (2015) - ვაზი+

7.ვაინ პონტო რქაწითელი (2015) - Spirit of Georgia

8.ვაინ პონტო ქისი (2015) - Spirit of Georgia

9.მწვანე ქვევრის  (2015) - ვაზი+

10. მწვანე „რჩეული ქვევრის“ (2015) - საწნახელი

11. ხიხვი ქვევრი (2014) - საწნახელი

12. კრახუნა (2016) - გრავისი

 კატეგორია  „წითელიმშრალიღვინო

1. ასურეთული შალა (2016) - ძმების მარანი 

2. საფერავი კასრის (2016) - გიუაანი

3. მუკუზანი (2015) - საქართველოს ვაზისა და ღვინის კომპანია

4.Chala Wine Kakheti (2016) - Chala Briani

5. მუკუზანი (2012) - კახეთის ღვინის მარანი

6. სალომე (2013) -  შუმი

7. მუკუზანი (2015) - ბატონო

8.G. Wine Saperavi Cabernet Frani  (2015) - ღვინის აკვანი 

კატეგორია  „ქვევრისწითელიმშრალიღვინო

1. საფერავი (2015)  - როიალ ხვანჭკარა

2. საფერავი ქვევრის (2015) - ვაზი + 

3. საფერავი (2015) - შალაურის ღვინის მარანი 

კატეგორიაწითელინახევრადტკბილიღვინო

1. ხვანჭკარა  (2016) - ლომთაძის საოჯახო ღვინო

2. ქინძმარაული (2015) - დუგლაძეების ღვინის კომპანია

3. ახაშენი (2014) - კახეთის ღვინის მარანი

4. უსახელაური (2015) - უსახელაურის ვენახები

5. ქინძმარაული (2016) - ქინძმარაული მარანი

 ბრინჯაოსმედალი

 კატეგორიათეთრიმშრალიღვინო

 1. კრახუნა (2016) - დუგლაძეების ღვინის კომპანია

2. ჩინური (2016) - ლაგვინარი

3.ცოლიკოური მუხის კასრში დაძველებული (2016) – KTW

4. გურამიშვილის მარანი (2015) - KTW

5. ციცქა ცოლიკაური (2016) - ლაგვინარი

6. ცოლიკაური (2016) - ლაგვინარი

7.წინანდალი (2015) - ვაინმენი

8. ზურაბ ღვალაძის ღვინო (2015) - ზურაბ ღვალაძის მარანი

9. ქისი (2015)- საქართველოს ღვინისა და ვაზის კომპანია

10. წინანდალი (2015) - ყვარლის მარანი

11. გურამიშვილის მარანი ჩინური კასრის (2015) - KTW

12. წინანდალი (2015) - ბატონო 

13. ნაფარეული (2015) - ბატონო 

14. წინანდალი (2015) - კახური ღვინის მარანი

15. რქაწითელი (2015) - კახური ღვინის მარანი 

16. ხიხვი (2016) - საქართველოს ღვინისა და ვაზის კომპანია 

17. რქაწითელი შუმი (2014) - შუმი

18. მანავი (2016) - გიუაანი 

19.მოსმიერი კახური (2015) - Georgian Hospitality Investment

20. მწვანე იბერიული (2015) - შუმი 

21. მოსმიერი წინანდალი (2015) - Georgian Hospitality Investment

კატეგორიაქვევრისთეთრიმშრალიღვინო

1. ხიხვი (2016) - ბატონო 

2. ქისი მწვანე (2015) - ბატონო

3. რქაწითელი  (2015) - ვარციხის მარანი

4. მანაველი რქაწითელი (2016) - მანაველი

5. ქისი  (2016) - გრავისი 

6. მწვანე ქვევრის (2015) - ვახტანგური

7. რქაწითელი (2016)- ღვარძელაშვილის მარანი

8. მწვანე კახური/ქისი (2015) - ვახტანგური

9. ტიბაანი (2015) - ტიბაანი

10. ქვევრის ქისი (2016) - გიუაანი

11. ბაიას ღვინო 2016 - ბაიას ღვინო

12.ქვევრის მწვანე (2014) - ვაზი+

13.G. Wine მწვანე (2016) - ღვინის აკვანი

14. ქვევრის ხიხვი (2016) - გიუაანი 

15. ქვევრის ქისი (2016) - დუგლაძეების ღვინის კომპანია 

16. რქაწითელი (2016) - კავშირი თემი

17. ხიხვი (2016) - შალაურის ღვინის მარანი

კატეგორიათეთრინახევრადტკბილიღვინო

1. როიალ ხვანჭკარა ტვიში (2015) - როიალ ხვანჭკარა

2. ტვიში (2013) - დუგლაძეების ღვინის კომპანია 

3. ფიროსმანი (2015) - კახური ღვინის მარანი

4. ალაზნის ველი (2015) - კახური ღვინის მარანი 

კატეგორიაწითელიმშრალიღვინო

1.ალადასტური (2016) - ლაგვინარი

2. თავკვერი (2016) - დუგლაძეების ღვინის კომპანია

3. ოცხანური საფერე (2015) - დუგლაძეების ღვინის კომპანია 

4. მუკუზანი (2015) - დუგლაძეების ღვინის კომპანია  

5. მუკუზანი (2015) - ვაინმენი

6. საფერავი (2015) - საქართველოს ვაზისა და ღვინის კომპანია 

7.საფერავი (2015) - ყვარლის მარანი

8. საგურამო წითელი მშრალი ღვინო მუხის კასრში დაძველებული (2015) - KTW

9. მუკუზანი (2015) - KTW

10. საფერავი სანავარდო (2016) - შატო ნეკრესი 

11.Chateau Nekresi Concorde (2016) - შატო ნეკრესი 

12.მუკუზანი უმანო (2014) - კორპორაცია ქართული ღვინო 

13. შუხმანი მუკუზანი (2015) - შუხმან ვაინს ჯორჯია

14. საფერავი (2014) - კახური ღვინის მარანი 

15. საფერავი მუხაში დაძველებული (2013) - კახური ღვინის მარანი

16. საფერავი ბიო (2014) - შუმი

17. ნაფარეული შუმი (2013) - შუმი

18.Cabernet Souvingnon (2014) - კახური ღვინის მარანი

19. კასრის საფერავი (2016) - დუგლაძეების ღვინის კომპანია

20.საფერავი (2015) - ვაზი +

21. საფერავი (2016) - ფაფრის ველი

კატეგორიაქვევრისწითელიმშრალიღვინო

1. ბოლნური (2016) - ბოლნური

2. ქვევრის თავკვერი (2016) - ძმების მარანი 

3. ჩხავერი (2016) - გრავისი 

4. ჟღია (2016) - გრავისი 

5. ოცხანური საფერე (2015) - ვარციხის მარანი 

6. ქვევრის საფერავი (2016 )- გიუაანი

7. ვინოტერა საფერავი კახური (2014)- შუხმან ვაინს ჯორჯია

8. მანაველი საფერავი (2015) - მანაველი

9. კაბერნე ქვევრის (2014) - ვაზი +

10. საფერავი“რჩეული ქვევრი"  (2015) - საწნახელი

11.საფერავი ქვევრის (2014) - ვაზი +

12.ერისთავის ღვინო (2016) - Spazio Libero

კატეგორიაწითელინახევრადტკბილიღვინო

1. უსახელაური (2013) - დუგლაძეების ღვინის კომპანია

2. ქინძმარაული (2016) - ვაინმენი

3. ახაშენი (2014) - დუგლაძეების ღვინის კომპანია

4. ქინძმარაული (2016) - ყვარლის მარანი

5. ქინძმარაული იბერიული (2016) - შუმი

6. ქინძმარაული (2014) - კახური ღვინის მარანი

7. ქინძმარაული (2016) - შატო ნეკრესი

8. ქინძმარაული (2015) - საქართველოს ღვინისა და ვაზის კომპანია

9. ახაშენი (2015) - საქართველოს ღვინისა და ვაზის კომპანია.

გამოფენა ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ღვინის ფესტივალი 2017 / New Wine Festival 2017


საქართველო Bordeaux Vinexpo 2017–ზე

Image may be NSFW.
Clik here to view.

18 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა Vinexpo Bordeaux 2017 გაიხსნება, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება ხოლმე. წელსაც, ისევე როგორც 2015 წელს, ქართული კომპანიების საკმაოდ წარმომადგენლობითი ჯგუფი ჩავა ბორდოში.

საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოდან 25 ღვინის კომპანია მონაწილეობს. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინოები ქვეყნის სხვადასხვა მევენახეობის რეგიონიდან. გამოფენის ფარგლებში 18 ივნისს გაიმართება ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია, რომელსაც საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და ამავე სააგენტოს სადეგუსატაციო კომისიის თავმჯდომარე, OIV-ს კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ანა გოდაბრელიძე გაუძღვებიან.

მონაწილე კომპანიები:

1. თბილღვინო

2. შატო მუხრანი

3. GWS

4. ასკანელი ძმები

5. ბადაგონი

6. ბესინი

7. კორპორაცია ქართული ღვინო

8. მეღვინეობა დანიელი

9. დუგლაძეების ღვინო

10. მეგობრების მარანი

11. გიუაანი

12. გრუზვინპრომი

13. KTW

14. მეღვინოება ხარება

15. ქინძმარაულის მარანი

16. კახური ღვინის მარანი 

17. მარანული 

18. ქიმერიონი 

19. შილდა 

20. შუმი 

21. თელავის ღვინის მარანი 

22. ვაზიანი კომპანი 

23. ვაინმენი 

24. კორპორაცია ქინძმარაული 

25. ბრუალე 

ბორდოს გამოფენა 4 დღეს გაგრძელდება, 18–დან 21 ივნისამდე. იგი მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი ღვინის ფორუმია, რომლის ისტორიაც 1981 წელს იწყება და სადაც წელს 2300 მონაწილეს ელიან 42 ქვეყნიდან და 45 000 ღვინის სპეციალისტს, ბაიერსა და იმპორტიორს მთელი მსოფლიოდან.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

28-29 ივნისს ღვინის კლუბის ტრენინგი – ღვინით მომსახურების ძირითადი წესები – ალექს ბადუაშვილი

Image may be NSFW.
Clik here to view.

28–29 ივნისს წარმოგიდგენთ მეექვსე მოდულს. სომელიე ალექს ბადუაშვილი გაუძღვება ტრენინგს – ღვინით მომსახურების ძირითადი წესები.

• ტრენინგზე ვისაუბრებთ ღვინით მომსახურებისა და მასპინძლობის ძირითად პრინციპებზე: მისალმება და მიპატიჟება, პროდუქტების და სერვისების სრულფასოვანი ცოდნა, ღვინის სერვისი, ღვინის შენახვის სტანდარტები და ტემპერატურა, ღვინის ბარათი, ღვინის ეტიკეტი, შეთავაზება, ღვინის პრეზენტაცია, ბოთლის გახსნა, დასხმა, საცობი, ჭიქები და სხვ. მრავალი თემა.

• ტრენინგზე პრაქტიკულად გავივლით ღვინით მომსახურების ყველა ეტაპს.

• ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე, 11:00–16:00 საათები.

• ტრენინგის ღირებულება: ერთ მსმენელზე შეადგენს 70 ლარს.

• “ღვინის კლუბის” წევრებისთვის, რომელთაც არ ერიცხებათ საწევრო დავალიანება, გათვალისწინებულია 20%–იანიფასდაკლება.

• კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო ღვინით მომსახურების ძირითადი წესები, ავტორი ალექს ბადუაშვილი), ტესტები, სერტიფიკატი, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი (2 დღე).

• სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

• თითოეული ტრენინგი ჩატარდება მას შემდეგ, რაც კურსზე დარეგისტრირებული მსმენელების რაოდენობა მიაღწევს 20-ს.

• რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.geან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88, 577 41 30 10.

• ჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადაა 26 ივნისი.

გთხოვთ თანხა გადმორიცხოთ ანგარიშზე:

ააიპ "ღვინის კლუბი"

ს.ს. „თიბისი ბანკი“

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში:GE66TB1144536080100002

თანხა უნდა ჩაირიცხოს არაუგვიანეს 26 ივნისისა.

© საქართველოს ღვინის კლუბი

ალექს ფიცხელაური, ლექსოს მარანი – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (31)

Image may be NSFW.
Clik here to view.

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

–  ჩვენი საოჯახო მარანი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ფუნქციონერებს. მარნის მოწყობა ლექსო პაპას უკავშირდება და მისი ხელით არის ქვევრები ჩალაგებული, ტრადიციულად ყურძენს ყოველთვის ქვევრებში ვწურავდით. ღვინის დაყენების და ქვევრების მოვლის პროცესი ბავშვობიდან ჩემს თვალწინ ხდებოდა, მეც პაპას მოსახელე ვარ და პაპა ყოველთვის ცდილობდა მარნის საქმიანობაში გვერდში დავეყენებინე.

  – ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

–  რამდენიმე წლის წინ ალავერდში გავსინჯე ჭაჭაზე დავარგებული ქვევრის ღვინო და გადავწყვიტე მეც ისევე დამეყენებინა. 2015 წელს ერთ ქვევრში დავწურე რქაწითელი კახური ტრადიციული მეთოდით და დავლუქე სრულ ჭაჭაზე. გაზაფხულზე გავხსენი და ჩამოვასხი ბოთლში. ასე დაიწყო ჩემი მეღვინეობა, იმავე ზაფხულს გავაფართოვე მარანი და ჩავალაგე ახალი ქვევრები, ასე შეიქმნა " ლექსოს მარანი". ჯერჯერობით გაშენებული გვაქვს რქაწითელი და კახური მწვანეს ვაზის ჯიშები, ასევე ვაპირებთ ქისის და ხიხვის გაშენებას.

Image may be NSFW.
Clik here to view.

   – რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

   –  ამჟამად ვაწარმოებთ რქაწითელს, კახურ მწვანეს, ქისს, ხიხვს და საფერავს, ქვევრის მშრალ ღვინოებს, კიდევ რქაწითელის და კახური მწვანის კუპაჟურ ღვინოს, რომლის ალკოჰოლურმა შემცველობამ 16%-ს მიაღწია.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

 გამოშვებული პროდუქცია ჯერ საქართველოს საზღვარს არ გაცდენია, ადგილობრივ ბაზარს მოიცავს და ვცდილობ ყველა ღვინის მაღაზიაში დავიმკვიდრო ადგილი.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

  ამ საქმეს ახასიათებს სირთულეები პირველ რიგში მევენახეობაში, ხშირ შემთხვევაში პრობლემას ქმნის უხარისხო შხამქიმიკატები. რაც შეეხება ღვინოს, ჩემი აზრით უნდა დაიხვეწოს ღვინის კანონი. უნდა გაიმიჯნოს ქვევრის ღვინო ევროპულად წარმოებული ღვინოებისგან და ჩაიწეროს განმარტება  რა შემთხვევაში შეიძლება ეწოდოს ღვინოს ქვევრის ღვინო.

Image may be NSFW.
Clik here to view.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მევენახეს, რომ რაც შეიძლება მეტი საოჯახო მარანი შეიქმნას, მევენახეს მოგების გათვლა უნდა ჰქონდეს არა ყურძნის ჩაბარებაზე, არამედ ღვინის გაყიდვაზე. ეს ყველაფერი გამოიწვევს ღვინის ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას.

Image may be NSFW.
Clik here to view.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

  რაც შეეხება დამწყებ მეღვინეებს, ვურჩევდი არ შეუშინდნენ სირთულეებს და დაიწყონ ეს მადლიანი და საინტერესო საქმე, ყველაფერი ერთი პატარა ქვევრით იწყება...

 "ლექსოსმარანი"

მისამართი: ახმეტასოფ. ახშანი.

ტელეფონი: +995 591010199

ელფოსტა: a.pitskhela@gmail.com

ფეისბუკგვერდი: ლექსოს მარანი Lekso's Marani

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ქართული ღვინო და იაპონელი იმპორტიორები

Image may be NSFW.
Clik here to view.

კენიჩი ოჰაში, იაპონელი ღვინის მაგისტრი, საქართველოს ბოლო ხანებში რამდენჯერმე ეწვია. იგი წარმოადგენს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge“-ს, რომელიც 2017 წელს ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას ახორციელებს იაპონიაში.

ბოლო ხანებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ვიზიტების დროს, ის რამდენჯერმე ესტუმრა ქართულ ღვინის კომპანიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, საფუძვლიანად გაეცნო ქართული მეღვინეობის პრინციპებს, ისტორიას, ვაზის ჯიშებს. "კენიჩი ოჰაში შარშანაც იყო საქართველოში, იცნობდა ქართულ ღვინოს. ერთი თვის წინ ისევ გვესტუმრა და  ქართულ ღვინოზე სრული ინფორმაცია მივაწოდეთ", აღნიშნა ელენე კიკნაძემ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ამჯერად კენიჩი ოჰაში საქართველოში იაპონელი იმპორტიორების ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. ჯგუფის შემადგენლობაშია ოთხი იმპორტიორი და ერთი ცნობილი იაპონელი სომელიე მოტოჰირო ოკოში. ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის ადგილზე გაცნობა და შემდგომში იაპონელი მომხმარებლისთვის შეთავაზებაა.

იაპონელი ღვინის იმპორტიორები ესტუმრნენ ღვინის კომპანიებს: „თბილღვინო“, „შატო მუხრანი“, „ლაგვინარი“, „გიუაანი“, „მარანული“, „ფაფრის ველი“, „კარდენახის ღვინის მარანი“, „კახური ღვინის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „კახური“, „ორგო“, „შუხმანის ვაინს ჯორჯია“, „მეღვინეობა ხარება“, „შუმი“, „ალავერდის მონასტერი“, „ვაზიანი კომპანი“, „საწნახელი“, „შალაური“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „გოცას ღვინოები“. იაპონელ პროფესიონალებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება კლასიკურ ღვინოებთან ერთად  ქვევრის ღვინომ მოახდინა.

"ძალიან ბევრი კომპანიის ღვინო გასინჯეს, ქვევრის ღვინო კი განსაკუთრებით მოსწონთ, დიდ კომპანიებშიც ითხოვდნენ მას და თეთრ ღვინოებზე აკეთებდნენ აქცენტს. ჩვენც ვცდილობდით ბევრი ქართული ღვინის კომპანია ჩაგვერთო, ვინც იაპონური ბაზრით არის დაინტერესებული, მოგეხსენებათ, იაპონიის არაერთ მნიშვნელოვან გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა ქართულმა კომპანიებმა" - აღნიშნა ელენე კიკნაძემ.

იაპონელი იმპორტიორი ტაკაკო ოსავა აღფრთოვანებულია ქართული ღვინით. ის უკვე იცნობდა რამდენიმე უნიკალურ ქართულ ღვინოს იაპონურ ბაზარზე და სწორედ ამან დააინტერესა და ჩამოიყვანა საქართველოში. მოხიბლულია ღვინის მრავალფეროვნებით და თვლის, რომ ქართული ღვინო იაპონური ბაზრისთვის საკმაოდ მიმზიდველია თავისი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასით. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ბაზარზე უხვადაა იტალიური, ესპანური და სხვა ქვეყნების ღვინოები, მსგავსი ვიზიტების შედეგად,  ქართული ღვინო იაპონური ბაზრისთვის საინტერესო გახდება.

როგორც ელენე კიკნაძემ გვითხრა, კენიჩი ოჰაშიმ, ტურის ნახევარი კომპანიები თვითონ შეარჩია, რადგან უკვე იცნობდა ქართულ ღვინოებს. "უნდა, ისეთი ღვინო შეარჩიოს, რომელიც იაპონურ სამზარეულოს შეეხამება. ქვევრის მწარმოებელსაც ეწვივნენ, ზაზა კბილაშვილს, აინტერესებდათ ქვევრის შექმნის პროცესი. ამ ვიზიტის ფარგლებში, დღეს ჩატარდა სემინარი - იაპონური ბაზრის თავისებურებები და ქართული ღვინის პოტენციალი".

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017

შატო მუხრანი | დეგუსტაცია: ქინძმარაული • Château Mukhrani | Tasting: Kindzmarauli

Viewing all 2712 articles
Browse latest View live